„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 621
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.023177
621
28/12/2021
ვებგვერდი, 28/12/2021
240140000.10.003.023177
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №621 

2021 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში − „აწარმოე საქართველოში“:

1. 121 მუხლში:

ა) „გ“ −  „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პროგრამის ბენეფიციარი − მეწარმე სუბიექტი, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, რომელსაც პროგრამით განსაზღვრული სარგებლის მიღების მიზნით სააგენტოსთან გაფორმებული აქვს ბენეფიციარის ხელშეკრულება, ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად და სააგენტოსთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

დ) ბიზნესიდეა  − მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამის ფარგლებში პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით სააგენტოსთვის ელექტრონული ფორმით წარდგენილი მიმართვა პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;

ე) ბიზნესგეგმა − მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამის ფარგლებში პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით სააგენტოსთვის ელექტრონული ფორმით წარდგენილი პროექტის განხორციელების გეგმა;

ვ) ლოტი − სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, პროგრამის ფარგლებში გაერთიანებული რამდენიმე სამიზნე ტერიტორიული ერთეული (რეგიონი);

ზ) კონტრაქტორი ორგანიზაცია − ამ პროგრამის შესაბამისად გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებით დადგენილი უფლება-მოვალეობების ფარგლებში პროგრამის კონკრეტული ეტაპის/ეტაპების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კერძო სამართლის იურიდიული პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ პროგრამის მიზნებისათვის შექმნილი ამხანაგობა, გარდა სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირისა/იურიდიული პირების ამხანაგობისა;

თ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში;

ი) კონტრაქტორის ხელშეკრულება − სააგენტოსა და კონტრაქტორს შორის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულება;

კ) ბენეფიციარის ხელშეკრულება − სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს შორის თანადაფინანსების (გრანტის გაცემის) შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

ლ) რაუნდი – დროის მონაკვეთი, მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესიდეის წარდგენიდან ბენეფიციარის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის ეტაპების ჩათვლით;

მ) ეტაპი − რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები, რომელთა ჩატარების ვადებიც განსაზღვრულია ამ პროგრამის 123 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოცემული სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით;

ნ) პროგრამული უზრუნველყოფა − პროგრამის თითოეული ეტაპის აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემა, მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესიდეის წარდგენიდან ბენეფიციარის ხელშეკრულების დამატებითი მონიტორინგის ჩათვლით;

ო) გრანტი − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის  ბენეფიციარისათვის გამოყოფილი დაფინანსება/თანადაფინანსება;

პ) თანამონაწილეობა − მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესგეგმით გათვალისწინებული პროექტის განსახორციელებლად გახარჯული საკუთარი მინიმალური კონტრიბუციის ოდენობა, არანაკლებ ამ პროგრამის 125 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოცულობებისა;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ – „ტ“ ქვეპუნქტები:

„ჟ) კაპიტალური ხარჯი − დანახარჯი, გაწეული ისეთ მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივზე (გარდა გუდვილისა), რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოებისთვის, საქონლის მიწოდებისთვის/ მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია;

რ) საბრუნავი საშუალება − ხარჯები, რომლებიც არ წარმოადგენენ კაპიტალურ ხარჯს;

ს) გუდვილი − ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS 3) შესაბამისად განსაზღვრული გუდვილი;

ტ) საპილოტე რეგიონი − იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.“.

2. 122 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 123 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 123. პროგრამის განხორციელების ეტაპები

1. პროგრამის კოორდინაციასა და პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო.

2. სააგენტო კონტრაქტორი ორგანიზაციის მეშვეობით ახდენს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პროგრამის თითოეული ეტაპის განხორციელებას, მასთან გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ისა და სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.

3. პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს:

ა) ბიზნესიდეების მიღება/გადარჩევა;

ბ) ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნესგეგმის შედგენაში;

გ) ბიზნესგეგმების მიღება/გადარჩევა;

დ) ხელშეკრულების გაფორმება გამარჯვებულ მეწარმე სუბიექტებთან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი ძირითადი ეტაპების გარდა, პროგრამა მოიცავს დამატებით ეტაპებსაც.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პროგრამის ჩატარების ძირითად/დამატებით ეტაპებს/ვადებს და პირობებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში დამატებით მოთხოვნებს როგორც მეწარმე სუბიექტებისათვის/ბენეფიციარებისათვის, ასევე კონტრაქტორი ორგანიზაციებისათვის განსაზღვრავს სააგენტო, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. პროგრამის ჩატარების ვადების თაობაზე სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“.

4. 124 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 124.  პროგრამაში მონაწილეობა

1. პროგრამა ხორციელდება სააგენტოს მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.

2. ამ პროგრამით განსაზღვრული სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვს ამავე პროგრამის 2015 − 2018 წლების რაუნდების ფარგლებში არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებულ ბენეფიციარსაც (პროგრამის არსებული ბენეფიციარი), რომელიც ამ პროგრამით დადგენილი წესის შესაბამისად პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით წარადგენს ბიზნესიდეას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ არსებულ ბენეფიციარად მიიჩნევა ამავე პროგრამის 2015 − 2018 წლების ფარგლებში დაფინანსებული ამხანაგობის წევრი თითოეული ფიზიკური პირი/ინდივიდუალური მეწარმე.

4.  ამ პროგრამით განსაზღვრული სარგებლის მიღების შესაძლებლობა არ აქვს ამავე პროგრამის 2020 წლის რაუნდის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარს.“.

5. 125 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 125. გრანტის/თანამონაწილეობის მოცულობა და სხვა არსებითი დებულებები

1. სააგენტოს მხრიდან გრანტის მაქსიმალური ოდენობა პროგრამის ბენეფიციარზე განისაზღვრება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით.

11. სააგენტოს მხრიდან გრანტის მაქსიმალური ოდენობა იმ ბენეფიციარებზე, რომელთა ბიზნესის განხორციელების ადგილი მდებარეობს საპილოტე რეგიონებში, განისაზღვრება 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა მეწარმე სუბიექტზე გაიცემა ერთჯერადად, რომლის არანაკლებ 90%-ისა მეწარმე სუბიექტის მიერ მიმართული უნდა იყოს ბიზნესგეგმაში დასახელებული კაპიტალური ხარჯების გასაწევად, ხოლო არაუმეტეს 10%-ისა − ბიზნესგეგმაში დასახელებული საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად.

3. ბიზნესის განხორციელების ადგილის შესაბამისად პროგრამაში თანამონაწილეობის წილი პროგრამის ბენეფიციარისათვის განისაზღვრება გრანტის თანხის არანაკლებ 20 (ოცი) პროცენტით, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანილ დასახლებებში – გრანტის თანხის არანაკლებ 10 (ათი) პროცენტით.

4. ბიზნესის განხორციელების ადგილის შესაბამისად პროგრამაში თანამონაწილეობის წილი ამ პროგრამის 124 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი არსებული ბენეფიციარისათვის განისაზღვრება გრანტის თანხის არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) პროცენტით, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანილ დასახლებებში – გრანტის თანხის არანაკლებ 25 (ოცდახუთი) პროცენტით.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამონაწილეობა პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის არსებული ბენეფიციარის მიერ განხორციელდება მხოლოდ ფინანსურად, ფულადი სახით. ამ მიზნით, ბენეფიციარის ხელშეკრულების გაფორმებამდე, მეწარმე სუბიექტი თანამონაწილეობის თანხას განათავსებს საკუთარ (გადასახადის გადამხდელის) საბანკო ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს სააგენტოს, რომლის შემდგომ სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს/პროგრამის არსებულ ბენეფიციარს შორის ფორმდება ბენეფიციარის ხელშეკრულება. მონიტორინგის განხორციელების საფუძველზე თანამონაწილეობის თანხის მიზნობრივად გახარჯვის ფაქტის დადასტურების შემდგომ, სააგენტო განათავსებს გრანტის თანხას აღნიშნული ბენეფიციარის/არსებული ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე.

6. პროექტის განხორციელების მიზნით პირველ რიგში გამოიყენება თანამონაწილეობის თანხა, ხოლო შემდეგ − გრანტის თანხა.

7. ბიზნესიდეის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პრიორიტეტები:

ა) ახალი ბიზნესის წამოწყება;

ბ) ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;

გ) სოფლად ბიზნესის დაწყება/გაფართოება;

დ) მაღალმთიან დასახლებულ პუნქტში ბიზნესის დაწყება/გაფართოება;

ე) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;

ზ) ახალგაზრდა (29 წლის ასაკის ჩათვლით) მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის წამოწყება/გაფართოება;

თ) განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტი/მაღალი ინკლუზიურობის მქონე სექტორებზე/ინტელექტუალურ სერვისზე ორიენტირებული პროექტები.

8. სააგენტო უფლებამოსილია მეწარმე სუბიექტს უარი უთხრას ბენეფიციარის ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუკი იგი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.

9. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება:

ა) რელიგიური, პოლიტიკური, საომარი და სხვა მსგავსი აქტივობები;

ბ) ბიოლოგიური აქტივების შეძენა;

გ) სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, რომლებიც განკუთვნილია ადამიანების გადასაყვანად;

დ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოება და მისთვის განკუთვნილი მომსახურება;

ე) ნებისმიერი პროდუქტის ან აქტივობის წარმოება ან ვაჭრობა, რომელიც მიჩნეულია არალეგალურად ქვეყნის კანონმდებლობით ან რეგულაციებით ან საერთაშორისო კონვენციებითა და შეთანხმებებით, ან ექვემდებარება საერთაშორისო აკრძალვებს, როგორებიცაა:

− ოზონის დამშლელი/გამანადგურებელი ნივთიერებები;

− პოლიკლორირებული ბიფენილი;

− გარეული ჯიშის ცხოველები;

− „გადაშენების პირას მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციით“ (CITES) რეგულირებული სახეობები;

ვ) ზრდასრულთა გასართობი საშუალებების წარმოება ან/და  ვაჭრობა (ე. წ. „Production or trade-in adult entertainment“);

ზ) იარაღისა და საბრძოლო მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა;

თ) ალკოჰოლური სასმელების წარმოება ან/და ვაჭრობა (ლუდისა და ღვინის გარდა);

ი) თამბაქოს წარმოება ან/და ვაჭრობა;

კ) აზარტული თამაშების, კაზინოებისა და ეკვივალენტური კომპანიების საქმიანობები;

ლ) რადიოაქტიური მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა (ეს არ ეხება სამედიცინო აღჭურვილობის, ხარისხის კონტროლის (გაზომვის) აღჭურვილობისა და ნებისმიერი აღჭურვილობის შეძენას, სადაც რადიოაქტიური წყარო უმნიშვნელოა ან/და ადეკვატურად დაცული;

მ) შეუერთებელი/შეუკვრელი აზბესტის ბოჭკოების წარმოება ან/და ვაჭრობა (აღნიშნული არ ვრცელდება შეკრული აზბესტის ცემენტის ფურცლის შეძენასა და გამოყენებაზე, სადაც აზბესტის შემცველობა 20%-ზე ნაკლებია);

ნ) საზღვაო გარემოში 2,5 კმ-ზე მეტი სიგრძის ბადის გამოყენებით თევზაობა;

ო) წარმოება ან საქმიანობა, რომელიც მოიცავს იძულებითი შრომის საზიანო ან ექსპლუატაციურ ფორმებს/ბავშვებისათვის საზიანო შრომას;

პ) მნიშვნელოვანი მოცულობის საშიში ქიმიკატების წარმოება, ვაჭრობა, შენახვა ან/და ტრანსპორტირება ან/და მათი გამოყენება კომერციული მოხმარებისთვის (საშიში ქიმიკატები მოიცავს ბენზინს, ნავთსა და სხვა ნავთობპროდუქტებს);

ჟ) ტყეების გაჩეხვა ტროპიკული ტენიანი ტყის პირველადი სახით გამოყენების მიზნით;

რ) ხის ან სხვა სატყეო პროდუქტების წარმოება ან ვაჭრობა, გარდა მდგრადად მართვადი ტყეებისა;

ს) ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა ნარჩენებით ან ნარჩენი პროდუქტებით, გარდა გადამუშავებისთვის განკუთვნილი არასახიფათო ნარჩენებისა;

ტ) მდგრადი ორგანული დამაბინძურებელი ნივთიერებების წარმოება ან/და ვაჭრობა;

უ) საქმიანობა, რომელიც მოიცავს ეროვნული პარკის ან მსგავსი დაცული ტერიტორიის მნიშვნელოვან დეგრადაციას;

ფ) საქმიანობა, რომელიც მოიცავს სამსახურში მუშათა/დასაქმებულთა ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების დაუცველობას/ შეუსრულებლობას;

ქ) საქმიანობა, რომელიც მოიცავს უძრავი ქონებით სპეკულაციას;

ღ) საქმიანობა, რომელიც მოცემულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის დანართ №1-სა და დანართ №2-ში.

10. პროგრამის ფარგლებში მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობის სახეები მოცემულია ამ დადგენილების დანართ №7-ში.“.

6. 127 და 128 მუხლები ამოღებულ იქნეს.

7. 1227 მუხლში:

 ა) „გ“, „ვ“, „ნ“, „პ“, „რ“ და „ქ“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელსაც სააგენტოსგან დადასტურებული აქვს შესაბამისი სესხი/სალიზინგო პროექტი. ამასთან, მეწარმე სუბიექტი სააგენტოსგან შესაბამისი დადასტურების მიღების შემდეგ ბენეფიციარად მიიჩნევა თანადაფინანსების მიმართულების ფარგლებში პროექტის დამტკიცების თაობაზე კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ სააგენტოში შესაბამისი შეტყობინების წარდგენის მომენტიდან. ამასთან, პროგრამის ბენეფიციარად მიიჩნევა ამ პროგრამის 1238 მუხლის შესაბამისად საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსების ნაწილში ჩართული მეწარმე სუბიექტიც;“;

„ვ) პროექტის თანადაფინანსება/სალიზინგო პროექტის თანადაფინანსება − სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მხრიდან კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ კრედიტზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის პროგრამით განსაზღვრული პირობებით დაფარვა;“;

„ნ) სესხის რეფინანსირება − პროგრამის ბენეფიციარის მიერ მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის გადაფარვა იმავე ან სხვა კომერციულ ბანკში/საინვესტიციო კომპანიაში/აქტივების მმართველ კომპანიაში  აღებული რეფინანსირების კრედიტით, რომელიც არ აჭარბებს გადასაფარი კრედიტის დამტკიცებულ მოცულობას და მოიცავს მხოლოდ გადასაფარი კრედიტის ძირსა და კრედიტზე არსებულ დამტკიცებულ, აუთვისებელ თანხას. ამასთან, დამტკიცებული, აუთვისებელი თანხა, თავის მხრივ, უნდა გაიცეს ამ პროგრამის 1236 მუხლით განსაზღვრული მიზნობრიობით. ამასთან, ამ პროგრამის მიზნებისათვის არ დაიშვება მიმდინარე კრედიტის უცხოურ ვალუტაში რეფინანსირება;“;

„პ) სასტუმრო – შენობა ან/და შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა, თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროდ, ასევე შენობის ერთი ან რამდენიმე ნაწილი, ერთად ან ცალ-ცალკე, რომელშიც პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროს არანაკლებ 5 (ხუთი) ნომრისა, დანართი №3-ის შესაბამისად;“;

„რ) სასტუმრო ინდუსტრია – საქმიანობა, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, მის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებულ ფართზე განთავსებულ სასტუმროში, ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიების გარდა, სასტუმროს ექსპლუატაციით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით ან მის გარეშე. პროგრამის მიზნებისათვის უძრავი ნივთის დროებით სარგებლობა გულისხმობს პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოს სახელმწიფოსგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული სარგებლობის ნებისმიერი ფორმით მიღებული უძრავი ქონებით სარგებლობის უფლებას, რომელიც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით და წარმოშობილია არანაკლებ კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარზე სესხის/ლიზინგის საგნის გაცემიდან ბენეფიციარის მიერ პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე ვადით დადებული ხელშეკრულებით;“;

„ქ) პარალელური კრედიტი/პარალელური სალიზინგო პროექტი − კრედიტის გამცემის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის/ლიზინგის გამცემის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ერთსა და იმავე ინდუსტრიაში, ერთსა და იმავე ბენეფიციართან შეთანხმებული ერთზე მეტი პროექტი/სალიზინგო პროექტი;“;

ბ) „ღ“ ქვეპუნტი ამოღებულ იქნეს;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“, „წ“, „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტები:

„ძ) საპილოტე რეგიონები − იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი;

წ) საპილოტე სადეპოზიტო ანგარიში − სააგენტოს მიერ ამ პროგრამის 1228 მუხლის მე-7 პუნქტის აღსრულების მიზნით პროგრამაში ჩართულ კომერციულ ბანკში გახსნილი სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიში, რომელზეც ხდება ამავე ბანკის მიერ ბენეფიციარებზე დამტკიცებული/გაცემული სესხებისათვის განკუთვნილი თანადაფინანსების ჯამური თანხის განთავსება. ასევე სააგენტოს საპილოტე სადეპოზიტო ანგარიში გაიხსნება კომერციულ ბანკებში იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც აქვთ დამტკიცებული/გაცემული სალიზინგო პროექტები სალიზინგო კომპანიებში, რომლებიც მათთვის თანადაფინანსების პროცესის ორგანიზების მიზნით ამ ბანკში ფლობენ ანგარიშებს. სადეპოზიტო ანგარიშზე განსათავსებელი თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა დაითვლება კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ სესხის/სალიზინგო პროექტის დადასტურებულ ოდენობაზე, დადასტურების შემდგომ გენერირებული სავარაუდო გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, ამ ანგარიშზე განთავსდება იმავე ბენეფიციარებისათვის განკუთვნილი, პროგრამის 1240 მუხლის შესაბამისად საგრანტო მიმართულებისათვის გათვალისწინებული თანხაც (გრანტის ოდენობა დაითვლება სესხის/სალიზინგო პროექტის დამტკიცებულ ოდენობაზე). ამ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი) ეკუთვნის სახელმწიფო ბიუჯეტს, სააგენტოს მიერ დადგენილი წესით გადაირიცხება ხაზინის ერთიან ანგარიშზე და მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში;

ჭ) საინვესტიციო კომპანია − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დახურული რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი, რომელსაც სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და  საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად შეუძლია სესხის გაცემა;

ხ) აქტივების მმართველი კომპანია − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზირებული, რეგისტრირებული ან აღიარებული აქტივების მმართველი კომპანია, რომელსაც სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და  საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად შეუძლია სესხის გაცემა.“.

8. 1228 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, დონორის მიერ გამოყოფილი, ბენეფიციარისათვის განკუთვნილი დაფინანსება სრული/ნაწილობრივი ოდენობით ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე, რომლის გამოყენებასაც სააგენტო უზრუნველყოფს  პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების ვადებისა და პირობების შესაბამისად, რისთვისაც:

ა) სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში მონაწილე კომერციულ ბანკებში გახსნას საპილოტე სადეპოზიტო ანგარიშ(ებ)ი, რომელზედაც სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განთავსდება სახელმწიფო ხაზინაში არსებულ მის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხული თანხა. აღნიშნული თანხიდან ბენეფიციარის თანადაფინანსება განხორციელდება პროგრამის დადგენილი ვადებისა და პირობების შესაბამისად;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვლება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და მიღებული სახსრები აისახება სააგენტოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე ბენეფიციარისათვის განკუთვნილი თანხის პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით სრულად ან ნაწილობრივ აუთვისებლობის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა სააგენტოს მიერ მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში.

8. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ პირობებს. ამასთან, თუ კონკრეტულ სესხთან/სალიზინგო პროექტთან მიმართებით კომერციული ბანკი/ლიზინგის გამცემი სარგებლობს სასესხო შეთანხმების პროექტით, ამ შემთხვევაში, გარდა პროგრამით განსაზღვრული პირობებისა, როგორც მეწარმე სუბიექტი, ასევე თავად ბანკი/ლიზინგის გამცემი  უნდა აკმაყოფილებდნენ სასესხო შეთანხმების ყველა სავალდებულო პირობას, რომელიც გაწერილი იქნება სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/ლიზინგის გამცემს შორის ამ პროგრამის 1231 მუხლის    მე-2 პუნქტის შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაში.“.

9. 1229 მუხლში:

ა) პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება (სესხის კომპონენტი);“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის ფარგლებში, ერთ სესხთან მიმართებით, მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, გამოიყენოს როგორც თანადაფინანსების მიმართულება, ასევე საგარანტიო მიმართულება. ამასთან, იგი უფლებამოსილია, ისარგებლოს საგრანტო მიმართულებითაც, თუ მისი საქმიანობა თავსდება დანართი №9-ით დადგენილ ჩამონათვალში. ამასთან, საპილოტე რეგიონებში ბიზნესის განმახორციელებელი ყველა მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ კომერციულ ბანკში აღებული სესხის მოცულობა არის 50 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ფარგლებში, უფლებამოსილია სესხის კომპონენტით სარგებლობასთან ერთად ისარგებლოს საგრანტო მიმართულებითაც (მიუხედავად იმისა, მისი საქმიანობა თავსდება თუ არა დანართი №9-ის ჩამონათვალში), ამ პროგრამის 1240 მუხლის 11 პუნქტით დადგენილი ოდენობების გათვალისწინებით.

4. პროგრამის ფარგლებში, ერთ სალიზინგო პროექტთან მიმართებით, მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია გამოიყენოს თანადაფინანსების მიმართულება. ამასთან, იგი უფლებამოსილია, ისარგებლოს საგრანტო მიმართულებითაც, თუ მისი საქმიანობა თავსდება დანართი №9-ით დადგენილ ჩამონათვალში. ამასთან, საპილოტე რეგიონებში ბიზნესის განმახორციელებელი ყველა მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სალიზინგო პროექტის მოცულობა არის 50 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ფარგლებში, უფლებამოსილია ლიზინგის კომპონენტით სარგებლობასთან ერთად ისარგებლოს საგრანტო მიმართულებითაც (მიუხედავად იმისა, მისი საქმიანობა თავსდება თუ არა დანართი №9-ის ჩამონათვალში), ამ პროგრამის 1240 მუხლის 11 პუნქტით დადგენილი ოდენობების გათვალისწინებით.“.

10. 1230 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საპილოტე რეგიონებში 50 000-იდან – 1 500 000-მდე მოცულობის კომერციული ბანკის სესხის/სალიზინგო პროექტის ფარგლებში პროგრამის საგრანტო კომპონენტით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს პროგრამის ყველა ბენეფიციარს, მიუხედავად იმისა, მათი საქმიანობა თავსდება თუ არა დანართ №9-ში.“.

11. 1231 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის/ ლიზინგის გამცემის მიერ დამტკიცებული და სააგენტოს მიერ დადასტურებული პროექტებისათვის უზრუნველყოფს:

ა) კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის/ლიზინგის გამცემის მიერ კომპონენტის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, მიმართულების ფარგლებში განსაზღვრული კრიტერიუმებისა და ლიმიტების შესაბამისად;

ბ) თანადაფინანსების მიმართულების საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას;

გ) საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსებას, ამ პროგრამის 1238 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სააგენტოსა და კომერციულ ბანკებს/საინვესტიციო კომპანიას/აქტივების მმართველ კომპანიას/ლიზინგის გამცემს შორის თანადაფინანსების მიმართულების სესხის/ლიზინგის კომპონენტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები. ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე საინვესტიციო კომპანიას/აქტივების მმართველ კომპანიას მოსთხოვოს, მათ შორის და არა მხოლოდ, სესხის გაცემისა და რისკის მართვასთან დაკავშირებული პროცესების მარეგულირებელი დოკუმენტაცია და მათში შესული ყველა ცვლილება/დამატება.

3. კომერციული ბანკი/საინვესტიციო კომპანია/აქტივების მმართველი კომპანია/ლიზინგის გამცემი, ამ პროგრამისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია ამ კომპონენტის ფარგლებში გასცეს სესხი/ლიზინგის საგანი ბენეფიციარზე.“.

12. 1232 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, თანადაფინანსების მიმართულების ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს/საინვესტიციო კომპანიას/აქტივების მმართველ კომპანიას/ლიზინგის გამცემს.

2. კომერციული ბანკი/საინვესტიციო კომპანია/აქტივების მმართველი კომპანია/ლიზინგის გამცემი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას მიმართულების კრიტერიუმებთან და, შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოში აგზავნის სესხის/სალიზინგო პროექტის და მსესხებლის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა ახორციელებს სესხის/სალიზინგო პროექტის დადასტურებას, რის შემდეგაც ბანკი/საინვესტიციო კომპანია/აქტივების მმართველი კომპანია/ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია გასცეს სესხი/სალიზინგო პროექტი.

3. კომერციული ბანკი/საინვესტიციო კომპანია/აქტივების მმართველი კომპანია/ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, კომპონენტის ფარგლებში, სესხი/ლიზინგის საგანი გასცეს როგორც ფიქსირებულ, ასევე მცურავ საპროცენტო განაკვეთში.

4. კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის/ლიზინგის გამცემის მიერ გაცემულ კრედიტზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მიმართულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ კრედიტის/ლიზინგის პარალელური კრედიტის/პარალელური სალიზინგო პროექტის შემთხვევაში − კრედიტების მთლიანი მოცულობა აღემატება პროგრამით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობას, ამ მიმართულებით გათვალისწინებული თანადაფინანსება გავრცელდება მხოლოდ მიმართულების ფარგლებში აღებულ იმ სესხ(ებ)ზე/სალიზინგო პროექტებზე, რომელთა (ჯამური) მოცულობა არ აღემატება პროგრამით განსაზღვრულ სესხის/ლიზინგის საგნის ღირებულების მაქსიმალურ მოცულობას.“.

13. 1233 მუხლში:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს წინაშე არსებული ბენეფიციარის ვალდებულებები მოცემულია ბანკს/საინვესტიციო კომპანიას/აქტივების მმართველ კომპანიას/ლიზინგის გამცემს და ბენეფიციარს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) სააგენტოს მიერ დადგენილი მარკეტინგული ვალდებულებების შესრულება, რომლებიც დეტალური სახით გაწერილია კომერციულ ბანკს/საინვესტიციო კომპანიას/აქტივების მმართველ კომპანიას/ლიზინგის გამცემს და სააგენტოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში;“;

გ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მხოლოდ სესხის კომპონენტის ფარგლებში: სესხის/სესხის პირველი ტრანშის (რომელიც არ უნდა იყოს ამ პროგრამის 1235 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ სესხის მინიმალურ მოცულობაზე ნაკლები) ათვისება სააგენტოს მიერ სესხის დადასტურებიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში. ამ ვადის დარღვევით სესხის/სესხის ტრანშის გაცემის შემთხვევაში, სააგენტო არ განახორციელებს ამ სესხზე თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვას, რის შემდგომაც დასახელებული მეწარმე სუბიექტი კარგავს პროგრამის ბენეფიციარის სტატუსს და უფლებამოსილია, როგორც მეწარმე სუბიექტმა, პროგრამით სარგებლობის თაობაზე ხელახლა მიმართოს კომერციულ ბანკს/საინვესტიციო კომპანიას/აქტივების მმართველ კომპანიას, ამ პროგრამით დადგენილი წესის დაცვით;“.

14. 1234 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ პროგრამით დადგენილი პირობებით სააგენტოს, კომერციული ბანკის, საინვესტიციო კომპანიის, აქტივების მმართველი კომპანიის, ლიზინგის გამცემისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

ბ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამის კომერციულ ბანკთან/საინვესტიციო კომპანიასთან/აქტივების მმართველ კომპანიასთან/ლიზინგის გამცემთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, სესხის/სალიზინგო პროექტის გრაფიკით გათვალისწინებული მინიმალური შენატანის ზედიზედ 120 (ას ოცი) დღეზე მეტი ვადაგადაცილება ან/და კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის/ლიზინგის გამცემის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღება;“;

„ე) ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის დარღვევით პროექტის დამტკიცება. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტო შეწყვეტს კონკრეტული პროექტის თანადაფინანსებას და მოითხოვს გადახდილი თანადაფინანსების თანხების უკან დაბრუნებას.“.

15. 1235 მუხლის პირველი - მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სესხის კომპონენტის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ მიმართულების ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სესხის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5 პროცენტის ოდენობით. ამასთან, სააგენტოს მიერ თანადაფინანსების თანხის ოდენობის (მათ შორის, სააგენტო უფლებამოსილია, ყოველთვიური თანადაფინანსების თანხის დათვლა განახორციელოს გრაფიკით გათვალისწინებული წინა გადახდიდან მიმდინარე გადახდამდე გასული პერიოდისთვის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის დღეს არსებულ სესხის საწყის ძირზე იმ დღეს მოქმედი რეფინანსირების განაკვეთის გამოყენებით), რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, შეცვლილი განაკვეთის ასახვისა და გადახდის წესი რეგულირდება კომერციულ ბანკს/საინვესტიციო კომპანიას/აქტივების მმართველ კომპანიას და სააგენტოს შორის 1231 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

2. სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, თანადაფინანსების თანხას რიცხავს კომერციულ ბანკში სპეციალურად აღნიშნული მიზნით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე. კომერციულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე ირიცხება ასევე საინვესტიციო კომპანიისთვის/აქტივების მმართველი კომპანიისთვის განკუთვნილი თანადაფინანსების თანხების ჯამური მოცულობა.

3. პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის პირველად გაცემული კრედიტის:

− მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს;

− მაქსიმალური მოცულობა − 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს.

4. კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის  მიერ გაცემულ კრედიტზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ კრედიტის, პარალელური კრედიტის შემთხვევაში − კრედიტების მთლიანი მოცულობა აღემატება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობას, ამ პროგრამის სესხის კომპონენტი გავრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე.

5. სააგენტო კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის  მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად გახსნილ კომერციული ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე გადარიცხვით (კომერციულ ბანკში ირიცხება ასევე საინვესტიციო კომპანიისთვის/აქტივების მმართველი კომპანიისთვის განკუთვნილი თანდაფინანსების ჯამური თანხა), ხოლო კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის  მიერ მსესხებლის კონკრეტული ვალდებულებისათვის თანხის მიმართვის წესი რეგულირდება კომერციულ ბანკს/საინვესტიციო კომპანიას/აქტივების მმართველ კომპანიასა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. კომერციული ბანკი/საინვესტიციო კომპანია/აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია, სააგენტოს წილი ვალდებულების (თანადაფინანსების) ბენეფიციარისათვის დაფარვის შემდეგ, სატრანზიტო ანგარიშზე თანხის დარჩენის შემთხვევაში, ნაშთი დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.

6. ამ პროგრამის 1231 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/საინვესტიციო კომპანიას/აქტივების მმართველ კომპანიას  შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარს კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა. ამასთან, წინსწრების საკომისიოდ არ მიიჩნევა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ Risk Sharing Framework-ის ფარგლებში გაცემული სესხისათვის მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების გრაფიკს გარეთ, ვადამდე, სესხის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში კომერციული ბანკის მიერ დაწესებული საკომისიო; 

ბ) კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა იზრდებოდეს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა;

გ) კომერციული ბანკი/საინვესტიციო კომპანია/აქტივების მმართველი კომპანია  ვალდებულია, მოახდინოს პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტის წლიური შემოსავლის გადამოწმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge). კომერციული ბანკი/საინვესტიციო კომპანია/აქტივების მმართველი კომპანია   ვალდებულია, უარი უთხრას მეწარმე სუბიექტს პროგრამაში ჩართვაზე, თუ გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ იგი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ კვალიფიცირდება მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოდ;

დ) კრედიტის გაცემისას დარღვევების დაფიქსირების, მათ შორის, კრედიტის გაცემისას ამ პროგრამით ან/და ამ პროგრამის 1231 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, კომერციულ ბანკს/საინვესტიციო კომპანიას/აქტივების მმართველ კომპანიას ეკისრება ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმა;

ე) კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრედიტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში დასაშვებია პარალელური კრედიტის გაცემა;

ვ) კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებაა, აწარმოოს მონიტორინგი სატრანზიტო ანგარიშზე თანხების ბრუნვის თაობაზე და სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია მასთან შეთანხმებული პერიოდულობით;

ზ) კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებაა, მასსა და მსესხებელს შორის დასადებ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ამ პროგრამის 1233 მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად ჩამოყალიბებული ბენეფიციარის ვალდებულებები და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესაბამისი სანქციები.

7. ერთი პროექტის ფარგლებში შესაძლებელია კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ დამტკიცდეს/გაიცეს ერთი ან რამდენიმე კრედიტი.“.

16. 1236 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული კრედიტით შეუძლებელია დაფინანსდეს:

ა) გუდვილის შეძენა;

ბ) სატრანსპორტო საშუალებების (გარდა პროგრამის 1227 მუხლის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინდუსტრიებისა და სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება საწარმოს ტერიტორიაზე პროდუქციის/მომსახურების წარმოების პროცესში. ამასთანავე, პროგრამის 1227 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში დასაშვებია ბალნეოლოგიური კურორტის მახასიათებლიდან გამომდინარე მხოლოდ იმ დამხმარე სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, რომლებიც განკუთვნილია კურორტზე განთავსებულ სასტუმროს ტერიტორიაზე შიდა გადაადგილებისათვის, ხოლო პროგრამის 1227 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში დასაშვებია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, რომელთა მართვა/რომლითაც გადაადგილებაც კი დამოუკიდებლად ატარებს ტურისტული ატრაქციის ხასიათს, მათ შორის, საჰაერო ან/და მცურავი საშუალება) შეძენა, რემონტი;

გ) მხოლოდ საოფისე ფართის (ადმინისტრაციული შენობის) მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა;

დ) სახელმწიფო ან/და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით დროებით სარგებლობაში აღება;

ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის აქციების ან წილების შეძენა ან მართვაში აღება.“.

17. 1239 მუხლში:

ა)  მე-2, მე-3 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ პროგრამის საგარანტიო მიმართულების გამოყენება შეიძლება მხოლოდ სესხის კომპონენტთან კომბინაციით. ამასთან, საგარანტიო მიმართულება გამოიყენება მხოლოდ კომერციული ბანკის მიერ გაცემულ სესხთან კომბინაციით.“.

„3. ამ პროგრამის საგარანტიო მიმართულების რეგულირებისათვის გამოიყენება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამა − საკრედიტო საგარანტიო სქემა“ (შემდგომში − საგარანტიო სქემა), ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით.“.

„9. თუ კონკრეტულ სესხთან მიმართებით მსესხებელი ერთდროულად სარგებლობს ამ პროგრამის თანადაფინანსებისა და საგარანტიო მიმართულებებით, მის მიერ ასათვისებელი სესხის მაქსიმალური ჯამური მოცულობა განისაზღვრება 10 მლნ ლარით, მიუხედავად საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი 5 მლნ. ლარიანი ლიმიტისა. ამასთან, თუ ბენეფიციარი სარგებლობს ამ პროგრამითა და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით − „საკრედიტო საგარანტიო სქემით“, მის მიმართ ორივე პროგრამის ფარგლებში ჯამურად და გარანტირებული სესხების მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 10 მლნ ლარს.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. თუ კონკრეტულ სესხთან მიმართებით მსესხებელი ერთდროულად სარგებლობს ამ პროგრამის თანადაფინანსებისა და საგარანტიო მიმართულებებით, ამ სესხზე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილების მე-10 მუხლის შესაბამისად დადგენილი სესხის მიზნობრიობის თანაფარდობა. აღნიშნული სესხის მიზნობრიობის თანაფარდობა რეგულირდება ამ პროგრამის 1236 მუხლის შესაბამისად.“.

18. 1240 მუხლში დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და მე-9 პუნქტები:

„11. საპილოტე რეგიონებში 50 000 – 1 500 000 ლარის მოცულობის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის/სალიზინგო პროექტის მქონე ბიზნესის განმახორციელებელი ყველა ბენეფიციარი უფლებამოსილია, მიმართოს სააგენტოს კომერციული ბანკის მიერ დამტკიცებული სესხის/ლიზინგის საგნის ღირებულების 10%-ის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ ამ ბენეფიციარის საქმიანობა თავსდება პროგრამის დანართი №9-ით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალში, ბენეფიციარი უფლებამოსილია, მიმართოს პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ დამტკიცებული სესხის/ლიზინგის საგნის ღირებულების 20%-ის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით (გრანტის განაცხადით) საგარანტიო კომპონენტით დადგენილი წესითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში (500 000 ლარი).“.

„9. სესხის ათვისების/ლიზინგის საგნის მიზნობრივი გამოყენების თაობაზე ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარსადგენი აუდირებული დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ კრიტერიუმებს.“.

19. დაემატოს შემდეგი შინაარსის I6 თავი:

 

„თავი I6

სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ტექნიკური დახმარების ნაწილი

მუხლი 1244. ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ტექნიკური დახმარების ნაწილის მიზნებისთვის, ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროგრამა – სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ტექნიკური დახმარების ნაწილი;

ბ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში;

გ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პირი (გარდა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელსაც ტექნიკური დახმარების მიღების თაობაზე განაცხადის წარდგენის მომენტისთვის არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება  (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ასევე აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად III ან IV ზომითი კატეგორიის საწარმოთათვის დადგენილ მოთხოვნებს (მხოლოდ შემოსავლების კომპონენტში);   

დ) ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია − მეწარმე სუბიექტი, რომელიც ახორციელებს იმ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც განსაზღვრულია სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც განთავსებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ოფიციალურ ვებგვერდზე;

ე) განაცხადი – ერთი მეწარმე სუბიექტის მიერ სააგენტოსთვის ელექტრონული ფორმით წარდგენილი ერთი მიმართვა, პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით;

ვ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, სააგენტოს მიერ დადგენილი პროცედურებით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიენიჭა პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი;

ზ) კომისია − სააგენტოს მიერ დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი,  რომელიც განიხილავს შესულ განაცხად(ებ)ს და იღებს გადაწყვეტილებას მეწარმე სუბიექტის დაფინანსების შესახებ. ამასთან, კომისიის  შემადგენლობა და უფლებამოსილება განსაზღვრულია სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; 

თ) თანამონაწილეობა − მეწარმე სუბიექტის მიერ განცხადებით გათვალისწინებული ტექნიკური დახმარების განსახორციელებლად გახარჯული საკუთარი მინიმალური კონტრიბუციის ოდენობა;

ი) თანადაფინანსება − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გამოყოფილი თანხა;

კ) ბენეფიციარის ხელშეკრულება − სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს შორის ტექნიკური დახმარების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება.

მუხლი 1245. პროგრამის მიზანი და აღწერა

1. პროგრამის მიზანია ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდა. 

2. პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს:

ა) პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება;

ბ) ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა;

გ) საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება.

3. პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთი კომპონენტი, მისი არჩევანის შესაბამისად.

მუხლი 1246. პროგრამის სხვა არსებითი პირობები 

1. ამ პროგრამის 1245 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პროდუქტის ლიცენზირების/ სერტიფიცირების კომპონენტი მოიცავს ორ მიმართულებას:

ა) საწარმოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა და ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვება;

ბ) ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვება ან/და მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული პროდუქტის ლიცენზირება.

2. ამ პროგრამის 1245 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ბრენდინგისა და პროდუქციის შეფუთვის კომპონენტი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ა) ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება;

ბ) ბრენდის ტრანსფორმაცია/ცვლილება (rebranding);

გ) პროდუქციის შეფუთვა, ბრენდის სახელმძღვანელოს (brandbook) შესაბამისად.

3. ამ პროგრამის 1245 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირების კომპონენტი მოიცავს საერთაშორისო სავაჭრო ქსელში  შესვლის ხელშეწყობას.

4. პროგრამის ფარგლებში ცალკეული კომპონენტებისა და შესაბამისი მიმართულებების მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობის სახეები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 1247. ტექნიკური დახმარების დაფინანსების მოცულობა

1. სააგენტოს მხრიდან 1245 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული პროდუქტის ლიცენზირების/სერტიფიცირების და საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირების კომპონენტების (ცალკეულის) დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ბენეფიციარზე განისაზღვრება 10 000 ევროს ეკვივალენტი ლარის ვალუტაში ოდენობით გადახდის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

2. სააგენტოს მხრიდან 1245 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პროდუქტის ბრენდინგის/პროდუქტის შეფუთვის კომპონენტის თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა პროგრამის ბენეფიციარზე განისაზღვრება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. 

მუხლი 1248. პროგრამის განხორციელების ეტაპები

1. პროგრამის კოორდინაციასა და პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო.

2. პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს:

          ● განაცხადის მიღება;

          ● განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების შეფასება;

          ● მეწარმე სუბიექტთან ხელშეკრულების გაფორმება;

          ● ბენეფიციარისთვის ტექნიკური დახმარების ხარჯის თანადაფინანსება;

          ● ბენეფიციარების ინსპექტირება/მონიტორინგი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პროგრამის ჩატარების ეტაპებს, ვადებს, ბიუჯეტის ფორმირების წესს, კომპონენტის შესაბამისად მეწარმე სუბიექტის მიერ განსახორციელებელი თანამონაწილეობის ოდენობასა და სხვა პირობებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში დამატებით მოთხოვნებს, როგორც მეწარმე სუბიექტებისათვის/ბენეფიციარებისათვის, განსაზღვრავს სააგენტო, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 1249. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსება სრული/ნაწილობრივი ოდენობით ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე, რომლის გამოყენებასაც სააგენტო უზრუნველყოფს  პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების ვადებისა და პირობების შესაბამისად. აღნიშნული მიზნით:

ა) სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შერჩეულ კომერციულ ბანკში გახსნას სადეპოზიტო ანგარიში ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფისათვის, რომელზედაც სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განთავსდება სახელმწიფო ხაზინაში არსებულ მის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხული თანხა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი) ეკუთვნის სახელმწიფო ბიუჯეტს, სააგენტოს მიერ დადგენილი წესით გადაირიცხება ხაზინის ერთიან ანგარიშზე და მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვლება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და მიღებული სახსრები აისახება სააგენტოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში;

დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე ბენეფიციარისათვის განკუთვნილი თანხის პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით სრულად ან ნაწილობრივ აუთვისებლობის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა სააგენტოს მიერ მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში.

მუხლი 1250. დამატებითი პირობები

1. ამ პროგრამაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ.“.

20. 32-ე მუხლში:

ა) მე-2 პუნქტით ჩამოყალიბებული მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობის დაწყებას, კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 3 წლისა, ხოლო არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში – პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 24 თვისა. საქმიანობის დაწყების დასახელებული ვადები ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზეც, რომელთაც სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად საქმიანობის დაწყების ვალდებულება უდგებათ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში;

ბ) ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიებში, საერთაშორისო ბრენდის გამოყენების შემთხვევაში, საქმიანობის დაწყებას კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე, საქმიანობის დაწყებას ან/და, არსებულის გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში, კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) წლისა. საქმიანობის დაწყების დასახელებული ვადები ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზეც, რომელთაც სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად საქმიანობის დაწყების ვალდებულება უდგებოდათ 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში;“;

ბ)  მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

21. დანართი №7-ის ეკონომიკური საქმიანობის შემდეგი კოდები ამოღებულ იქნეს:

 

„C

15.11.0

ტყავის თრიმვლა და გამოქნა; ბეწვეულის გამოქნა და ღებვა

C

20.20.0

პესტიციდების და სხვა აგროქიმიური პროდუქტების წარმოება

C

20.30.0

საღებავების, ლაქების და ანალოგიური საღებავი ნივთიერებების, ტიპოგრაფიული საღებავების და მასტიკების წარმოება

C

20.59.0

სხვა ქიმიური პროდუქტების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველის

C

21.20.0

ფარმაცევტული პრეპარატების წარმოება

C

23.11.0

ფურცლოვანი მინის წარმოება

C

23.12.0

ფურცლოვანი მინის დაყალიბება და დამუშავება

C

23.13.0

ღრუ მინის წარმოება

C

23.14.0

ბოჭკოვანი მინის წარმოება

C

23.19.0

მინის სხვა ნაწარმის წარმოება და დამუშავება, ტექნიკური მინის ნაწარმის ჩათვლით

C

23.31.0

კერამიკული საფარების და ფილების წარმოება

C

23.32.0

აგურის, კრამიტის და სხვა სამშენებლო პროდუქციის წარმოება გამომწვარი თიხისაგან

C

23.41.0

კერამიკული საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნაკეთობების წარმოება

C

23.42.0

კერამიკული სანტექნიკური ნაკეთობების წარმოება

C

23.43.0

კერამიკული იზოლატორების და საიზოლაციო ფიტინგების წარმოება

C

23.44.0

სხვა ტექნიკური კერამიკული პროდუქტების წარმოება

C

23.49.0

სხვა კერამიკული ნაკეთობების წარმოება

C

23.51.0

ცემენტის წარმოება

C

23.52.0

კირის და ბათქაშის წარმოება

C

23.63.2

ასფალტბეტონის წარმოება

C

23.65.0

ბოჭკოვანი ცემენტის წარმოება

C

23.69.0

სხვა ნაკეთობების წარმოება ბეტონისგან, ბათქაშისა და ცემენტისაგან

C

24.10.0

თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება

C

24.20.0

ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება

C

24.51.0

თუჯის ჩამოსხმა

C

24.52.0

ფოლადის ჩამოსხმა.“.

       

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი