ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 618
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023174
618
28/12/2021
ვებგვერდი, 29/12/2021
300160070.10.003.023174
ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №618

2021 წლის 28 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ნუშის  შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ნუშის  შესახებ ტექნიკური რეგლამენტი

მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს ტკბილი ნუშის (Prunus amygdalus Batsch, syn. Prunus dulcis (Mill.) D.A. Webb. სხვადასხვა სახეობის კულტურული ჯიშების (შემდგომში - ნუში) ნაყოფის მიმართ და ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ახორციელებს გაუტეხავი ნუშის/ნუში ნაჭუჭით/ნუში ენდოკარპით (შემდგომ - გაუტეხავი ნუში), ნუშის გულის, რომელსაც მოცილებული აქვს ეგზოკარპი და ენდოკარპი (შემდგომ - ნუშის გული) და ბლანშირებული/კანგაცლილი ნუშის გულის (შემდგომ - ბლანშირებული  ნუშის გული) ექსპორტს.

2. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ექსპორტისათვის განკუთვნილი, შეფუთული გაუტეხავი ნუშის, ნუშის გულის და ბლანშირებული  ნუშის გულის რეგულირების პრინციპების განსაზღვრას.

3. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს:

ა) ტერმინთა განმარტებებს;

ბ) მოთხოვნებს გაუტეხავი ნუშის, ნუშის გულის და ბლანშირებული  ნუშის გულის უვნებლობის და ხარისხის მიმართ;

გ) ჰიგიენის მოთხოვნებს ბიზნესოპერატორის მიმართ;

დ) გაუტეხავი ნუშის, ნუშის გულის და ბლანშირებული ნუშის გულის შესაბამისობის შეფასების პროცედურებს.

მუხლი 2. რეგულირების ობიექტი

ამ ტექნიკური რეგლამენტის  რეგულირების ობიექტებია ექსპორტისათვის განკუთვნილი:

ა) გაუტეხავი ნუში, რომელიც განკუთვნილია  უშუალოდ მოხმარებისათვის ან სხვა სურსათში შერევისათვის, რომელიც უშუალოდ გამოიყენება სურსათად შემდგომი საწარმოო გადამუშვების გარეშე;

ბ) ნუშის გული, რომელიც არ წარმოადგენს ბლანშირებულ ნუშის გულს, ნახევარგულს, გულის   ნაწილებს, ნამცეცებს, ნატეხებს, ნაჭრებს,  რომელიც არ დაექვემდებარა დამარილებას, დაშაქვრას, მოხალვას  ან სხვა  სახის დამუშავებას;

გ) ბლანშირებული ნუშის გული, ანუ ნუშის მთლიანი ნაყოფი, რომელსაც მოცლილი აქვს კანი ანუ ეპისპერმი, რომელიც განკუთვნილია   უშუალოდ მოხმარებისათვის   ან   სხვა   სურსათში   შერევისათვის,   რომელიც   უშუალოდ   გამოიყენება შემდგომი  გადამუშავების  გარეშე  და  რომელიც  არ  დაექვემდებარა დამარილებას, დაშაქვრას, მოხალვას, არომატიზებას  ან სხვა  სახის დამუშავებას.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. ამ  ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ანომალური ზედაპირული სინესტე (Abnormal external moisture) - წყლის, ნესტის ან კონდენსატის არსებობა პროდუქტის ზედაპირზე;

ბ) არასტანდარტული  გაუტეხავი ნუში, ნუშის გული – გაუტეხავი ნუში და ნუშის გული, რომელიც არ შეესაბამება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ გაუტეხავი ნუშის და ნუშის გულისათვის დადგენილ ფორმას, კომერციულ ტიპს, ხარისხსა და ზომას;

გ) ბუნებრივ პირობებში შრობა (Natural drying) -   სინესტის მასური წილის შემცირება აერაციით და/ან გარემოს ტემპერატურით, დესიკანტების, ჰიდრატაციის უნარის მქონე ნივთიერებების და ტემპერატურის გარე წყაროების გამოყენების გარეშე;

დ) გადამუშავება (Processing) - პროცესი, გარდა  კონდიცინირებისა და შეფუთვისა, რომელიც იწვევს პროდუქტის მნიშვნელოვან სახეცვლილებას ან სასაქონლო სახის ცვლილებას (მაგ. ნაჭუჭის მოცილება, კანის გაცლა (ბლანშირება), მოხალვა, ბრიკეტების, პასტის ან ფხვნილის და ა.შ. დამზადება);

ე) განკუთვნილი უშუალოდ მოხმარებისთვის (Direct consumption Produce) - პროდუქტი, რომელიც უშუალოდ მიეწოდება მომხმარებელს ყოველგვარი დამუშავების გარეშე, გარდა კონდიცინირებისა და შეფუთვისა. დახარისხება, გადარჩევა, დაკალიბრება და შერევა არ განეკუთვნება გადამუშავებას;

ვ) გული (Kernel) - გაუტეხავი ნუშის  საკვებად ვარგისი ნაწილი, რომელიც გარედან დაფარულია კანით (ეპისპერმით);

ზ) გული კანგაცლილი/ბლანშირებული (Peeled/blanched     kernel) - ბლანშირებული ნუშის გული, რომელსაც სრულად აქვს კანი(ეპისპერმი) მოცილებული;

თ) გულის დეფექტები (Defects of the kerne) - ნებისმიერი სახის დეფექტი, რომელიც აუარესებს ნუშის გულის გარეგან სახეს, კვებით ღირებულებას, შენახვის ვადას  ან ხარისხს. მათ შორის:

თ.ა) არასათანადოდ განვითარებული (Insufficiently developed) - დეფორმირებული, ანომალურად მცირე ზომის ან ნაწილობრივ განუვითარებელი, მათ შორის გამომშრალი და დამჭკნარი გული. (გულის ფორმა და ზომა შეიძლება იცვლებოდეს   მისი განვითარების პირობების მიხედვით, მაგრამ არა იმდენად, როდესაც  გული ხდება დეფორმირებული, გამომშრალი ან დამჭკნარი);

თ.ბ)  გამომშრალი(გამომხმარი) და  დამჭკნარი  (Shrivelled  and  shrunken)  -

ნუშის გული, რომელიც ზედმეტად ბრტყელი და დანაოჭებულია ან ნუშის გული, გამომშრალი, გამხმარი ან მაგარი ნაწილებით, როდესაც დაზიანებული ნაწილი მთლიანი გულის ერთ მეოთხედს აღემატება;

თ.გ) დამძაღება (Rancidity) -   გულში არასასურველი გემოს წარმოქმნა, რომელიც გამოწვეულია    გულში არსებული ლიპიდებისა და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვით;

თ.დ) დანაწევრებული  (Chipped) - არასრული, ნაწილობრივ დამტვრეული ან გატეხილი გული, რომელსაც აკლია მთელი გულის ზომის 1/3 -ზე ნაკლები;

თ.ე) დეფორმაცია (Deformation, Callus) - ჭდეები (ბზარები, ნახეთქები)   ან დეფორმაცია, რომელიც გამოწვეულია მექანიკური დაზიანებით, ვირუსული ან ბაქტერიული დაავადებებით ან ფიზიოლოგიური მიზეზებით;

თ.ვ) მექანიკურად დაზიანებული (Mechanically damaged) – ნუშის გული, რომელსაც აქვს ზედაპირული მექანიკური დაზიანება (ბზარი(დამსკდარი) ან ნაკაწრები) ან   არასრული (ნაწილობრივ დაზიანებული) გული, ასევე ნახევარი გული, გულის ნატეხები ან გულის ნაწილები. კანის ნაწილობრივი არქონა და/ან უმნიშვნელო ზედაპირული დაზიანებები ან ნაკაწრები არ მიიჩნევა დეფექტად;

თ.ზ) ნახევარგული (Half) - სიგრძეზე გაყოფილი გული, რომლის ლებანი ორ ნაწილად  არის დაყოფილი;

თ.თ) სითბური/თბური დაზიანება (Heat damage) - გამოშრობის ან გადამუშავების დროს ზედმეტად მაღალი ტემპერატურის მოქმედებით გამოწვეული დაზიანება, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროდუქტის გემურ თვისებებზე, გარეგან ფორმაზე და კვებით ღირებულებაზე;

თ.ი) ტყუპი ან წყვილი (Twin or double) -  დამახასიათებელი ფორმის გული, რომელიც ვითარდება ერთი ნუშის ნაჭუჭში ორი გულის განვითარების შედეგად;

თ.კ) ცარიელი (Empty or hollow nut) – გაუტეხავი ნუში, რომელშიც არ მოხდა ნუშის გულის ფორმირება; ნუში  გულის გარეშე;

ი) ერთი მაჩვენებლის ზღვრული მნიშვნელობის მიხედვით დახარისხება/დაკალიბრება   (Screening)   - გაუტეხავი ნუშის და ნუშის გულის კლასიფიკაციის შედეგი და პროცესი, წინასწარ განსაზღვრული მინიმალური და მაქსიმალური სიდიდის მნიშვნელობების მიხედვით; შესაძლებელია გამოსახული იქნეს მინიმალური მნიშვნელობის მითითებით, რომელსაც თან ახლავს სიტყვები „ ან არაუმეტეს“, ან მაქსიმალური მნიშვნელობის მითითებით, რომელსაც თან ახლავს სიტყვები „ და ნაკლები“;

კ) ზედაპირული(ზედაპირის) ზადი/ნაკლი (Blemish) - აშკარა და ლოკალიზებული დეფექტი, რომელიც, მისი შიდა თუ გარე მიზეზებით წარმოშობის მიუხედავად, მნიშვნელოვნად აუარესებს ნაყოფის გარეგან სახეს, მათ შორის  მუქი  ლაქები,  შეფერვის  ცვლილება,  დაწინწკლვა,  ნაჭდევები,  სეტყვით დაზიანება,  მეჭეჭები  და  სხვა  მსგავსი  დეფექტები,  გარდა  ისეთი  დეფექტებისა, რომელიც გამოწვეულია ობით, ლპობით ან მავნებლებით დაზიანებით;

ლ) ზომის  მიხედვით  საკმარისად  ერთგვაროვანი  (Fairly uniform  in size) - ბლანშირებული ნუშის გულისათვის ნიშნავს, რომ რეპრეზენტატიულ ნიმუშში, წონის 10% ყველაზე მსხვილი ბლანშირებული ნუშის გულის რაოდენობა არაუმეტეს 1,7 - ჯერ უნდა აღემატებოდეს წონის 10% ყველაზე მცირე ზომის ბლანშირებული  ნუშის გულის რაოდენობას;

მ) კომერციული ტიპი (Commercial type) - გაუტეხავი ნუში და ნუშის გული, რომლებიც მიეკუთვნებიან   სხვადასხვა ჯიშებს, რომელთაც აქვთ მსგავსი ტექნიკური მახასიათებლები და/ან გარეგანი ფორმა, ან გაუტეხავი ნუში და ნუშის გული, რომლებიც წარმოადგენენ მსგავს ჯიშებს;

ნ) ლპობა/გახრწნა  (Decay (rotten) - მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედებით ან სხვა ბიოლოგიური პროცესებით გამოწვეული მნიშვნელოვანი დაშლის პროცესი, რომელსაც, როგორც წესი, თან ახლავს ტექსტურის და/ან ფერის ცვლილება (დარბილება და/ან პროცესის დასაწყისში გაყავისფერება, ხოლო პროცესის ბოლოს-გაშავება);

ო)  მაგარნაჭუჭიანი  (Hard)  -  გაუტეხავი  ნუში,  რომლის  გატეხვა შესაძლებელია ჩაქუჩით ან სხვა მსგავსი მოწყობილობით;

პ) მავნებლებით გამოწვეული დაზიანება (Damage caused by pests) -– შეუიარაღებელი თვალით ხილული დაზიანება ან დაბინძურება, რომელიც გამოწვეულია მწერებით, ტკიპებით, მღრღნელებით ან სხვა მავნებლებით, მათ შორის მკვდარი მწერების და/ან ტკიპების,   მათი   ნარჩენების ან ექსკრემენტების არსებობა;

ჟ)   მაჩვენებლის ზღვრული მნიშვნელობის მიხედვით დახარისხება/დაკალიბრება (Sizing)  -  გაუტეხავი ნუშის და ნუშის გულის ზომის, წონის ან მოცულობის მიხედვით კლასიფიკაციის შედეგი და პროცესი, რომელიც განისაზღვრება მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობათა დიაპაზონით ან ინტერვალით და, რომელიც, სხვადასხვა შემთხვევებში, შესაძლებელია გამოხატული იქნეს განივი კვეთის დიამეტრით, მაქსიმალური დიამეტრით, ერთეული პროდუქტის წონით, ერთეულ წონაში ნაყოფების რაოდენობით და ა.შ;

რ) მექანიკური დაზიანება (Mechanical injuries) – ნაყოფის კანის, გარსის, ნაჭუჭის ან გულის მნიშვნელოვან ნაწილზე   არსებული ბზარები, ნაპრალები, ნახეთქები, ნაჩხვლეტები(ნასვრეტები)   ან სხვა ნებისმიერი დაზიანება;

ს)  მნიშვნელოვანი   დეფექტი  ან  დაზიანება  (Serious  defect  or  damage)  - დეფექტი ან დეფექტების ერთობლიობა, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს პროდუქტის გარეგან სახეს ან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროდუქტის საკვებად ვარგისიანობაზე, შენახვის ხარისხზე ან სასაქონლო სახეზე, მათ შორის,    კერძოდ    ისეთი    დეფექტები,    როგორიცაა    ობი,    სიდამპლე,    მავნებლებით  გამოწვეული დაზიანება, დამძაღება, ანომალური გემო, ჭუჭყი, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი, დაჭყლეტილი   ზედაპირი ან მნიშვნელოვანი მექანიკური დაზიანებები, მაღალი სინესტე;

ტ) მოსავლის აღების წელი (Crop year) – ნუშის დაკრეფის წელი;

უ) მწიფე ნაყოფი (Ripe) - გაუტეხავი ნუში ან ნუშის გული, რომელმაც მათი ბიოლოგიური თავისებურებისა და საბოლოო გამოყენების თვალსაზრისით მიაღწია სათანადო სიმწიფეს;

ფ) ნაყოფსაფარი/პერიკარპიუმი/ლენჯო (Hull) - ადამიანის    საკვებად უვარგისი მწვანე ფერის რბილობი (ეგზოკარპი, მეზოკარპი),    რომლითაც დაფარულია    გაუტეხავი ნუში და რომელიც შეფუთვამდე ექვემდებარება მოცილებას;

ქ) ნაჭუჭი (Shell) - გაუტეხავი ნუშის ადამიანის   საკვებად უვარგისი, გახევებული ნაწილი, რომელიც იცავს ნუშის გულს;

ღ) ნაჭუჭის დეფექტები (Defects of the shell) - ნებისმიერი სახის დეფექტი, რომელიც აუარესებს ნაჭუჭის გარეგან სახეს ან ხარისხს, მათ შორის:

ღ.ა) გატეხილი ნაჭუჭი  (Broken shell) - გატეხილი ან დახეთქილი/გაპობილი ნაჭუჭი ან ნაჭუჭი მნიშვნელოვანი მექანიკური დაზიანებებით. მცირე ზომის ნახეთქები არ მიიჩნევა ნაჭუჭის დეფექტად, თუ იგი გავლენას არ ახდენს გულზე;

ღ.ბ) მექანიკური დაზიანებები (Mechanically damaged) - ნაჭუჭი აშკარა მექანიკური დაზიანებებით, მაშინაც კი, თუ იგი მხოლოდ ზედაპირულია, მაგალითად,  კარგად შესამჩნევი საჩურჩნი მანქანის კვალი;

ღ.გ)   მცენარეული   წარმოშობის   უცხო   მინარევები   (Extraneous   vegetable material) - მცენარეული წარმოშობის უვნებელი მასალა, რომელიც თან ახლავს პროდუქტს, მათ შორის  ნაჭუჭის ნარჩენი, ნაყოფსაფარი/პერიკარპიუმი/ლენჯო;

ყ)   ნუშის   გული,   ნაწილობრივ   ბლანშირებული   (კანგაცლილი)   (Partly Blanched hazelnut kernels) – ნუშის გული, რომელიც მიიღება ბლანშირების (კანის მოცილება) შემდეგ და წარმოადგენს ბლანშირებული     და ნაწილობრივ ბლანშირებული  ნუშის გულების ნარევს;

შ) ობი (Mould) - შეუიარაღებელი თვალით ხილული ობის სოკოს ჰიფების არსებობა ნაყოფის ზედაპირზე და ნაყოფის სიღრმეში;

ჩ) პარტია (Lot) - პროდუქტის გარკვეული რაოდენობა, რომლებიც კონტროლის განხორციელებისას ხასიათდებიან ისეთი მსგავსი მახასიათებლებით, როგორებიცაა შემფუთავის ან ტვირთის გამგზავნის იდენტიფიკაცია, პროდუქტის სახეობა და მისი წარმოშობა, ხარისხი, შეფუთვის ტიპი, პროდუქტის სასაქონლო სახე, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სახესხვაობა და/ან კომერციული ტიპი, ფერი და ზომა;

ც) რბილნაჭუჭიანი/ნახევრადრბილნაჭუჭიანი  (Soft/semi-soft) –  გაუტეხავი ნუში,  რომლის  გატეხვა  ადვილად  არის  შესაძლებელი  თითების  მოჭერით  ან კაკლის სატეხით (nutcracker);

ძ) საკმარისად მშრალი ან გამომშრალი (Sufficiently dry or dried ) - გაუტეხავი ნუში ან ნუშის გული, რომელთაც განვითარების,   ან ბუნებრივ ან ხელოვნურ პირობებში შრობის შედეგად ახასიათებთ სინესტის ისეთი მასური წილი, რომელიც უზრუნველყოფს  მათი შენახვის ხარისხს;

წ) საკმარისად განვითარებული (Sufficiently developed) - ნუშის გული, ნორმალური ფორმის, გამომშრალი ან განუვითარებელი ნაწილების გარეშე; გამომშრალი და დამჭკნარი გული არ მიეკუთვნება საკმარისად განვითარებულს;

ჭ) სურსათის  წარმოება  (Food  industry)  - ნებისმიერი ოპერაცია, რომელიც მოიცავს გადამუშავებული სურსათის წარმოებას ან სხვადასხვა სურსათის წარმოებისას პროდუქტის ინგრედიენტად გამოყენებას;

ხ) სუფთა (Clean) -   ნებისმიერი უცხო ხილული მასალებისაგან და ჭუჭყისაგან პრაქტიკულად  თავისუფალი პროდუქტი;

ჯ) უმნიშვნელო დეფექტი ან დაზიანება (Slight defect or damage) - დეფექტი ან დეფექტების ერთობლიობა, რომელიც აუარესებს პროდუქტის გარეგან სახეს, მათ შორის ისეთი უმნიშვნელო ზედაპირული დეფექტები, როგორებიცაა ზადი(ლაქები), ფერის დაკარგვა, დანაოჭება, ფერშეცვლილი ადგილები, დაზიანებული კანი, მექანიკური დაზიანებები, მზით დამწვრობა და ა.შ., იმ პირობით, რომ ისინი არსებით გავლენას არ ახდენენ პროდუქტის საკვებად ვარგისიანობაზე, შენახვის ხარისხზე ან სასაქონლო სახეზე;

ჰ) უცხო მინარევები (Foreign matter) – ნებისმიერი ხილული და /ან აშკარად შესამჩნევი მინარევი   ან სხეული,   რომელიც, როგორც წესი,   არ ახასიათებს პროდუქტს, გარდა მინერალური დამაბინძურებლებისა;

1) უცხო სუნი და/ან გემო (Foreign odour and/or taste) - განსხვავებული სუნი და გემო, რომელიც არ არის დამახასიათებელი პროდუქტისათვის;

2) ფერის შეცვლა (Discolouration) - შიდა და გარე ტიპური შეფერვის მნიშვნელოვანი და ფართო ცვლილება, რომელიც მისი შიდა თუ გარე მიზეზებით წარმოშობის მიუხედავად,  მოიცავს გაშავებას ან ძალიან ძლიერად გამუქებას, გარდა ფერის ისეთი ცვლილებისა, რომელიც გამოწვეულია ობით, ლპობით ან მავნებლებით დაზიანებით;

3) შესაბამისობის დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი/ბიზნესოპერატორი ადასტურებს პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

4)  შესაბამისობის  შეფასება  (შშ)  –  პროცედურები,  რომლითაც დგინდება, შესრულებულია თუ არა შესაბამისობის შეფასების ობიექტის მიმართ დადგენილი მოთხოვნები;

5) შეფერილობა  (Staining) - გარე და შიდა   შეფერილობის შესამჩნევი და ლოკალიზებული ცვლილება, რომელიც მისი შიდა თუ გარე მიზეზებით წარმოშობის მიუხედავად,  მნიშვნელოვნად აუარესებს ნაყოფის გარეგან სახეს, მათ შორის მუქი ლაქები, დაწინწკვლა და ა.შ., გარდა ისეთი დეფექტებისა, რომელიც გამოწვეულია ობით, ლპობით ან მავნებლებით დაზიანებით;

6) ცოცხალი მავნებლები  (Living pests) - ცოცხალი მავნებლების (მწერები, ტკიპები და სხვ.) არსებობა, მათი განვითარების სტადიის მიუხედავად (ზრდასრული მწერი, კვერცხი, ჭუპრი, ლარვა და ა.შ.);

7) ძველი მოსავალი (old crop) – წინა 2 ან მეტი წლით ადრე აღებული მოსავალი;

8) ჭუჭყი (Dirt) - აშკარა, ხილული,   მიკრული  ან ღრმად ჩამჯდარი  ჭუჭყი, ნიადაგი   ან მტვერი, რომელიც აბინძურებს   და სვრის პროდუქტის ნაწილს ან მთლიან პროდუქტს და მნიშვნელოვნად აუარესებს მის გარეგან სახეს.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები რეგულირების ობიექტის მიმართ

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 - მე-7 მუხლებით განსაზღვრული გაუტეხავი ნუში,  ნუშის გული და ბლანშირებული ნუშის გული უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მაჩვენებლებს, რომელთა გამოკვლევა ხდება ნუშის საჭმელად ვარგისი ნაწილის მიმართ.

2. გაუტეხავი ნუში უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. ნუშის გული უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

4. ბლანშირებული  ნუშის გული უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მუხლი 5. მოთხოვნები გაუტეხავი ნუშის მიმართ

1.გაუტეხავი ნუში უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. გაუტეხავი ნუშის ყველა კლასი, თითოეული კლასისათვის განსაზღვრული სპეციალური მოთხოვნებისა და დასაშვები გადახრების გათვალისწინებით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

ა) გაუტეხავი ნუშის ნაჭუჭი უნდა იყოს:

ა.ა) დაზიანების გარეშე; ნახეთქები და მცირე ზომის ზედაპირული დაზიანებები არ მიიჩნევა დეფექტად იმ პირობით, თუ ნუშის გული ფიზიკურად არის   დაცული.   რბილნაჭუჭიანი   და   ნახევრადრბილნაჭუჭიანი   ნუშისათვის გახსნილი ნაჭუჭი არ მიიჩნევა დეფექტად;

ა.ბ) სუფთა, პრაქტიკულად   ყოველგვარი ხილული უცხო მინარევისაგან თავისუფალი, მათ შორის გამომშრალი, მიმაგრებული ნაყოფსაფარის/პერიკარპიუმის/ლენჯოს ნარჩენების გარეშე,   რომელიც   შეადგენს მთლიანი ზედაპირის 5%-ზე მეტს;

ა.გ) ზედაპირული ნაკლის, ზედაპირის ნაწილობრივი ფერის შეცვლის ან გავრცელებული ლაქების გარეშე, რომლებიც ნაჭუჭის დანარჩენი ზედაპირისგან კონტრასტულად განსხვავდება და ფარავს ნაჭუჭის მთლიანი ზედაპირის 25%-ზე მეტს;

ა.დ) კარგად ფორმირებული, მნიშვნელოვანი, ადვილად შესამჩნევი დეფორმაციის გარეშე;

ბ) გაუტეხავი ნუშის გული უნდა იყოს:

ბ.ა) დამძაღების გარეშე;

ბ.ბ) საკმარისად განვითარებული; დაუშვებელია გამომშრალი(გამომხმარი) და დამჭკნარი, გულები, რომელთა დაზიანებული ზედაპირი 25 %-ზე მეტს შეადგენს,  დაუშვებელია ცარიელი ნაჭუჭის არსებობა;

ბ.გ)   მავნებლებით   გამოწვეული დაზიანებების,   მათ   შორის   მკვდარი მწერების და/ან ტკიპების,  მათი  ნარჩენების ან ექსკრემენტების არსებობის გარეშე;

ბ.დ) ზედაპირული   ნაკლის,   გულის   ზედაპირის   ნაწილობრივი   ფერის შეცვლის,  ან  გავრცელებული  ლაქების  გარეშე, რომლებიც  გულის  დანარჩენი ზედაპირისგან   კონტრასტულად   განსხვავდება   და   ფარავს   გულის   მთლიანი ზედაპირის 25%-ზე მეტს;

ბ.ე) გუმფისის (წებოვანი ნივთიერების) გარეშე, რომელიც 6 მმ-ზე მეტი დიამეტრით ფარავს მთლიან ზედაპირს;

ბ.ვ) ყავისფერი ლაქების გარეშე (მწერებით გამოწვეული ერთეული ან მრავლობითი ჩაზნექილი ლაქები), რომელიც 3 მმ-ზე მეტი დიამეტრით   ფარავს მთლიან ზედაპირს;

ბ.ზ) კარგად ფორმირებული, დეფექტად არ მიიჩნევა ტყუპი ან წყვილი გული, ანუ დამახასიათებელი ფორმის გული, ერთი მხრიდან ბრტყელი ან ჩაზნექილი ფორმის, რომელიც წარმოიქმნება ერთ ნაჭუჭში ორი გულის განვითარების შედეგად;

გ) მთლიანი პროდუქტი (ნაჭუჭი და გული) უნდა იყოს:

გ.ა) მშრალი, მთლიანი, გაუტეხავი ნუშის სინესტის მასური წილი არ უნდა აღემატებოდეს 11,0%-ს ან გულის სინესტის მასური წილი არ უნდა აღემატებოდეს 7%-ს;

გ.ბ) კეთილხარისხიანი,  პროდუქტი,  რომელიც  დაექვემდებარა  ლპობას  ან გაფუჭებას,  რაც  მათ  ადამიანის  მოხმარებისათვის გამოუსადეგარს  გახდის,  არ დაიშვება;

გ.გ) ობის სოკოების ჰიფების (ძაფების) გარეშე, რომელთა დანახვა შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით;

გ.დ) ცოცხალი მავნებლების გარეშე, მათი განვითარების სტადიის მიუხედავად;

გ.ე) მავნებლებით გამოწვეული დაზიანებების, მათ შორის მკვდარი მწერების და/ან ტკიპების,  მათი  ნარჩენების ან ექსკრემენტების არსებობის გარეშე;

გ.ვ) ანომალური ზედაპირული სინესტის გარეშე;

გ.ზ) უცხო სუნისა და /ან გემოს გარეშე;

გ.თ)ჩატვირთვის, ტრანსპორტირებისა და გადმოტვირთვის მიმართ გამძლე;

გ.ი) დანიშნულების ადგილზე მიტანილი უნდა იქნეს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

3. დასაშვებია გაუტეხავი ნუშის დეფექტების არსებობა, რომელიც უარყოფითად არ უნდა იქნეს ასახული პროდუქტის გარეგან სახეზე, ხარისხზე, შენახვის ხარისხზე და შეფუთვაში სასაქონლო სახეზე. დასაშვები დეფექტები განსაზღვრულია ცხრილი N1-ით - „ხარისხთან დაკავშირებული დასაშვები გადახრები გაუტეხავი ნუშისათვის“.

4. დეფექტების  მიხედვით   ნუშის გული იყოფა შემდეგ კლასებად:

ა)  უმაღლესი( „ექსტრა“)  კლასი;

ბ) პირველი კლასი;

გ) მეორე კლასი.

5. გაუტეხავი ნუშის ზომის დადგენა (დაკალიბრება) დახარისხება/დაკალიბრება    ნებაყოფლობითია.

6. გაუტეხავი ნუშის ზომის დადგენა (დაკალიბრება) დახარისხება/დაკალიბრება ხდება დათვლის მეთოდის გამოყენებით. ამ შემთხვევაში განსაზღვრული უნდა იქნეს 1000 გ-ში (ან ერთ ფუნტში 453,6 გ-ში) გაუტეხავი ნუშის რაოდენობა.

7.  გაუტეხავი ნუშის   თითოეული შეფუთული ერთეული უნდა იყოს ერთგვაროვანი და შედგებოდეს  მხოლოდ ერთგვაროვანი წარმოშობის, მოსავლის აღების წლის (იმ შემთხვევაში, თუ მითითებულია), ხარისხის და ნაჭუჭის სახეობის (რბილნაჭუჭიანი, ნახევრადრბილნაჭუჭიანი, მაგარნაჭუჭიანი),    ზომის (თუ დაკალიბრებული/დახარისხებულია) და სახესხვაობის ან კომერციული ტიპის (თუ მითითებულია) გაუტეხავი  ნუშისგან.  შეფუთული ერთეულის ხილული ნაწილი უნდა შეესაბამებოდეს შეფუთული ერთეულის მთლიან შემადგენლობას.

8. გაუტეხავი ნუშის შეფუთვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) მასალა, რომელიც გამოიყენება შეფუთვის შიდა მხარეს, უნდა იყოს სუფთა და ისეთი ხარისხის, რომ არ გამოიწვიოს პროდუქტის ნებისმიერი შიდა ან გარეგანი დაზიანება; მასალების, კერძოდ, ქაღალდის ან ეტიკეტის გამოყენება სავაჭრო სპეციფიკაციებით დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ ტექსტის დატანის ან ეტიკეტის დაწებებისას გამოყენებული იქნება არატოქსიკური მელანი ან წებო;

ბ) შეფუთვა პრაქტიკულად არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინარევებს, ცხრილი N1-ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

9. გაუტეხავი ნუშის მიწოდება უნდა განხორციელდეს ტომრებით ან მყარი/მაგარი ტარით. სატრანსპორტო ტარის ერთ ერთეულში არსებული შეფუთული სამომხმარებლო ერთეულები უნდა იყოს ერთი და იმავე წონის.

10. დასაშვებია ნუშის ნაჭუჭის გაწმენდა/გასაუფთავება/დამუშავება დაშვებული პრეპარატებით იმ პირობით, რომ ეს გავლენას არ მოახდენს გულის ხარისხზე.

11. გაუტეხავი  ნუშის  თითოეულ  შეფუთვაზე ან მასზე მიმაგრებულ ეტიკეტზე მკაფიოდ, ისეთი შრიფტით, რომელიც ადვილად არ იშლება, ხედვის ერთ არეალში, გარკვევით უნდა იკითხებოდეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც მოიცავს შემფუთავის და/ან გამგზავნის დასახელებას და ფიზიკურ მისამართს (მაგ. ქუჩა/ქალაქი/რაიონი/საფოსტო ინდექსი და ქვეყანა, თუ წარმოშობის ქვეყანა განსხვავებულია) ან კომპეტენტური ორგანოს მიერ მინიჭებული ოფიციალური კოდი; ოფიციალური კოდით აღნიშვნის შემთხვევაში,  აღნიშვნა „შემფუთავი და/ან გამგზავნი“ განთავსებული უნდა იქნეს უშუალოდ კოდის აღნიშვნის სიახლოვეს, კოდის წინ მითითებული უნდა იქნეს ISO 3166 სტანდარტის მიხედვით დადგენილი ქვეყნის კოდი, თუ ის არ წარმოადგენს წარმოშობის ქვეყანას;

ბ) პროდუქტის მახასიათებლები:

ბ.ა) „გაუტეხავი ნუში“ ან „ნუში ნაჭუჭით“ ან ეკვივალენტური დასახელება;

ბ.ბ) ნაჭუჭის სახე  - რბილი, ნახევრადრბილი, მაგარი (არასავალდებულო);

ბ.გ) სახეობის ან კომერციული  ტიპის დასახელება (ნებაყოფლობითი);

გ) წარმოშობის ქვეყანა და მოსავლის აღების ადგილი ან ეროვნული, რეგიონალური ან ადგილობრივი დასახელება (ნებაყოფლობითი);

დ) პროდუქტის კომერციული მახასიათებლები:

დ.ა) კლასი;

დ.ბ) ზომა/კალიბრი (იმ შემთხვევაში, თუ დაკალიბრებულია), გამოსახული 1000 გ-ში (ან ერთ ფუნტში 453,6 გ-ში) გაუტეხავი ნუშის რაოდენობის მიხედვით;

დ.გ) მოსავლის აღების წელი (ნებაყოფლობითი);

დ.დ) ვარგისიანობის ვადა : „უმჯობესია გამოყენებული იქნეს“, თარიღის მითითებით. 

მუხლი 6. მოთხოვნები ნუშის გულის მიმართ

1. ნუშის გული უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2.  ნუშის გულის ყველა  კლასი, თითოეული კლასისათვის განსაზღვრული სპეციალური მოთხოვნებისა და დასაშვები გადახრების გათვალისწინებით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალური მოთხოვნებს:

ა)  ნუშის  გული უნდა იყოს:

ა.ა) მთლიანი, დაზიანების გარეშე. გული, რომელსაც აკლია 1/8-ზე ნაკლები, წარმოადგენს მთლიან გულს;

ა.ბ) კეთილხარისხიანი; პროდუქტი, რომელიც დაექვემდებარა ლპობას ან გაფუჭებას, რაც მათ ადამიანის მოხმარებისათვის გამოუსადეგარს გახდის, არ დაიშვება;

ა.გ) სუფთა, პრაქტიკულად   ყოველგვარი ხილული უცხო მინარევისაგან თავისუფალი;

ა.დ) საკმარისად განვითარებული; დაუშვებელია გამომშრალი (გამომხმარი) და დამჭკნარი, ანომალურად ბრტყელი და დანაოჭებული გულები, ასევე გულები, რომელთა ზედაპირის 25 % დაექვემდებარა გაუწყლოებას, გამოშრობას ან გამაგრებას, ასევე დაუშვებელია ცარიელი ნაჭუჭის არსებობა;

ა.ე) ზედაპირული ნაკლის, გულის ზედაპირის ნაწილობრივი ფერის შეცვლის, გაყვითლების, ცხიმოვანი დიფუზიის ან გავრცელებული ლაქების გარეშე, რომლებიც გულის დანარჩენი ზედაპირისგან კონტრასტულად განსხვავდებიან და შეადგენს გულის მთლიანი ზედაპირის 25%-ზე მეტს;

ა.ვ) კარგად ფორმირებული;

ა.ზ) ცოცხალი მავნებლების გარეშე, მათი განვითარების სტადიის მიუხედავად;

ა.თ)   მავნებლებით   გამოწვეული   დაზიანებების,   მათ   შორის   მკვდარი მწერების და/ან ტკიპების,  მათი  ნარჩენების ან ექსკრემენტების არსებობის გარეშე;

ა.ი)    ობის    სოკოების    ჰიფების(ძაფების)    გარეშე,    რომელთა    დანახვა შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით;  

ა.კ) დამძაღების გარეშე;

ა.ლ) ანომალური ზედაპირული სინესტის გარეშე;

ა.მ) უცხო სუნისა და გემოს გარეშე;

ა.ნ) ჩატვირთვის, ტრანსპორტირებისა და გადმოტვირთვის მიმართ გამძლე;

ბ) ნუშის გულის სინესტის მასური წილი არ უნდა აღემატებოდეს 6,5%-ს;

გ) დასაშვებია    ნუშის გულის    დეფექტების არსებობა, რომელიც უარყოფითად არ უნდა იქნეს ასახული პროდუქტის გარეგან სახეზე, ხარისხზე, შენახვის  ხარისხზე  და  შეფუთვაში  სასაქონლო  სახეზე.  დასაშვები  დეფექტები განსაზღვრულია   ცხრილი  N2-ით   -   „ხარისხთან   დაკავშირებული   დასაშვები გადახრები ნუშის გულისათვის“.

3. დეფექტების  მიხედვით   ნუშის გული იყოფა შემდეგ კლასებად:

ა) უმაღლესი ( „ექსტრა“)  კლასი;

ბ) პირველი კლასი;

 გ) მეორე კლასი.

4 .მაჩვენებლის ზღვრული მნიშვნელობის მიხედვით დაკალიბრება/დახარისხება   ან   ერთი მაჩვენებლის ზღვრული მნიშვნელობის მიხედვით   დაკალიბრება/დახარისხება   სავალდებულოა „ექსტრა“   კლასის და პირველი კლასისათვის და არასავალდებულო/ნებაყოფლობითია მეორე კლასისათვის.

5. ნუშის გულის ზომის დადგენა (დაკალიბრება) ხდება განივი კვეთის მაქსიმალური დიამეტრის მიხედვით, მრგვალ ან წაგრძელებულ ნახვრეტებიან ცხავში (ბადეში) გატარებით. დასაშვებია მაჩვენებლის ზღვრული მნიშვნელობის მიხედვით დაკალიბრება/დახარისხების  ან ერთი მაჩვენებლის ზღვრული მნიშვნელობის მიხედვით  დაკალიბრება/დახარისხების სხვა სისტემების გამოყენება, რომელიც დამყარებულია 100 გ-ში (ან ერთ უნციაში - 28,3495 გ)  ნუშის გულის რაოდენობის განსაზღვრაზე. იმ შემთხვევაში, თუ   ნუშის გულის ზომის დადგენა დაკალიბრება/დახარისხება:

ა) ხდება მაჩვენებლის    ზღვრული მნიშვნელობის მიხედვით, ზომა გამოსახული უნდა იქნეს მილიმეტრებში (მმ) მინიმალურ და მაქსიმალური ზომებს შორის ინტერვალით/დიაპაზონით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 მმ-ს.   რაოდენობრივი დიაპაზონით აღნიშვნისას, ნუშის გულები უნდა იყოს ზომის მიხედვით საკმარისად ერთგვაროვანი და მათი საშუალო რაოდენობა უნდა იქნეს აღნიშნულ დიაპაზონში;

ბ) ერთი მაჩვენებლის ზღვრული მნიშვნელობის მიხედვით, ზომა გამოსახული უნდა იქნეს მინიმალური ზომით მილიმეტრებში (მმ), რომელსაც თან უნდა ახლდეს სიტყვები „და მეტი“ ან ეკვივალენტური  მნიშვნელობის სიტყვები, ან 100 გ-ში ნუშის გულის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც თან უნდა ახლდეს სიტყვები  - „და ნაკლები“, ან ეკვივალენტური მნიშვნელობის  სიტყვები.

6. ნუშის  გულის  ზომის  დადგენა   დაკალიბრება/დახარისხება დასაშვებია ალტერნატიული მეთოდის გამოყენებითაც, რომლის დროსაც ერთი მაჩვენებლის ზღვრული მნიშვნელობის მიხედვით  დაკალიბრება/დახარისხებისას ზომა შესაძლებელია გამოსახული იქნეს მაქსიმალური ზომით მილიმეტრებში (მმ), რომელსაც თან უნდა ახლდეს სიტყვები -  „და ნაკლები“ ან სხვა ეკვივალენტური მნიშვნელობის სიტყვები, ან 100 გ-ში ნუშის გულის მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა, რომელსაც თან ახლავს სიტყვები - „და მეტი“ ან სხვა ექვივალენტური მნიშვნელობის სიტყვები. 

7. დაუშვებელია საბოლოო მომხმარებლისათვის პროდუქტის მიწოდებისა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული   ალტერნატიული მეთოდის  გამოყენება.

8. მიმოქცევის  ყველა  ეტაპზე, ყოველ  პარტიაში,  დასაშვებია პროდუქტის არსებობა, რომელიც არ შეესაბამება მოცემული კლასისათვის დადგენილ ხარისხთან და ზომასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, ცხრილი N2-ის შესაბამისად.

9. ნუშის გულის თითოეული შეფუთული ერთეული უნდა იყოს ერთგვაროვანი და შედგებოდეს  მხოლოდ ერთგვაროვანი წარმოშობის, ხარისხის, სახესხვაობის, კომერციული ტიპის,  მოსავლის აღების წლის (იმ შემთხვევაში, თუ მითითებულია), და  ზომის (თუ დაკალიბრებული/დახარისხებულია) ნუშის გულისგან. შეფუთული ერთეულის ხილული ნაწილი უნდა შეესაბამებოდეს შეფუთული ერთეულის მთლიან შემადგენლობას.

10. ნუშის გულის შეფუთვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ნუშის გული შეფუთული უნდა იქნეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს პროდუქტის სათანადო დაცვა;

ბ) მასალა, რომელიც გამოიყენება ნუშის გულის შეფუთვისათვის, უნდა იყოს სუფთა და ისეთი ხარისხის, რომ არ გამოიწვიოს პროდუქტის გარეგანი ან შიდა დაზიანება. მასალების, კერძოდ ქაღალდის ან ეტიკეტის გამოყენება სავაჭრო სპეციფიკაციებით დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ ტექსტის დატანის ან ეტიკეტის დაწებებისას გამოყენებული იქნება არატოქსიკური მელანი ან წებო;

გ) შეფუთვა პრაქტიკულად  არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინარევებს, ცხრილი N2-ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

11.   ნუშის   გულის   თითოეულ      შეფუთვაზე   ან   მასზე   მიმაგრებულ ეტიკეტზე მკაფიოდ, გარკვევით უნდა იკითხებოდეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც მოიცავს შემფუთავის და/ან გამგზავნის დასახელებას და ფიზიკურ მისამართს (მაგ. ქუჩა/ქალაქი/რაიონი/საფოსტო ინდექსი და ქვეყანა, თუ წარმოშობის ქვეყანა განსხვავებულია) ან კომპეტენტური ორგანოს მიერ მინიჭებული ოფიციალური კოდი; ოფიციალური კოდით აღნიშვნის შემთხვევაში, აღნიშვნა „შემფუთავი და/ან გამგზავნი“ განთავსებული უნდა იქნეს უშუალოდ კოდის აღნიშვნის სიახლოვეს, კოდის წინ მითითებული უნდა იქნეს ISO 3166 სტანდარტის მიხედვით დადგენილი ქვეყნის კოდი, თუ ის არ წარმოადგენს წარმოშობის ქვეყანას;

ბ) პროდუქტის მახასიათებლები:

ბ.ა) „ნუშის გული“;

ბ.ბ) სახეობის ან კომერციული  ტიპის დასახელება (ნებაყოფლობითი);

გ)  წარმოშობის  ქვეყანა  და  მოსავლის  აღების  ადგილი  ან  ეროვნული, რეგიონალური ან ადგილობრივი დასახელება (ნებაყოფლობითი);

დ) პროდუქტის კომერციული მახასიათებლები:

დ.ა) კლასი;

დ.ბ) ზომა/კალიბრი (იმ შემთხვევაში, თუ დაკალიბრებულია), ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების  შესაბამისად;

დ.გ) მოსავლის აღების წელი (ნებაყოფლობითი);

დ.დ) ვარგისიანობის ვადა: „უმჯობესია გამოყენებული იქნეს“, თარიღის მითითებით.

მუხლი 7. მოთხოვნები ბლანშირებული  ნუშის გულის მიმართ

1. ბლანშირებული  ნუშის გული უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. ბლანშირებული  ნუშის  გულის  ყველა  კლასი,  თითოეული კლასისათვის განსაზღვრული სპეციალური მოთხოვნებისა და დასაშვები გადახრების გათვალისწინებით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

ა) ბლანშირებული ნუშის  გული უნდა იყოს:

ა.ა) მთლიანი, დაზიანების გარეშე. უმნიშვნელო ზედაპირული დაზიანებები არ მიიჩნევა დეფექტად;

ა.ბ) კეთილხარისხიანი; პროდუქტი, რომელიც დაექვემდებარა ლპობას ან გაფუჭებას, რაც მათ ადამიანის მოხმარებისათვის გამოუსადეგარს გახდის, არ დაიშვება;

ა.გ) სუფთა, პრაქტიკულად  ყოველგვარი ხილული უცხო მინარევისაგან თავისუფალი;

ა.დ) მიკრული კანის (ეპიდერმისის) გარეშე, რომლის დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ზედაპირის 6 მმ-ს;

ა.ე) საკმარისად განვითარებული; დაუშვებელია გამომშრალი(გამომხმარი) და დამჭკნარი,  ანომალურად ბრტყელი და დანაოჭებული გულები,  ან გულები, რომელთა ზედაპირის 25 % დაექვემდებარა გაუწყლოებას, გამოშრობას ან გამაგრებას;

ა.ვ) ზედაპირული ნაკლის, გულის ზედაპირის ნაწილობრივი ფერის შეცვლის ან გავრცელებული ლაქების გარეშე, რომლებიც გულის დანარჩენი ზედაპირისგან კონტრასტულად განსხვავდებიან და შეადგენს გულის მთლიანი ზედაპირის 10 %-ზე მეტს;

ა.ზ) კარგად ფორმირებული;

ა.თ)   ობის   სოკოების   ჰიფების   (ძაფების)   გარეშე,   რომელთა   დანახვა შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით;

ა.ი)  ცოცხალი მავნებლების    გარეშე, მათი განვითარების სტადიის მიუხედავად;

ა.კ) მავნებლებით გამოწვეული   დაზიანებების, მათ შორის მკვდარი მწერების და/ან ტკიპების,  მათი  ნარჩენების ან ექსკრემენტების არსებობის გარეშე;

ა.ლ) ანომალური ზედაპირული სინესტის გარეშე;

ა.მ) უცხო სუნისა და გემოს გარეშე;

 ა.ნ) დამძაღების გარეშე;

ა.ო) გუმფისის (წებოვანი ნივთიერების) გარეშე, რომელიც 6 მმ-ზე მეტი დიამეტრით ფარავს მთლიან ზედაპირს;

ა.პ) ყავისფერი ლაქების გარეშე, (მწერებით გამოწვეული, მაგ. ბაღლინჯო Leptocoris trivittatus Say-ით გამოწვეული მრავლობითი ჩაზნექილი ლაქები), რომლებიც 3 მმ-ზე მეტი დიამეტრით  ფარავს მთლიან ზედაპირს;

ა.ჟ) ჩატვირთვის, ტრანსპორტირებისა და გადმოტვირთვის მიმართ გამძლე;

ბ)  ბლანშირებული  ნუშის  გულის  სინესტის  მასური  წილი  არ  უნდა აღემატებოდეს 6,5%-ს;

გ) დასაშვებია   ბლანშირებული ნუშის გულის   დეფექტების არსებობა, რომელიც უარყოფითად არ უნდა იქნეს ასახული პროდუქტის გარეგან სახეზე, ხარისხზე, შენახვის ხარისხზე და შეფუთვაში სასაქონლო სახეზე. დასაშვები დეფექტები განსაზღვრულია ცხრილი N3-ით - „ხარისხთან დაკავშირებული დასაშვები გადახრები ბლანშირებული  ნუშის გულისათვის“.

3. დეფექტების  მიხედვით   ბლანშირებული  ნუშის გული იყოფა შემდეგ კლასებად:

ა) უმაღლესი ( „ექსტრა“)  კლასი;

ბ) პირველი კლასი;

გ) მეორე კლასი.

4. ბლანშირებული   ნუშის   გულის   ზომის   დადგენა   (დაკალიბრება) ნებაყოფლობითია.

 5. ბლანშირებული ნუშის გულის ზომის დადგენა (დაკალიბრება) განისაზღვრება:

ა) განივი კვეთის მინიმალური დიამეტრის მიხედვით, ბლანშირებული ნუშის გულის მრგვალ ან წაგრძელებულ ნახვრეტებიან ცხავში (ბადეში) გატარებით;

ბ) ბლანშირებული ნუშის გულის რაოდენობის განსაზღვრით 100 გ-ში (ან ერთ უნციაში - 28,3495 გ).

6.  იმ შემთხვევაში, თუ ბლანშირებული ნუშის გულის ზომის დადგენა დაკალიბრება/დახარისხება ხდება:

ა) მაჩვენებლის ზღვრული მნიშვნელობის მიხედვით, ზომა გამოსახული უნდა იქნეს მილიმეტრებში (მმ) მინიმალურ და მაქსიმალური ზომებს შორის ინტერვალით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 მმ-ს.    რაოდენობრივი დიაპაზონით აღნიშვნისას, ბლანშირებული ნუშის გულები უნდა იყოს ზომის მიხედვით საკმარისად ერთგვაროვანი და მათი საშუალო რაოდენობა უნდა იქნეს აღნიშნულ დიაპაზონში;

ბ) ერთი მაჩვენებლის ზღვრული მნიშვნელობის მიხედვით,  ზომა გამოსახული უნდა იქნეს მინიმალური ზომით მილიმეტრებში (მმ), რომელსაც თან უნდა ახლდეს სიტყვები „და მეტი“ ან ეკვივალენტური  მნიშვნელობის სიტყვები, ან 100 გ-ში  ბლანშირებული  ნუშის გულის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც თან უნდა ახლდეს სიტყვები  - „და ნაკლები“, ან ეკვივალენტური მნიშვნელობის  სიტყვები.

7.  ბლანშირებული ნუშის გულის თითოეული შეფუთული ერთეული უნდა იყოს ერთგვაროვანი და შედგებოდეს  მხოლოდ ერთგვაროვანი წარმოშობის, ხარისხის, ზომის (თუ დაკალიბრებულია), სახესხვაობის ან კომერციული ტიპის ბლანშირებული ნუშის გულისგან. შეფუთული ერთეულის ხილული ნაწილი უნდა შეესაბამებოდეს შეფუთული ერთეულის მთლიან შემადგენლობას.

8. ბლანშირებული  ნუშის  გულის  შეფუთვისას  გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ბლანშირებული ნუშის გული შეფუთული უნდა იქნეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს პროდუქტის სათანადო დაცვა;

ბ) მასალა, რომელიც გამოიყენება ბლანშირებული ნუშის გულის შეფუთვისათვის, უნდა იყოს სუფთა და ისეთი ხარისხის, რომ არ გამოიწვიოს პროდუქტის გარეგანი ან შიდა დაზიანება. მასალების, კერძოდ, ქაღალდის ან ეტიკეტის გამოყენება სავაჭრო სპეციფიკაციებით დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ ტექსტის დატანის ან ეტიკეტის დაწებებისას გამოყენებული იქნება არატოქსიკური მელანი ან წებო;

გ) შეფუთვა პრაქტიკულად   არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინარევებს, ცხრილი N3-ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

9. ბლანშირებული ნუშის გულის მიწოდება უნდა განხორციელდეს ტომრებით ან მყარი/მაგარი ტარით. სატრანსპორტო ტარის ერთ ერთეულში არსებული შეფუთული სამომხმარებლო ერთეულები უნდა იყოს ერთი და იმავე წონის.

10. ბლანშირებული ნუშის გულის თითოეულ შეფუთვაზე ან მასზე მიმაგრებულ ეტიკეტზე მკაფიოდ, გარკვევით უნდა იკითხებოდეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც მოიცავს შემფუთავის და/ან გამგზავნის დასახელებას და ფიზიკურ მისამართს (მაგ. ქუჩა/ქალაქი/რაიონი/საფოსტო ინდექსი და ქვეყანა, თუ წარმოშობის ქვეყანა განსხვავებულია) ან კომპეტენტური ორგანოს მიერ მინიჭებული ოფიციალური კოდი; ოფიციალური კოდით აღნიშვნის შემთხვევაში, აღნიშვნა „შემფუთავი და/ან გამგზავნი“ განთავსებული უნდა იქნეს უშუალოდ კოდის აღნიშვნის სიახლოვეს, კოდის წინ მითითებული უნდა იქნეს ISO 3166 სტანდარტის მიხედვით დადგენილი ქვეყნის კოდი, თუ ის არ წარმოადგენს წარმოშობის ქვეყანას;

ბ) პროდუქტის მახასიათებლები:

 ბ.ა) „ბლანშირებული ნუშის გული“;

ბ.ბ) სახეობის ან კომერციული  ტიპის დასახელება (ნებაყოფლობითი);

 ბ.გ)  დამატებითი  სპეციფიკაციები  (საჭიროების  შემთხვევაში  „ტყუპის გარეშე“  ან „წყვილის გარეშე“ და სხვ.);

გ) პროდუქტის წარმოშობის ქვეყანა და  მოსავლის აღების ადგილი ან ეროვნული, რეგიონალური ან ადგილობრივი დასახელება (ნებაყოფლობითი);

დ) პროდუქტის კომერციული მახასიათებლები:

დ.ა) კლასი;

დ.ბ) ზომა/კალიბრი ( იმ შემთხვევაში, თუ დაკალიბრებულია);

დ.გ) მოსავლის აღების წელი (ნებაყოფლობითი);

დ.დ) ვარგისიანობის ვადა: „უმჯობესია გამოყენებული იქნეს“, თარიღის მითითებით.

მუხლი 8. მოთხოვნები ბიზნესოპერატორის მიმართ

1. ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ნუშის წარმოებასთან (მათ შორის, პირველად წარმოებასთან), გადამუშავებასთან, ან/და დისტრიბუციასთან  და ექსპორტთან,  ვალდებულია,  დაიცვას „სურსათის/ცხოველის  საკვების    ჰიგიენის    ზოგადი    წესით“    განსაზღვრული მოთხოვნები.

2. შესაძლებელია ბიზნესოპერატორმა, რომელიც ახორციელებს ნუშის წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, ექსპორტს გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესისაგან განსხვავებული წესი იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის მიერ დასაბუთებული იქნება მის მიერ გამოყენებული განსხვავებული წესით ზოგადი ჰიგიენური მოთხოვნების უზრუნველყოფა.

3. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ექსპორტისთვის განკუთვნილი  ნუშის დამზადებას, ვალდებულია დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა,    სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

მუხლი 9. რეგულირების ობიექტის შესაბამისობის ონტროლი

1. ექსპორტისათვის განკუთვნილი გაუტეხავი ნუშის, ნუშის გულის და ბლანშირებული ნუშის  გულის  ამ  ტექნიკურ  რეგლამენტთან  შესაბამისობის კონტროლს ახორციელებს:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) სახელმწიფო კონტროლის დროს;

ბ) ბიზნესოპერატორი შიდა საწარმო კონტროლის დროს შესაბამისობის შეფასებისას.

2. გაუტეხავი ნუშის, ნუშის გულის და ბლანშირებული ნუშის გულის შესაბამისობის შეფასებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშის აღება ხდება პარტიიდან.

3. პარტიად გაუტეხავი  ნუშის და ნუშის გულისათვის მიიჩნევა ერთისა და იმავე  ან  სხვადასხვა  ჯგუფის,  კლასის,  ზომის, მოსავლის  აღების  წლის,  ერთი სახეობის და ზომის ტარაში შეფუთული ნებისმიერი რაოდენობის პროდუქტი ერთ სატრანსპორტო   ერთეულში,   რომელსაც   თან   ახლავს   ერთი   შესაბამისობის დეკლარაცია და მისი შეფასების ერთეულს წარმოადგენს დიდი ზომის შეფუთვა.

4. პარტიად ბლანშირებული ნუშის გულისათვის მიიჩნევა ერთისა და იმავე ჯგუფის, კლასის, ზომის, ან/და შერეული, მოსავლის აღების და ბლანშირების წლის ერთი სახეობის და ზომის ტარაში შეფუთული ნებისმიერი რაოდენობის პროდუქტი ერთ სატრანსპორტო ერთეულში, რომელსაც თან ახლავს ერთი შესაბამისობის დეკლარაცია და მისი შეფასების ერთეულს წარმოადგენს დიდი ზომის შეფუთვა.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისათვის ერთ ერთეულად ითვლება დიდი ზომის შეფუთვა, რომელიც შეიძლება შედგებოდეს ან შედგება მცირე ზომის შეფუთული ერთეულებისგან.

6. გაუტეხავი ნუშის    და ნუშის გულისათვის ნიმუშის აღება ხდება თითოეული პარტიის დიდი ზომის შეფუთვის არანაკლებ 5-10%-დან, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით. თუ შემთხვევითი შერჩევის მეთოდით აღებული შეფუთული ერთეულის რაოდენობა წილადური რიცხვია, ხდება მისი დამრგვალება წინა მთელ რიცხვამდე.

7. გაუტეხავი ნუშის, ნუშის გულისა და ბლანშირებული ნუშის გულის ნიმუშის აღება,საჭიროების შემთხვევაში, ხდება თითოეული დიდი ზომის შეფუთვიდან, შემდგომში ხდება მათი შერევა - გაერთიანებული ნიმუშის ფორმირება. დიდი ზომის შეფუთვის ერთეულების რაოდენობა, საიდანაც ხდება გაერთიანებული ნიმუშის ფორმირება და ნიმუშის წონა განისაზღვრება გამოსაკვლევ მაჩვენებლებზე ნიმუშის აღების შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტებით განსაზღვრული მეთოდების გამოყენებით.

8. გაუტეხავი ნუშის და ნუშის გულის შესაბამისობის შეფასებისათვის ხდება გარეგანი დათვალიერება, შეხება, დაყნოსვა, შემდგომში -  გაუტეხავი ნუშისათვის ნაჭუჭის მოცილება, ორგანოლეპტიკური შეფასება, აწონვა, ნუშის  გულის დაჭრა, ლაბორატორიული გამოცდა.

9. ბლანშირებული ნუშის   გულის შესაბამისობის შეფასებისათვის ხდება დათვალიერება, შეხება, დაყნოსვა, ორგანოლეპტიკური შეფასება, აწონვა, ლაბორატორიული გამოცდა.

10. გაუტეხავი ნუშის, ნუშის გულის და ბლანშირებული ნუშის გულის ექსპორტისას:

ა) ბიზნესოპერატორი ვალდებულია, პარტიის ფორმირების დასრულების შემდეგ განახორციელოს შესაბამისობის შეფასების პროცედურები;

ბ) ბიზნესოპერატორმა უნდა მიმართოს სააგენტოს და სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით აიღოს ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის;

გ) ნიმუშის აღების დასრულებისთანავე სააგენტო ახდენს დიდი ზომის შეფუთვის დალუქვას;

დ) ბიზნესოპერატორმა ლაბორატორიული კვლევის შედეგები უნდა წარუდგინოს სააგენტოს;

ე) საჭიროების შემთხვევაში, ნიმუში რეფერენტული გამოცდისათვის აღებული უნდა იქნეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, რომელიც ინახება პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ლაბორატორიული კვლევისთვის, საექსპორტო გაუტეხავი ნუშის, ნუშის გულის და ბლანშირებული ნუშის გულის მაჩვენებლებს, ასევე, ნიმუშის აღების სიხშირეს განსაზღვრავს სააგენტო.

12. სააგენტოს მიერ დადებული ლუქის ახსნას და შეცვლას, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს სააგენტო ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომ – სამსახური).

13. გაუტეხავი ნუშის,   ნუშის გულის და ბლანშირებული ნუშის გულის ექსპორტისათვის ბიზნეოპერატორი ვალდებულია, სააგენტოში წარადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია (№1 დანართის მიხედვით) და შიდა კონტროლის დამადასტურებელი  დოკუმენტ(ებ)ი,  რითაც  ადასტურებს  შესაბამისობის შეფასების ობიექტის ამ ტექნიკურ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

14.  სააგენტო ვალდებულია, ბიზნესოპერატორის მიერ შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენიდან არაუმეტეს 48 საათის განმავლობაში განახორციელოს შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებული  ინფორმაციის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.

15. სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბაჟო პროცედურებს ახორციელებს სააგენტოს მიერ შესაბამისობის დეკლარაციის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში.

ცხრილი N1

ხარისხთან დაკავშირებული დასაშვები გადახრები გაუტეხავი ნუშისათვის

 

 

 

 

დასაშვები დეფექტები

დასაშვები გადახრები

დეფექტური პროდუქტის პროცენტული წილი რაოდენობის  მიხედვით, თუ სხვა არ არის მითითებული

უმაღლესი („ექსტრა“) კლასი

პირველი კლასი

მეორე კლასი

)

დაშვება გაუტეხავი ნუშისათვის, რომელიც არ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს, რომელთაგან არაუმეტეს:

 

[10]

 

[15]

 

[25]

-      ნუშის გული გუმფისით (წებოვანი ნივთიერებით) ან ყავისფერი ლაქებით

 

3

 

7

 

10

-     დაობებული, დამძაღებული ან მავნებლებით დაზიანებული გულები, რომელიც დაექვემდებარა ლპობას ან გაფუჭებას, რომელთაგან:

 

 

2

 

 

5

 

 

7

-     დაობებული, არაუმეტეს

0,5

1

2

-     ცოცხალი მწერებით

0

0

0

)

დაშვება დაკავშირებული დაკალიბრებასთან (დაკალიბრების შემთხვევაში), შეუსაბამო პროდუქტი

 

10

 

10

 

10

 

 

 

 

 

)

დაშვება სხვა დეფექტებთან მიმართებაში

 

-      უცხო მინარევები, ცარიელი ნაჭუჭები, ნაჭუჭის ნატეხები, პერიკარპიუმის (ნაყოფსაფარის) ნარჩენები, მტვერი (წონის მიხედვით)

 

3

 

3

 

3

-     მწარე ნუშის გული

1

3

4

-      ნუშის გული, რომელიც მიეკუთვნება სხვა სახეობებს ან კომერცილ ტიპებს, გარდა აღნიშნულისა

 

5

 

5

 

5

 

ცხრილი N2

 

ხარისხთან დაკავშირებული დასაშვები გადახრები ნუშის გულისათვის

 

 

 

 

დასაშვები დეფექტები

დასაშვები გადახრები

დეფექტური პროდუქტის პროცენტული წილი რაოდენობის ან წონის  მიხედვით

უმაღლესი („ექსტრა“) კლასი

პირველი კლასი

მეორე კლასი

)

დაშვება პროდუქტისთვის, რომელიც არ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს, რომელთაგან არაუმეტეს:

 

5

 

10

 

15

-      მძაღე, დამპალი, დაობებული გულები ან მავნებლებით დაზიანებული გულები ან გულები გაფუჭების ნიშნებით, რომელთაგან:

 

1

 

2

 

3

-     დაობებული გულები

0,5

0,5

1

-      არასაკმარისად განვითარებული, გამომშრალი და დანაოჭებული გულები

 

1

 

2

 

4

-      წებოვანი, ყავისფერი ლაქებით, ზედაპირული ზადით და შეფერვის ცვლილებით

2

3

6

-     გულის ნაწილები

1

1

3

-     დამსხვრეული და დამტვრეული გული

1

3

5

-     ცოცხალი მწერებით

0

0

0

)

დაშვება დაკავშირებული დაკალიბრებასთან (დაკალიბრების შემთხვევაში), შეუსაბამო პროდუქტი

10

10

15

)

დაშვება, სხვა დეფექტებთან მიმართებაში

 

 

 

-      უცხო მინარევები, ცარიელი ნაჭუჭები, ნაჭუჭის ნატეხები, პერიკარპიუმის (ნაყოფსაფარის) ნარჩენები, მტვერი (წონის მიხედვით)

0,15

0,25

0,25

-      გულები, არაუმეტეს 6,4 მმ  ზომის ნაკაწრებით და ბზარებით

5

10

20

-     ტყუპი ან წყვილი გული

5

15

20

-      ნუშის გული, რომელიც მიეკუთვნება სხვა სახეობებს ან კომერცილ ტიპებს, გარდა აღნიშნულისა

5

5

5

-     მწარე ნუშის გული

1

2

2

 

ცხრილი N3

 

ხარისხთან დაკავშირებული დასაშვები გადახრები ბლანშირებული ნუშის გულისათვის

 

 

 

 

დასაშვები დეფექტები

დასაშვები გადახრები

დეფექტური ბლანშირებული (ნუშის გულის პროცენტული წილი წონის მიხედვით

უმაღლესი („ექსტრა“) კლასი

პირველი კლასი

მეორე კლასი

 

)

დაშვება ბლანშირებული  ნუშის გულისათვის, ნუშისათვის, რომელიც არ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს, რომელთაგან არაუმეტეს:

 

5

 

10

 

15

-      არასაკმარისად განვითარებული, გამომშრალი და დანაოჭებული

 

0,5

 

1,5

 

3

-     დაობებული

0,5

0,5

1

-      დამძაღებული ან მავნებლებით დაზიანებული, ლპობის და გაფუჭების ნიშნებით

 

3

 

5

 

10

-      გუმფისით (წებოვანი ნივთიერებით) ყავისფერი ლაქებით, ზედაპირული ზადით და ფერის ცვლილებით

 

3

 

5

 

10

-      მწარე ნუშის გული (რაოდენობის ან წონის მიხედვით)

1

3

4

-     გაყოფილი, გატეხილი და ნახევარგული1

5

7

10

-     ნუში გულის ნაწილები 2

2

3

5

-     ცოცხალი მწერები

0

0

0

)

დაშვება დაკავშირებული დაკალიბრებასთან (დაკალიბრების შემთხვევაში), შეუსაბამო პროდუქტი

 

20

 

20

 

20

 

 

 

 

 

)

დაშვება სხვა დეფექტებთან მიმართებაში

 

-     სითბური/თბური დაზიანება

3

6

10

-      უცხო მინარევები, მათ შორის ცარიელი ნაჭუჭები, ნაჭუჭის ნატეხები, პერიკარპიუმის (ნაყოფსაფარის) ნარჩენები, მტვერი (წონის მიხედვით)

 

0,10

 

0,15

 

0,20

 

 

-      ბლანშირებული ( ნუშის გული, რომელიც მიეკუთვნება სხვა სახეობებს და/ან კომერცილ ტიპებს, გარდაშეფუთვაზე აღნიშნულისა

10

10

20

-     დაქუცმაცებული და დაკაწრული გულები 3

5

10

15

-     გულები, მიკრული კანით (ეპიდერმისით)

2

3

10

-     ტყუპი ან წყვილი 4

5

15

20

(1) გაყოფილი, გატეხილი გულები და ნახევარგული - მექანიკურად დაზიანებული ნუშის გულები, რომელთაც აკლიათ მთლიანი გულის ერთ მეოთხედზე (1/4) მეტი ნაწილი. ნახევარგული წარმოადგენს სიგრძეზე გაყოფილ ნუშის გულს, რომელიც ორ ნახევრად (ლებნად) გაიყო;

(2) ნუშის გულის ნაწილები - ბლანშირებული ნუშის გულის მცირე ზომის ფრაგმენტები, რომელიც გადის მრგვალი, 10 მმ დიამეტრის ნახვრეტების მქონე ბადეში (ცხაურში);

(3) დაქუცმაცებული და დაკაწრული გულები - მექანიკურად დაზიანებული ნუშის გულები, რომელთაც აკლიათ მთლიანი გულის ერთ მეოთხედზე (1/4) ნაკლები ნაწილი. დაკაწრული ნუშის გული წარმოადგენს გულს, რომლის ზედაპირი მექანიკურად დაზიანებულია. ნაკაწრი დეფექტად არ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ დაკაწრული ზედაპირის ფართობი ნაკლებია 3 მმ დიამეტრის  გულის გარშემოწერილობის  ექვივალენტისა.

(4) იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტზე მითითებულია „ტყუპის გარეშე“  ან „წყვილის გარეშე“, ეს დაშვება მცირდება 1%-მდე უმაღლესი („ექსტრა“) კლასისათვის და 3 %-მდე პირველი და მეორე კლასისათვის


დანართი N1

 

შესაბამისობის დეკლარაცია

 

1. ექსპორტიორი ---------------------------------------------------------------------

(დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი)

2. დამამზადებელი (შემფუთავის და/ან გამგზავნის დასახელება)   (არსებობის შემთხვევაში) ----------------------------------------------

----------------------------------------------------

(დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი)

3. მისამართი:  -----------------------------------------------------------------------

იურიდიული და ფაქტობრივი, (დამამზადებლის-არსებობის შემთხვევაში)

4. იმპორტიორი ----------------------------------------------------------------------------

(დასახელება, ქვეყანა)

5. პროდუქტის დასახელება --------------------------------------------------------------

(სენ და სესსნ კოდი)

6. პარტიის ნომერი: ------------------------------------------------------------------------

7. პარტიის ჩატვირთვის თარიღი (წელი, თვე, რიცხვი):------------------------------

8. შეფუთვის თარიღი:---------------------------------------------------------------------

9. დიდი შეფუთული ერთეულის რაოდენობა:-----------------------------------------

10. მასა ნეტო: -------------------------------------------------------------------------------

11. მოსავლის აღების წელი, რეგიონი, რაიონი: ----------------------------------------

12. შენახვის პირობები: ----------------------------------------------------------------

13. ვარგისიანობის ვადა: --------------------------------------------------------------

14.    შიდა    საწარმოო    კონტროლის    განხორციელების    დამადასტურებელი

დოკუმენტ(ებ)ი: -------------------------------------------------------------------------

15.   წარმოშობის   სერტიფიკატი   (არსებობის   შემთხვევაში),   სატრანსპორტო დოკუმენტი: ----------------------------------------------------

16. შესაბამისობის დეკლარაციის გაცემის თარიღი: --------------------------------

 

ხელმოწერა