აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 27/12/2021
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016064
1
27/12/2021
ვებგვერდი, 27/12/2021
010220020.34.059.016064
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №1

2021 წლის 27 დეკემებერი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №3 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 29/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016052) დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული საერთო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად ჩატარების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია განკარგულებით ცნობად იღებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ან/და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული პროცედურების შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ნაწილში გამოუსადეგარი, ვადაგასული საარჩევნო დოკუმენტაციის განადგურების შესახებ მიღებულ აქტს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება  შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან  2 (ორი)  კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანიტარიელ გოგიტიძე
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონია