ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016520
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
21/12/2021
ვებგვერდი, 22/12/2021
010250050.35.167.016520
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (22/12/2021 - 05/08/2022)

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №24

2021 წლის 21 დეკემბერი

ქ.ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

       საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამა და მისი ბიუჯეტი“ დანართი  №1-ის და დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2
გამოცხადდეს ძალადაკარგულად ლაგოდეხის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის №35 დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2021  წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.“(www.matsne.gov.ge, 01/01/2021, 010250050.35.167.016493).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია 2022 წლის 1 იანვრიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია



დანართი1

პროგრამის  ზოგადი  მიმოხილვა

მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა განსაზღვრავს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში,დროებით რეგისტრირებული დევნილი, მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ, მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.

მუხლი 2. პროგრამის აქტუალობა

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიმცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება

2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არსებობს მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორია, რომელიც საჭიროებსთვითმმართველობისდახმარებას.

3. სახელმწიფოს მიერ სამედიცინო პროგრამების დაფინანსების მიუხედავად, იმ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიები, რომელნიც არ ფლობენ სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს), ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევას ან/და სტაციონალურ მომსახურებას (სამედიცინო ჩარევა, მკურნალობა, კვლევა).

 მუხლი 3. პროგრამის მიზანი და ამოცანები

 1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;

 2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;

 3. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

 4. ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით დახმარება;

 5. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18(წლამდე) ასაკის პაციენტები;

6. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები,მოქალაქეები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან დიალიზზე, მათი ტრანსპორტირებისხარჯითუზრუნველყოფა;

7.100 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმულთასოციალური დაცვა;

8. მარტოხელა მშობლების, ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების, დედ-მამით ობოლი ბავშვების;ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა;

 9. დევნილთა ოჯახების დახმარება;

10. ვეტერანთა ინტერესების დაცვა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა; ასევე მათი ოჯახების ინტერესების დაცვა.

 11. უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვებითმომსახურებაში;

 12. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს კოორდინირება;

13. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათი სოციალური ინტეგრაცია;

14. უსახლკაროთა რეგისტრაცია, მათი უზრუნველყოფა დროებითი თავშესაფრით (ბინის ქირის უზრუნველყოფა).

15. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება; საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიური განათლებისხელშეწყობა.

16. უსინათლო ოჯახების სოციალური დაცვა.

17. შეზღუდულიშესაძლებლობის სტატუსის მქონე, დედით და მამით ობოლი სტუდენტის- სწავლის საფასურის თანადაფინანსება;

18. მაღალი აკადემიური მოსწრებისსტუდენტების წახალისება;

19. 2022 წლის პირველკურსელთა წახალისება ,,ელექტრონული წიგნის წამკითხველი მოწყობილობით“;

მუხლი 4. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები

პროგრამის რეალიზაციის ძირითადიმიმართულებებია:

 1. სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;

 2. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა დაგანახლება;

 3. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა;

 4. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;

 5. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა.

თავი II

სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები

 მუხლი 5. სოციალური დახმარების პრიორიტეტები

 სოციალური დახმარების პრიორიტეტებია:

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახები;

 2. უსინათლოთა ოჯახები;

 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულბავშვთა ოჯახები;

 4. ჩვილ ბავშვთა ოჯახები;

 5. მრავალშვილიანი ოჯახები, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი;

 6. მარტოხელა მშობლები, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი;

7. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მეომრისოჯახი.

8. იძულებით გადაადგილებულ პირთა ( დევნილთა) ოჯახი;

9. მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პირები (გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი);

10. ოჯახი რომლისწევრები საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – სამედიცინო ჩარევას, კვლევას, მკურნალობის (გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთისა),თანადაფინანსებას;

11. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით) დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით დახმარება;

12. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფებით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი, სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს - საცხოვრებლით უზრუნველყოფა;

13. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე ხანდაზმულები;

14. ჰემო - დიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფი მოქალაქეები;

15. უდედმამობავშვთა ოჯახები;

16. მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვებით ობიექტებში;

17. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18 (წლამდე) ასაკის პაციენტები;

18. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები;

 19. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები;

 20. დედით და მამით ობოლი 18-დან 25 წლამდე სტუდენტები.

21. 2022 წელს პირველ კურსზე ჩარიცხული სტუდენტების წახალისება ,,ელექტრონული წიგნის წამკითხველი მოწყობილობით “.

მუხლი 6. სოციალური ღონისძიებებია:

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაფინანსება:

 ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება;

 ბ) შეზღუდული შესაძლებლობის (18 წლამდე ასაკის) ბავშვთა დახმარება;

გ) შეზღუდულიშესაძლებლობებისმქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე დამიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარებისგაუმჯობესება; საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა.

 დ) უსინათლო პირთა დახმარება;

2. ომისა და სამხედრო ძალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ოჯახების ინტერესების დაცვა:

ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა, გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯი;

ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში,ფინანსური დახმარება.(8 მარტს ვეტერან ქალბატონებს, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ - საქართველოს ომის დროს, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის დახმარებადა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ვეტერანთა ოჯახები).

3. ჯანდაცვის ღონისძიებების – სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსება ან/და თანადაფინანსება.

4. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით)დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით დახმარება.

5. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, თბობის სეზონთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება.

6. მარტოხელა მშობლების, ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვების, უდედმამო ბავშვების, ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება.

7. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა ოჯახები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

8. სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) შედეგად, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის, უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. ამავე პროგრამის ფარგლებში, ოჯახში, ძალადობის მსხვერპლთა დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა.

9. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცების დახმარება.

10. უფასო კვების ობიექტებისათვის ბენეფიციარებისშერჩევა და შემდგომი მონიტორინგი.

11. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი.

12. ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება ყოველთვიურად, მთელი წლის განმავლობაში.

13. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე ბავშვთა დახმარება.

14. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის (პირველი ჯგუფის) მქონე და დედით და მამით ობოლი სტუდენტებისათვის ერთჯერადად სწავლის საფასურის ჩარიცხვა.

 15. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების ერთჯერადი წახალისება.

16. 2022 წლის პირველკურსელთა წახალისება ,,ელექტრონული წიგნის წამკითხველი მოწყობილობით“.

თავი III

სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა

მუხლი 7. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება

პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის,2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის, გათვალისწინებულია 946 400 ლარი, ხოლო - ჯანდაცვის პროგრამებისთვის -145 300 ლარი. ჯამში: - „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვადა სოციალური უზრუნველყოფისათვის“ დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან განსაზღვრულია 1 091 700 ლარი.

მუხლი 8. ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება, პროგრამის დანართი, N2-ის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის).

მუხლი 9. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

ა) სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფი) პირთაოჯახისათვის:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;

 დ) სს.ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;

 ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

 დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;

 ე) სს.ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში, აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;

 ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 

 3. უსინათლო პირთათვის :

 ა) განცხადება;

 ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

 დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა 100);

ე) საბანკო რეკვიზიტი.

 4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

 დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

 ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

 ვ) სს.ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში, აბონენტის , რეგისტრაციის ნომერი.

ზ) საბანკო რეკვიზიტი.

 5. ახალშობილთა ოჯახზე (პირველი და მეორე შვილი).

 ა) განცხადება;

 ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

 გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.

 დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობაოჯახის წევრთაშემადგენლობისშესახებ;

 6. ტყუპი ბავშვის (ორი და მეტი) ახალშობილის შეძენისას:

 ა) განცხადება;

 ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

 გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი.

დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობაოჯახის წევრთა შემადგენლობის შესახებ;

 7. მრავალშვილიან იოჯახი , რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი /18 წლამდე ასაკის/ შვილი;

 ა) განცხადება;

 ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

 გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ,“ საჭიროების მიხედვით.

ე) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან სარეიტინგო ქულების შესახებ;

 ვ) საბანკო რეკვიზიტი

 8. მარტოხელა მშობლისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18წლამდე ასაკის) შვილი:

ა) განცხადება;

 ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) მშობლის დაბადების მოწმობის ასლი;

 დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

 ე) გადაწყვეტილება მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ;

 ვ) სს. „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.

თ) საბანკო რეკვიზიტი.

9. ომისა და სამხედრო ძალების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახისათვის:

 9.1 მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

 დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

 9.2. სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზების შემთხვევაში:

 ა) ინფორმაცია,საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიანი მონაცემთა ბაზიდან.

 10. იძულებით გადაადგილებული (დევნილი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ოჯახისათვის;

 ა) განცხადება;

 ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისმერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.

11. მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვისსარიტუალო ხარჯებისათვის:

 ა) ადმინისტრაციულ ერთეულში,მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია წერილობით;

 ბ) პირადობის მოწმობის ასლი /პირზე, რომელზეც მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა რეკომენდაცია/;

 გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

 დ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;

 12. ოჯახისათვის, რომლის წევრებისაჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:

 ა) განცხადება;

 ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

 დ) ინვოისი – ანგარიშფაქტურა – კალკულაცია;

ე) ცნობა – საყოველთაოჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს ან/ და ლიმიტის ამოწურვას.

ვ) ხელშეკრულება (დავალიანების გადახდის თაობაზე);

ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.

13. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით) დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების, თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 ა) განცხადება;

ბ) პაციენტის პირადობის ან დაბადების მოწმობის (18 წლამდე ასაკის ბავშვი) ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა,შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულებიდან.

ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს ან/ და ლიმიტის ამოწურვას.

 ვ) ლაგოდეხისმუნიციპალიტეტისმერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.

14.ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და აგრეთვე, ოჯახში, ძალადობის მსხვერპლთათვის, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

ა) განცხადება;

ბ) ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) აქტი, შესაბამისი სამსახურიდან სიცოცხლისათვის საშიში , ავარიული სახლის შესახებ;

დ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“

ვ) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან სარეიტინგო ქულების შესახებ;

ზ) უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება;

თ) საცხოვრებელი სახლის, საკუთრების/ფაქტობრივი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი ) დამქირავებლის საბანკო ანგარიში.

 ვ) მოძალადეზე გარკვეული მოქმედებების შეზღუდვისა ან აკრძალვისას, გაცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერის ასლი.

15. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

გ) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს,ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან სარეიტინგო ქულების შესახებ;

დ) სს „ენერგო პროჯორჯია“, ლაგოდეხის აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი ან/და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიიდან, აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;(საჭიროების შემთხვევაში)

16. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე ხანდაზმულთადასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) მოხუცებულის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

17. დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიის უზრუნველსაყოფად:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ფორმა IV-100 (დედანი);

დ) ცნობასამედიცინო დაწესებულებიდანსადაც გადის მკურნალობას.

ე)ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“

18.უდედმამო ბავშვები(18 წლამდე);

 ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;qa

დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“

19. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტები“ (ფენილკეტონურია; ცელიაკი )

ა) განცხადება. (მშობლის; მეურვის; დედმამიშვილის).

ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისწარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“

ვ) ანგარიშფაქტურა;

20. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის (პირველი ჯგუფი) მქონე სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებელში;

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა შესაბამისი უმაღლეს სასწავლებლიდან სწავლის საფასურის დავალიანების თაობაზე ;

 დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;

 ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისწარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“

 ვ) უმაღლესი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტი.

21. დედით და მამით ობოლი სტუდენტების წახალისება;

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა შესაბამისი უმაღლეს სასწავლებლიდან სწავლის საფასურის დავალიანების თაობაზე

 დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები;

 ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისწარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“

ვ) უმაღლესი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტი.

22. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისება;

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ)ცნობა შესაბამისი უმაღლეს სასწავლებლიდან ორივე სემესტრის (შემოდგომისა და გაზაფხულის) მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ;

 ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისწარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“

ვ) საბანკო რეკვიზიტი

23. 2022 წლის პირველკურსელთა წახალისება ,,ელექტრონული წიგნის წამკითხველი მოწყობილობით“;

2022 წლის პირველ კურსელთა წახალისებლად ქალაქ ლაგოდეხში საგანმანათლებლო რესურსცენტრიდანწარმოდგენილი ინფორმაცია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლადამთავრებული პირის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის თაობაზე.

მუხლი 10. სოციალური დახმარების ოდენობა

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახზე - 15ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ოჯახზე, რომელსაც ჰყავს ერთი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი (18 წლამდე ასაკის) -15ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

3. უსინათლოთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 100 ლარის ოდენობით, 13 ნოემბერს უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვი -15ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;აგრეთვე, წლის ბოლოს, საახალწლოდ, დამატებით,ერთჯერადად ,ჩაერიცხებათ თანხა - 200 ლარის ოდენობით.

5. მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - 15 ლარი ყოველ თვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;აგრეთვე, წლის ბოლოს, საახალწლოდ,დამატებით, ერთჯერადად, ჩაერიცხებათ თანხა - 200 ლარის ოდენობით.

6. ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე პირველშვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით100ლარიდა ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე მეორე შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი. აგრეთვე, ყველა ახალშობილს, გადაეცემა,,ახალშობილის კალათი“.

7. ტყუპი ბავშვის (ორი და მეტი) ახალშობილის შეძენისას, ერთჯერადად ფულადი დახმარების თანხა -500(ხუთასი) ლარი.

8.მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18- წლამდე ასაკის შვილი,დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თითოეულ 18-წლამდე ასაკის შვილზე 100 ლარის ოდენობით. ხოლო სოციალურად დაუცველ 0- დან 65 000 მდე სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიან ოჯახს დამატებით, საახალწლოდ, ერთჯერადად, ჩაერიცხებათ თანხა - 200 ლარის ოდენობით.

9 . სამშობლოსდაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე:

 ა) გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 500ლარი;

 ბ) სადღესასწაულოღონისძიებების შემთხვევაში არა უმეტეს -200 ლარისა.

10 .უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 500ლარი;

11. იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახებზე ფულადი დახმარების სახითარა უმეტეს 200 ლარისა. (აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით - 100 ლარი დათბობის სეზონზე - 100 ლარი.

12. ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების, მკურნალობისკვლევისთანადაფინანსებას ან დაფინანსებას,პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება განისაღვრება შემდეგნაირად:

ა)100 ლარამდე ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში დაფინასება განისაზღვრება - თანხის 100%;

ბ)200 ლარამდე ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში, თანადაფინანსება განისაზღვრება - 100 ლარის ოდენობით; 

გ) 200 ლარს ზევით, 1000 ლარამდე, ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში -თანხის50%.

დ) 1000 ლარს ზევითასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში - თანხის არაუმეტეს700ლარისა.

13. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის, საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება, განისაზღვრება, წლიური ლიმიტი 500 ლარის ოდენობით.

14. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე, 18 წლამდე ასაკის, პაციენტები, დაფინანსდებიან წელიწადში ერთჯერადად - 500 ლარის ოდენობით.

15. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) შედეგად დაზიანებული აქვსსახლი დასაფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, – ყოველთვიურად, არაუმეტეს 150ლარისა, ბინის ქირის დასაფარად,წლის განმავლობაში. ამავე პროგრამის ფარგლებში, ძალადობის მსხვერპლ ოჯახისათვის, დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა.

16. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც განსაზღვრული აქვთ ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდე, დათბობის სეზონთან დაკავშირებით, საჭიროებენ ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსებას, ჩაერიცხებათ ერთჯერადად, 100 ლარიაბონენტის სარეგისტრაციო ნომერზე.

 17. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 500 ლარი.

 18. ჰემო-დიალიზზედა პერიტონიალურიდიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის - მთელი წლის განმავლობაში , ყოველთვიურად- 200 ლარი (ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება).

19. დედით და მამით ობოლი ბავშვები ( 18 წლამდე) თითოეულზე - 100ლარი, ყოველთვიურად მთელი წლის განმავლობაში.

20. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების, სწავლის საფასურის თანადაფინანსება -500 ლარის ოდენობით.

21. დედით და მამით ობოლი სტუდენტების,სწავლის საფასურის თანადაფინანსება -500 ლარის ოდენობით.

22. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების (ყველა საგანში 91 დან -100 ქულამდე ან/და GPA რეიტინგი სემესტრის მიხედვით 91 -დან ზემოთ), ერთჯერადად წახალისება-1000ლარის ოდენობით.

23.2022 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლადამთავრებული ყველა პირველკურსელი წახალისდება ,,ელექტრონული წიგნის წამკითხველი მოწყობილობით“;

მუხლი 11. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება

1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, მოქალაქის მიერ,მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით განსახილველად, დაუყოვნებლივ, გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს, რომელიც ამოწმებს განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციების პროგრამასთან შესაბამისობას და ამზადებს მოხსენებით ბარათს, მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, ხოლო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისათვის მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახური სამედიცინო დაწესებულების სახელზემუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერით გასცემს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სამედიცინო მომსახურების) დასრულებისდამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.

 2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება, მუნიციპალიტეტის მერიის, 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად, ბენეფიციარების რაოდენობის გათვალისწინებით.

 3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება, მუნიციპალიტეტის მერიის, 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

4. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა - ,,სოციალურისტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველებისათვის, კახეთის რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ - ხორციელდება, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2022წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმისშესაბამისად.

5. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახების, აგრეთვე, სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა მოხდება 2022წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

თავი IV

სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი, შეფასების კრიტერიუმები და შედეგები

მუხლი 12. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი

სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:

1. სოციალური დახმარების გასაცემად, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება, მუნიციპალიტეტის მერისბრძანების საფუძველზე, როგორც ამ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების, ასევე სხვა გამონაკლის შემთხვევაში(მერის გადაწყვეტილებით).

2. სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქეთა მიერ, წარმოდგენილი საბუთების სისწორეს, აკონტროლებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.

3. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) გაწეული დახმარება ჩაირიცხება მოქალაქის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე.

 4. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების გაცემიდან ორი თვის ვადაში. აღნიშნული ვადისამოწურვის შემთხვევაში,სამედიცინო მომსახურება დაფინანსებას აღარ დაექვემდებარება.

 5. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მის კანონიერ წარმომადგენელზე,რომელმაც განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას .

 6.2021წლის ბოლოს და 2022წელში ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებზე, დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში.

 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე სადღესასწაულო საჩუქრები გაიცემა იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ( 18 წლამდე ასაკის) ბავშვებზე,ვინც ისარგებლა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამით და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებულიინფორმაციის საფუძველზე.

8. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართათვის განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება მოხდება, საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე.

9. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, უზრუნველყოფილი იქნება ბინის ქირით.

მუხლი 13. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები

სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:

1. საორგანიზაციო ნაწილში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.

2. საფინანსო ნაწილში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახური.

მუხლი 14. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადაა2022 წლის იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 15. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები

პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:

1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა.

2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა.

3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა.

4. პროგრამის განხორციელების ვადები.

მუხლი 16. პროგრამის განხორცილების შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგად:

1. უკეთესობისაკენ შეიცვლება სოციალური ფონი.

2. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები.

3. გაუმჯობესდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

4. ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა.


დანართი №2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის  მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

პროგრამის  2022    წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა


 

პროგრამული
კოდი

დასახელება

 

2022  წლის
პროექტი (ათ.ლარი)

 

06 00

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

 

 

 

06 01

 ჯანმრთელობის დაცვა

 

145,3

 

06 01 01

 საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

 

 

06 02

                                       სოციალური დაცვა

 

06 02 01

  ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა

ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება

62.4

ყოველთვიურად

06 02 02

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

152.0

წელიწადში ერთხელ და ახალ წელს ერთჯერადად.

ტყუპი შვილის შეძენისას ოჯახების დახმარება

წელიწადში ერთხელ

ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახის დახმარება

დაბადებიდან 6 თვის ვადაში

უდედმამო ბავშვთა ოჯახი

ყოველთვიურად

ობოლი და მარჩენალ დაკარგული ბავშვთა ოჯახი რომელსაც ჰყავს ერთი და მეტი არასრულწლოვანი შვილი.

პროგრამის შესაბამისად,

მარტოხელა  მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი

პროგრამის შესაბამისად,

ახალშობილთა სასაჩუქრე კალათი

პროგრამის შესაბამისად

06 02 03

 სამედიცინო კვლევების,  სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა.

სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება.

300.0

პროგრამის შესაბამისად

წელიწადში ერთხელ.

ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების  მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება.

პროგრამის შესაბამისად

წელიწადში ერთხელ.

იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18 წლამდე  პაციენტები.

პროგრამის შესაბამისად

წელიწადში ერთხელ.

06 02 04

უმწეო ხანდაზმულთა  სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსებისპროგრამა

 

52,5

 

06 02 05

 სტუდენტების დახმარების პროგრამა

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების დახმარება

115.0

პროგრამის შესაბამისად

წელიწადში ერთხელ.

დედით და მამით ობოლი 18 -დან 25 წლამდე  სსტუდენტების დახმარება

პროგრამის შესაბამისად

წელიწადში ერთხელ.

მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების დახმარება

პროგრამის შესაბამისად

წელიწადში ერთხელ.

06 02 06

 მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა

 

121.5

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

02 06 07

 იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარების პროგრამა

 

13.0

პროგრამის შესაბამისად

02 06 08

 ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა

 

5.0

პროგრამის შესაბამისად

02 06 09

 მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა

 

30.0

პროგრამის შესაბამისად

02 06 10

 უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება.

 

40.0

პროგრამის შესაბამისად

06 02 11

 100 და მეტი წლის ასაკის  ხანდაზმულ პირთა დახმარების პროგრამა

 

1.0

პროგრამის შესაბამისად

06 02 12

სარიტუალო ხარჯი 

სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესების დაცვა

7.0

პროგრამის შესაბამისად

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯებისათვის)

პროგრამის შესაბამისად

06 02 13

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის  სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) დახმარების პროგრამა;

მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება

47.0

პროგრამის შესაბამისად

მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახზე რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი 18 წლამდე. საახალწლოდ  ბავშვებისათვის ტკბილეულის პაკეტების შეძენა

პროგრამის შესაბამისად

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა. ბაცშვთა ადრეული განვითარების ცენტრის დაფინანსება.

პროგრამის შესაბამისად

უსინათლოთა დახმარება

პროგრამის შესაბამისად