ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016502
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20
16/12/2021
ვებგვერდი, 20/12/2021
010250050.35.117.016502
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (20/12/2021 - 16/12/2022)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2021 წლის 16 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი
ამბროლაურის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული  ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესი

მუხლი 1. პროგრამის რეგულირების სფერო და მიზანი
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და  მხარდაჭერის პროგრამა (შემდგომში –პროგრამა) განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული ბავშვებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასაცემი თანხის ოდენობასა  და გაცემის წესს.

2. პროგრამის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვა, ბავშვისა და ოჯახების მხარდაჭერა,  ბავშვის ოჯახების გაძლიერება მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარების  გაუმჯობესება.

3. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება რომლის გამოყენებაც უნდა მოხდეს ბავშვის სასწავლო პროცესში ჩასართავად, საკანცელარიო ნივთების შესაძენად, ბავშვის კვებისა და მედიკამენტების ხარჯების დასაფინანსებლად.


მუხლი 2. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა
1. ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500 (ხუთასი)  ლარის ოდენობით გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალური საფრთხის წინაშე (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე) მყოფ  ბავშვს რომელსაც ესაჭიროება ფინანსური დახმარება.

2. ამ მუხლით განსაზღვრული  ფინანსური დახმარება გაიცემა ერთ ოჯახში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე.


მუხლი 3. ფულადი დახმარების გაცემა
1. პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მიღების მიზნით ბავშვის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ბავშვის  დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ოჯახის  სარეიტინგო ქულის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ე) შშმ ან  სსმ პირის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა დედანი) (საჭიროების შემთხვევაში);

ზ)  ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში.

2. განცხადებას განიხილავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება  ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის (შემდგომში სოციალური მუშაკი) მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შედეგად წარმოდგენილი  დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ბავშვის სოციალური საფრთხის წინაშე ყოფნა. 

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 4. პროგრამის შედეგი
მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვისა და ოჯახების მხარდაჭერა,  ოჯახების გაძლიერება ბავშვების ფიზიკური და სოციალური მდგომარების  გაუმჯობესება.

მუხლი 5.  პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

მუხლი 6. პროგრამის შესრულების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2022 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 7. პროგრამის ადმინისტრირება და კონტროლი
1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამაზე  ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტი მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

2. პროგრამის ადმინისტრირებასა და კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

3. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

4. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.