ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016501
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
19
16/12/2021
ვებგვერდი, 20/12/2021
010250050.35.117.016501
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (20/12/2021 - 21/04/2022)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2021 წლის 16 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის დადგენილება N13 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 30/12/2020 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016480).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესი

მუხლი 1. პროგრამის რეგულირების სფერო და მიზანი
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციისა და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ბენეფიციარებისათვის, ხოლო სხვა ქვეპროგრამებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციის მქონე მოქალქეებისთვის, მათ შორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები, დროებით რეგისტრირებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – დევნილებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების ოდენობასა  და გაცემის წესს.

2. პროგრამის მიზანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის  მდგომარეობის გაუმჯობესება.

3. პროგრამა უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, აგრეთვე  მომსახურების იმ ნაწილის დაფინანსებას, რომელიც არ/ან ნაწილობრივ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახის დაზღვევით.

4. პროგრამა მოიცავს სამედიცინო მომსახურების შემდეგ ქვეპროგრამებს:

ა) ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა);

ბ) ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა;

გ) ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;

დ) ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა;

ე) ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დიეტური კვებით მკურნალობა.


მუხლი 2. ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა)
1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა ეპილეფსიით, პარკინსონით, გლაუკომით, ფსორიაზით, პოლიათროზით, პოლიართრიტით, კუნთოვანი დისტროფიით, კრონის, ვილსონის, სისხლის ქრონიკული დაავადებებით (თრომბოციტოპენიური პურპურა), მიასთენიით, ციროზით, ინსულტით (მოძრაობის მკვეთრი მოშლა), შაქრიანი დიაბეტით, ფარისებრი ჯირკვლით გამოწვეული დაავადებებით (დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი, კვანძოვანი ჩიყვი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, ჰიპოთირეოზი), ბრონქული ასთმით, ფილტვის ქრონიკული ობეტრუქციული დაავადებით (ფქოდ) ხანგრძლივად მოავადე პირს, რომელსაც ავადობის დიაგნოზით სჭირდება უწყვეტი თერაპიული  მკურნალობის კურსი.

2. დახმარება გაეწევა  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს (ას ორმოცდაათი ათასი).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა დაფინანსდება წლიური 200 (ორასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

4. დაფინანსების მიღების მიზნით ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა), სადაც მითითებული იქნება:

გ.ა) მასზედ, რომ პაციენტი  საჭიროებს მუდმივი მედიკამენტური მკურნალობის კურსს;

გ.ბ) იმ მედიკამენტების ჩამონათვალი (მკურნალობის მიმდინარე კურსზე რაოდენობრივად გათვლილი), რომელიც უნდა დაფინანსდეს;

დ) ანგარიშფაქტურა ან ინვოისი;

ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან მედიკამენტის დაფინანსების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან  სარეიტინგო ქულის შესახებ.


მუხლი 3. ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა
1. პროგრამით მოსარგებლეა ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია,  მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კვლევები და სხვა.

2. ბენეფიციარი ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.

4. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა IV-N100/ა);

დ) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი;

ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან  (საჭიროების შემთხვევაში).


მუხლი 4. ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
1. დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000-ს (ასი ათასი) (გარდა 0-18 წლამდე ბავშვებისა და მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარებისა).

2. ბენეფიციარი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წლიური ლიმიტით არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა (გარდა მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა).

3. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ ჩასატარებელი და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.

4. ქვეპროგრამით დაფინანსდება შემდეგი მომსახურებები:

ა) კომპიუტერული ტომოგრაფია;

ბ) მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია;

გ) კორონაროგრაფია/ანგიოგრაფია - 100%-ით;

დ) ელასტოგრაფია;

ე)  დოპლეროგრაფია;

5. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა IV-N100/ა);

დ) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი;

ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) სოციალურად დაუცველმა - ამონაწერი სოციალურად დაუცველი  ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან  სარეიტინგო ქულის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან  (საჭიროების შემთხვევაში).


მუხლი 5. ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა
1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული მკურნალობა.

2. დახმარება გაეწევა ამბროლაუის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირს, რომელის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000-ს (გარდა 0-18 წლამდე ბავშვებისა და ბენეფიციარებისა, რომელთაც ჩაუტარდათ მწვავე-გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია). მოსარგებლე ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 1000 (ათასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

3. დახმარება  გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირს, რომელთა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულა აღემატება 150 000-ს (ასორმოცდაათი ათასი), ან არ არის რეგისტრირებული აღნიშნულ ბაზაში, ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.      

4. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.

5. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა IV-N100/ა);

დ) ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი;

ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსებისა და მისი ოდენობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);  

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან   სარეიტინგო ქულის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან  (საჭიროების შემთხვევაში).


მუხლი 6. ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დიეტური კვებით მკურნალობა
1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა ფენილკეტონური დაავადების მქონე პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით სჭირდება უწყვეტი დიეტოთერაპია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაავადების მქონე პაციენტებს  დიეტოთერაპიისათვის აუცილებელი სპეციალური უცილო პროდუქტი დაუფინანსდებათ წლიური ლიმიტით  არაუმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარისა.

3. დაფინანსების მიღების მიზნით ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა),

დ) ანგარიშ–ფაქტურა ან ინვოისი (იმ პროდუქტების ჩამონათვალით, რომელიც ექვემდებარება დაფინანსებას);

ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან სამკურნალო პრეპარატების (დიეტური კვების პროდუქტების) დაფინანსების შესახებ;

4. ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულებასთან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.


მუხლი 7. პროგრამის შედეგი
მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის შენარჩუნებული  სტაბილური ჯანმრთელობა.

მუხლი 8. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

მუხლი 9. პროგრამის შესრულების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2022 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 10. პროგრამის ადმინისტრირება და კონტროლი
1. სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტი მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

2. პროგრამით მოსარგებლეს შეუძლია ისარგებლოს რამდენიმე ქვეპროგრამით, დახმარების საერთო ღირებულება ერთ მოსარგებლეზე წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 2000 (ორი ათას) ლარს გარდა:

ა) ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტებისა - წლიური ლიმიტი არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი;

ბ) ფენილკეტონური დაავადების მქონე  პაციენტებისა  -  წლიური ლიმიტი არაუმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი)  ლარი.

3. პროგრამის ადმინისტრირებასა და კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური.

4. სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

5. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.