ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016500
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
16/12/2021
ვებგვერდი, 20/12/2021
010250050.35.117.016500
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (20/12/2021 - 25/08/2022)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2021 წლის 16 დეკკემბერი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N12 დადგენილება (www.matsne.gov.ge: 30/12/2020 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016479).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესი

მუხლი 1. პროგრამის სფერო და მიზანი
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ბიუჯეტიდან ბენეფიციარებზე – ამ პროგრამის მე-6, მე-9, მე-14 მუხლების მიზნებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის  რეგისტრაციისა და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებზე, პროგრამის მე-11 მუხლის მიზნებისთვის მუნიცპალიტეტში მცხოვრებ და რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, ხოლო სხვა ქვეპროგრამებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციის მქონე მოქალაქეებზე, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე – დევნილებზე გასაცემი თანხის (შემდგომში – ბენეფიტი) ოდენობასა და გაცემის წესს.

2. პროგრამის მიზანია ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური წახალისება, მათი რაოდენობის ზრდა, ოჯახების სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების შექმნა-გაუმჯობესება.


მუხლი 2. სოციალური დაცვის ქვეპროგრამები
პროგრამა მოიცავს სოციალური დაცვის შემდეგ ქვეპროგრამებს:

ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;

ბ) 10 000 - მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების საახალწლო და სააღდგომო სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა;

გ) ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;

დ) ახლადშექმნილი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;

ე) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის ერთჯერადი  ფულადი დახმარება;

ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ზრუნვის ხელშეწყობა;

თ) „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის" სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება;

ი) ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი  დახმარება;

კ) მრავალშვილიან (სამი და მეტი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახზე ერთჯერადი ფულადი დახმარება;

ლ) მარჩენალდაკარგული (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი)  ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;

მ) უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა;

ნ) მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფულადი დახმარება;

ო) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება;

პ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ზამთრის თბობისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება;

ჟ)  100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.


მუხლი 3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება
1. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს და ასევე მარტოხელა პენსიონერს, რომლის ოჯახის  სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან  ბაზაში არ აღემატება 65 000 - ს.

2. დაინტერესებულმა პირმა  მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: 

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი(საჭიროების შემთხვევაში);

 დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ(საჭიროების შემთხვევაში).

3. განცხადებები, სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმებისა და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური  საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი) .

4. სამუშაო ჯგუფი მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, გამონაკლისის სახით, მიმართოს რეკომენდაციით მერს ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამაში იმ  პირის ჩართვის შესახებ, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არის უკიდურესად გაჭირვებული. თანხმობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფი  დამატებით მოიძიებს მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის წერილობით ინფორმაციას  ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამაში ჩართვის აუცილებლობის შესახებ.

5. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მოსარგებლეთა ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამაში ჩარიცხვის შესახებ.

6. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, ვანო კობახიძის ქ. N4) ყოველდღიურად, გარდა კვირისა და სხვა უქმე დღისა.

7. კვება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერსა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.


მუხლი 4. 10 000 - მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების საახალწლო და სააღდგომო სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირს/ოჯახს, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აქვს 10 000-მდე სარეიტინგო ქულა, საახალწლოდ და სააღდგომოდ გადაეცემა სასურსათო პაკეტი არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა.

2. სასურსათო პაკეტი გაიცემა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიწოდებული სიების, სოციალური პროგრამებისა და სოციალური  საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.

3. ბენეფიციარს სასაჩუქრე პაკეტი გადაეცემა  მერის  წარმომადგენლის მიერ, გადაცემის ფაქტი  დოკუმენტურად დადასტურდება  ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერით.


მუხლი 5. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ახალშობილის  მშობელზე, რომლის ახალშობილიც დარეგისტრირდა ამავე მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლად. პირველ და მეორე ახალშობილზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, მესამე და მომდევნო შვილის შეძენის შემთხვევაში – 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ტყუპის შეძენის შემთხვევაში – 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით.

2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ)  მშობლის პირადობის  დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

დ) ახალშობილის და მისი და - ძმების დაბადების მოწმობის ასლები;

ე) მშობლის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 6. ახლადშექმნილი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახლადშექმნილ ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000 – ს, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. ქვეპროგრამით სარგებლობისათვის აუცილებელი წინაპირობაა:

ა) ქორწინება (ფაქტობრივი თანაცხოვრება) შედგეს ფულადი დახმარების მიღების თაობაზე განცხადების შემოტანამდე არაუადრეს 3 თვის პერიოდში;

ბ) ორივე მეუღლე რეგისტრირებული იყოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ერთ-ერთი - მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე.

3. დაინტერესებულმა პირმა, ქორწინების რეგისტრაციის თარიღიდან 3 თვის ვადაში, მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ახალდაქორწინებულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

 დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ახალდაქორწინებულის ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;

ე) ქორწინების მოწმობის ასლი;

ვ) განმცხადებლის (ახალდაქორწინებულის) საბანკო ანგარიში.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 7. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. ქვეპროგრამის ფარგლებში  ანაზღაურდება:

ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება;

ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის (ომის მონაწილის) დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება.

2. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისათვის გაიცემა  ერთჯერადი ფულადი დახმარება  250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღიდან 1 (ერთი)  თვის ვადაში.

3. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

გ)  გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში);

 ე) პირის მიერ უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯის გაწევის თაობაზე მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია მაჟორიტარი დეპუტატის და ორი მეზობლის დადასტურებით (უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში);

ვ) დაკრძალვის ხარჯის გამწევი პირის საბანკო ანგარიში.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის ერთჯერადი  ფულადი დახმარება
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა ოჯახზე/წარმომადგენელზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის   პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის    ვინაობის შესახებ;

ე) შშმ ბავშვის დაბადების  მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული ბავშვის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ზ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის  საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ზრუნვის ხელშეწყობა
1. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარება, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსების მქონე პირზე, რომელიც:

ა) ავადობიდან (ქუადრიპლეგია, ტეტრაპლეგია, სპასტიური ცერებრალური დამბლა (ოთხივე კიდურის ღრმა პარეზით), ღრმა პარაპარეზი მენჯის და ორგანოების ფუნქციის დარღვევით) გამომდინარე ვერ იყენებს ზედა და ქვედა კიდურებს და საჭიროებს მომვლელს;

ბ) ავადობიდან გამომდინარე ვერ ახერხებს გადაადგილებას ან ამპუტირებული აქვს ქვედა ან ზედა კიდურები და ამავე დროს არის უსინათლო (პრაქტიკული სიბრმავე).

2. ყოველთვიური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსების მქონე პირზე, რომელიც ავადობიდან (პარაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზი, ქვემო ღრმა პარაპარეზი, კუნთთა პროგრესული ატროფია, ორივე ქვედა ამპუტირებული კიდური,  ცერებრალური დამბლა ორივე თვალის ნერვის ატროფიით) გამომდინარე ვერ იყენებს ქვედა კიდურებს/დამოუკიდებლად ვერ ახერხებს გადაადგილებას, საჭიროებს მომვლელს.

3.ყოველთვიური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსების მქონე პირზე, რომელიც ავადობიდან გამომდინარე არის უსინათლო და  აქვს ორივე თვალის სრული ან პრაქტიკული სიბრმავე  დამოუკიდებლად ვერ ახერხებს გადაადგილებას და საჭიროებს მომვლელს. 

4. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) შშმ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ავადობის მითითებით);

ე) შშმ პირის/კანონიერი წარმომადგენლის  დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) შშმ პირის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 10. დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის" სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება
1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო  მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრებელი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად 250(ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა);

დ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 11. ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება
1. საცხოვრებელ სახლზე ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკაროდ დარჩენილ, დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც ქვეყნის  ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი სახლი, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება, დაზიანების ხარისხის მიხედვით, არა უმეტეს  10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

2. უსახლკაროდ დარჩენილმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა  დაზარალებულმა (საცხოვრებელი სახლის მესაკუთრემ/მართლზომიერმა მფლობელმა) პირმა ზიანის დადგომიდან ერთი თვის ვადაში მუნიციპალიტეტის მერიაში   უნდა წარადგინოს:

 ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

 ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) აქტი ხანძრის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოდან;

დ) პოლიციის მიერ მოკვლეული მასალები, ხანძრის მიზეზების შესახებ;

ე) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

ვ) დაზარალებულის საბანკო ანგარიში.

3. მუნიციპალიტეტის მერია გამოითხოვს ინფორმაციას სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, დაინტერესებული პირისა (განმცხადებლის) და მისი ოჯახის წევრების მიერ უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის შესახებ.

4. განცხადება შემოწმებისა და განხილვის მიზნით (მათ შორის ზარალის ოდენობის დასადგენად)  გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური  საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს.

5. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, განიხილოს ყველა ის განცხადება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს პროგრამის ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე რეკომენდაციით მიმართოს მერს დახმარების გაცემის საჭიროების შესახებ.

6. თანხა გაიცემა სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მერის გამოცემული ბრძანებით.

7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 12. მრავალშვილიან (სამი და მეტი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახზე ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. მრავალშვილიან (სამი და მეტი 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახზე, რომელთა ორივე მშობელი (გამონაკლის შემთხვევაში ერთი) რეგისტრირებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მშობლების/მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

ე) მშობლის (ერთ-ერთის) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 13. მარჩენალდაკარგული (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარჩენალდაკარგულთა ერთჯერადი ფულადი  დახმარება გაიცემა ოჯახზე/წარმომადგენელზე:

ა) ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - მშობელზე 300(სამასი) ლარის ოდენობით;

ბ) ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - წარმომადგენელზე 600(ექვსასი) ლარის ოდენობით.

2.  დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი;

დ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი/ასლები;

ე) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის   ვინაობის შესახებ (დედ-მამით ობოლი ბავშვის შემთხვევაში);

ვ)  ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები, იძულებით გადაადგილებული ბავშვის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის  საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 14. უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე,   სოციალურად დაუცველ 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, უსახლკარო პირთა ოჯახებზე (უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა და  მცირეწლოვანი  ბავშვის ოჯახებს), რომლებიც სტიქიური მოვლენების და სხვა  გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო დარჩნენ უსახლკაროდ და ქვეყნის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი, ყოველთვიურად ბინის ქირისათვის გაიცემა ფულადი დახმარება არაუმეტეს  200 (ორასი) ლარისა.

2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

დ) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია მისი და მისი ოჯახის შემადგენლობის, უსახლკარობის და შემოსავლების შესახებ;

ე) ქვეყნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) ოჯახის ყველა წევრზე;

3. განცხადება სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმებისა და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური  საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს.

4. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დახმარება გაწევა უსახლკარო პირთა ოჯახებს.

5. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების შემდგომ დაინტერესებული პირის მიერ დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

 ა) ქირავნობის ხელშეკრულება;

ბ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გამქირავებლის საბანკო ანგარიში.

6. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას  დახმარების გაცემის თაობაზე.

7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით (ინსპექტირების აქტის საფუძველზე).


მუხლი 15. მარტოხელა მშობლის  ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობელს,  რომელსაც ჰყავს 0 -დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი, მიეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის  ასლი;

დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) მარტოხელა მშობლის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 16. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ   ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანზე - 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ვეტერანის დღესთან დაკავშირებით (17 ოქტომბერი), სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის  მიწოდებული სიების საფუძველზე.

2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი

ე) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის საბანკო ანგარიში.     

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 17. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ზამთრის თბობისათვის ერთჯერადი  ფულადი დახმარება
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირზე/ოჯახზე, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000-ს,  მარტოხელა პირს (გარდა შრომისუნარიანი პირისა), რომელსაც არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა,  ზამთრის თბობისთვის გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა.

2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების (01 იანვრიდან 01 აგვისტომდე) წარდგენის საფუძველზე.

3.  დაინტერესებულმა პირმა  მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: 

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის   სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

დ) მერის წარმომადგენლის ინფორმაცია პირის/ ოჯახის შემადგენლობის და შემოსავლების შესახებ;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.

3. განცხადებები, სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმებისა და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური  საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს.

4. სამუშაო ჯგუფი მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, გამონაკლისის სახით, მიმართოს რეკომენდაციით მერს დახმარება ერთჯერადად გაიცეს პირზე/ოჯახზე,  რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არის უკიდურესად გაჭირვებული.

5. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას  პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების შესახებ.


მუხლი 18. 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ხანდაზმულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული

პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

დ) ხანდაზმულის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


მუხლი 19. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების  ვადა განისაზღვრება 2022 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 20. პროგრამის შედეგები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის გაუმჯობესებული  დემოგრაფიული მდგომარეობა და ყოფითი პირობები.

მუხლი 21. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

მუხლი 22. პროგრამის ადმინისტრირება და კონტროლი
1. სოციალური დახმარების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტის მერიაში იწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

2. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.

3. პროგრამის მიმდინარეობაზე მონიტორინგს და კონტროლს ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური.

3. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მერის მიერ გამოცემული ბრძანების ფორმით.

4. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.