„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 100/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018100
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
100/ნ
17/12/2021
ვებგვერდი, 20/12/2021
430210000.22.022.018100
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (20/12/2021 - 07/03/2022)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №100/ნ

2021 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017112) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“:

1. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში);

ბ) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში);

გ) ისტორია (მოიცავს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის საკითხებს და ისწავლება VII-XII კლასებში);

დ) გეოგრაფია (მოიცავს საქართველოს და მსოფლიოს გეოგრაფიას და ისწავლება VII-XII კლასებში);

ე) სამოქალაქო განათლება (მოიცავს საგან „მოქალაქეობას“ – VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – X-XII კლასები).“.

2. 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ბუნებისმეტყველება (ისწავლება I-VI კლასებში);

ბ) ბიოლოგია (ისწავლება VII-XII კლასებში);

გ) ფიზიკა (ისწავლება VII-XII კლასებში);

დ) ქიმია (ისწავლებაVIII-XII კლასებში).“.

3. 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მოიცავს სავალდებულო საგანს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში);

ბ) მუსიკა (მოიცავს სავალდებულო საგანს მუსიკაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში).“.

4. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად:

„4. ქართული ენა და ლიტერატურა საშუალო საფეხურზე“.

5. 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად:

„4. ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) საშუალო საფეხურზე“.

6. 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად:

„3. მათემატიკა საშუალო საფეხურზე“.

7. 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად:

„3. მშობლიური ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისთვის საშუალო საფეხურზე”.

8. 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად:

„3. პირველი უცხოური ენა საშუალო საფეხურზე”.

9. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №6-ის შესაბამისად:

„3. მეორე უცხოური ენა საშუალო საფეხურზე”.

10. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №7-ის შესაბამისად:

„3. საზოგადოებრივი  მეცნიერებები საშუალო საფეხურზე”.

11. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №8-ის შესაბამისად:

„3. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები საშუალო საფეხურზე”.

12. 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად:

„3.     სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება საშუალო საფეხურზე”.

13. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №10-ის შესაბამისად:

„3. მუსიკა საშუალო საფეხურზე”.

14. 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №11-ის შესაბამისად:

„3. ფიზიკური აღზრდა და სპორტი საშუალო საფეხურზე“.

მუხლი 2
1. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის პირველი სექტემბრიდან, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების მიზნებისთვის გამოქვეყნებისთანავე.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი