„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1103-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 360050000.05.001.020445
1103-VIმს-Xმპ
15/12/2021
ვებგვერდი, 24/12/2021
360050000.05.001.020445
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლის:

ა) 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23.​ ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ზონაში, ვიზიტორთა ზონასა და ტრადიციული გამოყენების ზონაში, ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია ფიზიკური პირისა და იურიდიული პირისთვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის ობიექტის მშენებლობის მიზნით, ამავე მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი საბაზისო არქიტექტურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრებისა და ობიექტის სპეციალიზებული მიზნობრივი დანიშნულების ფარგლებში მიწის ნაკვეთის ოპტიმალური ფართობის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არაუმეტეს 49 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნაგობის უფლების გასხვისებაზე ან გაქირავებაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის პირობით.“;

ბ) 25 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 26 და 2პუნქტები:

„26. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონასა და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია ტერიტორიის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გაცემა:

ა) წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად;

ბ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად, თუ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეულია სტიქიური უბედურებით ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოებით, რომელსაც ახლავს ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების განადგურება ან იმგვარი დაზიანება, რომელმაც მისი ფუნქციონირების შეზღუდვა/შეწყვეტა გამოიწვია;

გ) წიაღის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად (მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მიწისქვეშა მინერალური წყლების, ნახშირჟანგის შესასწავლად/მოსაპოვებლად ან/და ამ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში);

დ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისთვის (რეაბილიტაციისთვის) და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელებისთვის, არქეოლოგიური სამუშაოებისა და არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად, არქეოლოგიური დაზვერვის განსახორციელებლად;

ე)  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე ღონისძიებების განსახორციელებლად;

ვ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად;

ზ) ხეების შესაძლო წაქცევით ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მისი/მათი დაზიანების რეალური საფრთხის არსებობისას ცალკეული ხე-მცენარეების მოჭრის მიზნით ან სტიქიური უბედურების ან გეოლოგიური პროცესების (ქვათაცვენა, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) თავიდან აცილების მიზნით პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურული ელემენტების მშენებლობისთვის/ფუნქციონირებისთვის (მათ შორის, რეკონსტრუქციისთვის, რეაბილიტაციისა და დემონტაჟისთვის) ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად.

27. ტერიტორიას სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. ტერიტორიით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა ექვემდებარება ერთჯერად კომპენსირებას, გარდა ამ მუხლის 26 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. მე-19 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევით, აგრეთვე დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემითა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემით მიღებული შემოსავლები.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 მარტამდე მიიღოს დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და ამ ქონებით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“.

9. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 მარტამდე მიიღოს დადგენილება „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2021 წ.

N1103-VIმს-Xმპ