დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 17 |
დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 01/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016538 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (02/12/2021 - 24/01/2022)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დანართი N1-ის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან. |
მუხლი 3 |
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.158.016521; გამოქვეყნების თარიღი: 23/12/2020 წელი (https://matsne.gov.ge/ka/document/view/5058663?publication=5)). |
|
დანართი N1
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 29081.8 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 345.0 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 20842.9 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 25752,8 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3266,5 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3336,5 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 70,0 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -308.3 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 308.3ათასი ლარის ოდენობით.
2021 წლის 1 იანვრისათვის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულმა ნაშთმა მთლიანობაში შეადგინა 7,425,6 ათ. ლარი. მათ შორის: მთავრობის განკარგულება N13 საგანმანათლებლო ინფრასტრქტურის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტებში 25944.94 ლარი; N27 09/01/2020 მთავრობის განკარგულების საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილ რესურსიდან ნაშთმა შეადგინა 11649.76 ლარი. მთავრობის განკარგულება N265 19/02/2016 ტრანსფერში ნაშთმა შეადგინა 34,815.71 ლარი; N136 18/01/2018 მთავრობის განკარგულებიდან ნაშთმა შეადგინა 9879,72 ლარი; N2630 18/12/2019 მთავრობის განკარგულებით გმოყოფილ ტრანსფერიდან ნაშთმა შეადგინა 308360,81 ლარი. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
ვალდებულებების კლება-საშინაო-სესხების ეკონომიკურ მუხლში გეგმა განისაზღვრა სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდთან 2017 წლის 13 მარტის N50 ხელშეკრულებების მიხედვით. სესხის ფარგლებში განხორციელდა ქალაქ ბოლნისში ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები და ასევე, ორი ცალი კომპაქტორიან ნაგავმზიდი მანქანის და ასი ცალი ნარჩენების კონტეინერის შესყიდვა.
ვალის ნაშთი 2022 წლის 1 იანვრისთვის შეადგენს 258594 ლარი და 2022 წლის 31 დეკემრისთვის კი - 201128 ლარი. |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერები |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 305.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 170,00 ათასი ლარის ოდენობით; ა.ა) ა.ა.ი.პ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის კონტროლის, საზოგადიობრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის;-ს მიერ 2021 წელს განსახორციელებელი; სავალდებულო ღონისძიებები ადგილობრივი დელეგირებული უფლებამოსილებისათვის 114.0 ათასი ლარის ოდენობით; ა.ბ) შ.პ.ს. დეზე-ეფექტის-ს მიერ განსახორციელებელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი სადერატიზაციო, სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოების უფლებამოსილებისათვის 56.0 ათასი ლარის ოდენობით; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 132,0 ათასი ლარის ოდენობით; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 3,0 ათასი ლარისა ოდენობით; 3. N2630 18/12/2019 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი 308,4 ათასი ლარი. |
თავი II
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 14.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
1.
1. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00)
პრიორიტეტის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს და ქვეპროგრამებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს,საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, ჯილდო, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, ვალების დაფარვის ხარჯებს. მმართველობითი სფეროს რეფორმა ერთ-ერთი მთავრი ფაქტორია მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის. ასევე იგეგმება გარკვეული რეფორმები, რომელიც განხორციელდება რამოდენიმე მიმართულებით: 1. ახალი სტრუქტურის, დებულებებისა და სამუშაოთა აღწერილობის შექმნა; 2. მმართველობითი გუნდის მუშაობის შეფასების შიდა და გარე სისტემების შექმნა; 3. მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებისას მოსახლეობის ჩართულიბის სისტემების შექმნა; 4. საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება; 5. ქონების მართვის სისტემის გაუმჯბესება; 6.მიმდინარე პროცესების მართვა და სხვა. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. ადგილობრივი ბიუჯეტით, მასში გაწერილი პროგრამებითა და ქვეპროგრამებით განისაზღვრება, თუ როგორ უნდა დახარჯოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ საჯარო ფინანსები იმ გადაწყვეტილებების განსახორციელებლად, რომლებიც აუცილებელია მოქალაქეთა ცხოვრებისთვის. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიუჯეტის შემუშავების ფუნდამენტური პრინციპია - ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. გამჭვირვალობა გულისხმობს ბიუჯეტების პროექტების წარმომადგენლობით ორგანოებში განხილვის პროცედურების საჯაროობას საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის; დამტკიცებული ბიუჯეტებისა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნებას; ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის. აღნიშნული პრინციპების საფუძველზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს ჩაერთოს ბიუჯეტის შემუშავებისა და აღსრულების პროცესში. მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ და საკუთარი მოსაზრებები მიაწოდონ ადგილობრივ ხელისუფლებას. ბიუჯეტის პროექტის შედგენის, განხილვისა და დამტკიცებისას, მოქალაქეებს უფლება აქვთ, წინადადებებით მიმართონ მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, ასევე, დაესწრონ საკრებულოს სხდომებს და მიაწოდონ საკრებულოს საკუთარი წინადადებები და შენიშვნები. ბიუჯეტის შედგენისა და განხილვის ეტაპებზე მოქალაქეთა მონაწილეობის კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმებია: საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობა; საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა; საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციის წესით ინიცირება. გარდა ზემოაღნიშნულისა, ნებისმიერი მოქალაქის კანონით გარანტირებული უფლებაა მოითხოვოს შეხვედრა საკრებულოს წევრთან და მიაწოდოს საკუთარი მოსაზრება ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით საკრებულო ვალდებულია უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების საჯარო განხილვა მათ დამტკიცებამდე. ასევე, საკრებულოს ვალდებულებაა სამ თვეში ერთხელ მაინც უზრუნველყოს „ღია კარის სხდომები“ მოქალაქეთა მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსასმენად. გარდა საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურისა, ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების, პროგრამებისა და ქვეპროგრამების შედგენის ეტაპზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით იმართება საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტისა და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის. აღნიშნულ შეხვედრებზე ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს განიხილოს საბიუჯეტო დოკუმენტების პროექტები, დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება წარმოდგენილ პროექტებთან დაკავშირებით და მიაწოდოს რეკომენდაციები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობას, მერიის შესაბამისი სამსახურებისა თუ ორგანიზაციების წარმომადგენლებს. გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებისა, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს ჩაერთოს პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის შემუშავების პროცესში. მოქალაქეთა მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმები თვითმმართველობის ბიუჯეტის აღსრულების პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიუჯეტი დაიგეგმოს გამჭვირვალედ, მიზანმიმართულად და საზოგადოების ფართო ჩართულობით, ხოლო მისი ხარჯვა კი განხორციელდეს მაქსიმალურად ეფექტიანად. ბიუჯეტის ხარჯვის, ანუ აღსრულების, ეტაპზე მოქალაქეებს შეუძლიათ, განახორციელონ მონიტორინგი, თუ რამდენად წესებისა და პროცედურების დაცვით ხდება დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვა და ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება, ასევე, რამდენად მიზანმიმართულად და ეფექტიანად იხარჯება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ საბიუჯეტო რესურსები. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და აუდიტორული დასკვნა არის საჯარო ინფორმაცია და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის. გასათვალისწინებელია, რომ წლის განმავლობაში, ადგილობრივ ბიუჯეტში შედის ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ბიუჯეტს ემატება ახალი ღონისძიებები, ასევე, იცვლება არსებული ღონისძიებების დაფინანსება. მოსმენილი ანგარიშების საფუძველზე, მოქალაქეს უფლება აქვს შეიმუშაოს რეკომენდაციები და წარუდგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით.
1.3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახური.(პროგრამული კოდი 01 05)
|
2.
2. ინფრასტრუქტურის განვითარება.(პროგრამული კოდი 02 00)
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, ამიტომ აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია.(პროგრამული კოდი 02 01)
2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. (პროგრამული კოდი 02 02)
2.2.1. სარწყავი არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 02 01)
2.2.2. სასმელი წყლით მომარაგების სამუშაოები. (პროგრამული კოდი 02 02 02)
2.2.3. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია.(პროგრამული კოდი 02 02 03)
2.2.5. ბინათმშენებლობა.(პროგრამული კოდი 02 02 06)
2.2.6. სარიტუალო მომსახურებისა და სასაფლაოების მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 02 02 07)
2.2.7. კორპუსების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 02 02 10)
2.2.8.ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება (პროგრამული კოდი 02 02 11)
2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები. (პროგრამული კოდი 02 03)
2.3.1. ქალაქის შემოსასვლელის, ქუჩების კეთილმოწყობა და ქალაქის ნაწილის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 03 01)
2.3.3. ცენტრალური პარკის მოვლა (პროგრამული კოდი 02 03 03)
2.6. საპროექტო დოკუმენტაციის და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება (პროგრამული კოდი 02 06)
|
3.
3. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. პრიორიტეტის განხორციელებით საგრძნობლად გაუმჯობესდება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა, ქალაქისათვის აუცილებელ და მნიშვნელოვან საზრუნავს წარმოადგენს მისი დასუფთავება, უპატრონო ცხოველებისაგან იზოლირება და ხეების გადაბელვა, ქალაქის მოსახლეობის დასვენების პირობები. მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა, მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა.
3.1. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01)
3.2 ნარგავების მოვლა-პატრონობა, გამწვანება (პროგრამული კოდი 03 02)]
|
4.
4. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უნარშეზღუდულ ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირებას და მათ საგამანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრში სწავლას.
4.1.სკოლამდელი განათლება.(პროგრამული კოდი 04 01)
4.1.1. ა(ა)იპ - ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლანმდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულება" (პროგრამული კოდი 04 01 01)
4.1.2. საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 01 02)
4.2. უნარშეზღუდული ბავშვების ხელშეწყობა. (პროგრამული კოდი 04 02)
|
5.
5. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებს, როგორც ქვეყნის მრავალმხრივი განვითარების ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს სეგმენტს, ბევრ სხვა სიკეთეებთან ერთად მისი წილი ეკონომიკის ადგილობრივ დონეზე გაჯანსაღებაში არანაკლებ პატარა მოცულობისა შეიძლება გავხადოთ თუ მისადმი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება მოხერხდება თანამედროვე მიდგომებით, მაგ: შემოქმედებითი და სპორტული ინდუსტრიების შექმნა, როგორც დასაქმებისა და ტურიზმის განვითარებისათვის ეფექტური ხელშემწყობი ფაქტორი;
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროები ადგილობრივ დონეზე დაეფუძნება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად პრინციპებს
5.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა.(პროგრამული კოდი 05 01)
5.1.1. სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა. (პროგრამული კოდი 05 01 01)
5.1.1.1. ა(ა)იპ - სკოლიგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი(პროგრამული კოდი 05 01 01 01)
5.1.1.2. ა(ა)იპ - ბოლნისის მუნიციაპიტეტის საჭადრაკო სკოლა „ნონა“ (პროგრამული კოდი 05 01 01 02)
5.1.1.3. ა(ა)იპ - რაგბის კლუბი ბოლნისი (პროგრამული კოდი 05 01 01 03)
5.1.1.4. ააიპ სსსდ ბოლნისის ძიუდოს სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 01 05)
5.1.2 სპორტული ობიექტების მოწყობა/რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 02).
5.1.2.2. ააიპ ბოლნისის მუნიციპალური სტადიონებისა და სპორტული მოედნების მართვის სამსახური (პროგრამული კოდი 05 01 02 02).
5.2 .კულტურის განვითარების ხელშეწყობა.(პროგრამული კოდი 05 02)
5.2.1 კულტურის ორაგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01)
5.2.1 .1. ა(ა)იპ - ბოლნისის მუნიციაპიტეტის თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 01 01)
5.2.1 .2. ა(ა)იპ - ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01 02)
5.2.1 .3. ა(ა)იპ - ბოლნისის მუნიციაპიტეტის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01 03)
5.3. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03)
5.4. ეპარქიის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04)
5.5. საგამომცემლო საქმიანობა.(პროგრამული კოდი 05 05)
5.6. განცხადება, რეკლამა და საეთერო დრო (პროგრამული კოდი 05 06)
5.7. წარჩინებული სპორტსმენების,სტუდენტებისა და მოსწავლეების ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 05 07)
5.8. ინიციატივების თანადაფინასება(პროგრამული კოდი 05 08)
5.9. ახალგაზრდობის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 09)
|
6.
6. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.(პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
6.1. ჯანდაცვის პროგრამები.(პროგრამული კოდი 06 01)
6.1.2 . საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა.(პროგრამული კოდი 06 01 01)
6.1.2 .1. ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.(პროგრამული კოდი 06 01 01 01)
6.1.2 .2. სადერატიზაციო, სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოები(პროგრამული კოდი 06 01 01 02)
6.2 . სოციალური პროგრამები. (პროგრამული კოდი 06 02)
6.2.1. ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 01)
|
დოკუმენტის კომენტარები