„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 561
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.10.003.023117
561
29/11/2021
ვებგვერდი, 01/12/2021
000000000.10.003.023117
„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №561

2021 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №92,  მუხლი 1360) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. განისაზღვროს გზათსარგებლობის საფასური საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) ტვირთის გადაზიდვისას – ერთ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 200 ლარის ოდენობით.“.

2. დადგენილებით განსაზღვრული „გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურების და პირობების“:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) ტვირთის გადაზიდვისას, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები) ან 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა)) სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (შემდგომში – სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება) მფლობელი/მძღოლი ვალდებულია (გარდა ამ პროცედურებისა და პირობების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა):

ა) უზრუნველყოს გზათსარგებლობის საფასურის გადახდა:

ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ უზრუნველყოფილია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალების) შესახებ ელექტრონული ინფორმაციის სსიპ – შემოსავლების სამსახურში (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენა, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმით, ან;

ა.ბ) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებში, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პუნქტებში ან საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოგასამართ სადგურებში/კომპლექსებში იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესახებ ელექტრონული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენა, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმით, ან;

ბ) შეიძინოს გზათსარგებლობის საფასურის ბარათი;

გ) გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში) ან ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთან გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათი წარადგინოს:

გ.ა) ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას – საბაჟო გამშვებ პუნქტში;

გ.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საზღვაო გზით გასატანი ტვირთის:

გ.ბ.ა) საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო კონტროლის ზონაში გადმოტვირთვისას – შესაბამის საბაჟო საწყობში;

გ.ბ.ბ) საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე გადმოტვირთვისას – შესაბამის საბაჟო გამშვებ პუნქტში;

გ.გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საჰაერო გზით გასატანი ტვირთის:

გ.გ.ა) საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავედ განლაგებული საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გადმოტვირთვისას – შესაბამის საბაჟო საწყობში;

გ.გ.ბ) საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ან მის მომიჯნავედ განლაგებული საბაჟო კონტროლის ზონის (გარდა საბაჟო საწყობისა) ტერიტორიაზე გადმოტვირთვისას – შესაბამის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში.“;

ბ) მე-8 – მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დაუშვებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება)  გასატანი ტვირთის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა გზათსარგებლობის საფასურის გადახდის გარეშე.

9. ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი საგადახდო დავალების, ქვითრის ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის საფუძველზე, გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური.

10. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის ან „გ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალება, რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში) ან ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთან გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის (რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში) ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენის შემდეგ.“;

გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესი, ასევე ამ დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დგინდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი