ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესის, ფორმისა და რეკვიზიტების განსაზღვრის შესახებ

ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესის, ფორმისა და რეკვიზიტების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-93/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016919
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-93/ნ
30/11/2021
ვებგვერდი, 30/11/2021
470230000.22.035.016919
ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესის, ფორმისა და რეკვიზიტების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/11/2021 - 09/12/2021)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-93/ნ

2021 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესის, ფორმისა და რეკვიზიტების განსაზღვრის შესახებ

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და 31-ე მუხლების, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების, „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №67 განკარგულების,  „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული გეგმის მე-4 მუხლის 11 და 12 პუნქტების „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესი, ფორმა და რეკვიზიტები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 დეკემბრიდან.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე



დანართი №1

 

ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესი, ფორმა და რეკვიზიტები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესს, ფორმას და რეკვიზიტებს, მათ შორის პირის (საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე) ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული სტატუსის ფორმირებისა და შესაბამისი აპლიკაციების ფუნქციონირების მახასიათებლებსა და მოქმედების მთავარ პრინციპებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) COVID-19 – კორონავირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეული ინფექცია;

ბ) CovidPass – მობილური აპლიკაცია, რომელიც ახდენს პიროვნების მწვანე ან წითელი სტატუსის განსაზღვრას;

გ) Georgia e-Health – მობილური აპლიკაცია, რომელშიც აისახება პირის ვაქცინაციის, გამოჯანმრთელებისა და ტესტირების შესახებ ინფორმაცია და რომელიც ინტეგრირებულია ევროკავშირის ანალოგიურ სისტემასთან;

დ) Georgia Validator – მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ხდება ევროკავშირის ერთიან სისტემასთან პირის სტატუსის შემოწმება;

ე) QR კოდი – მანქანურად წაკითხვადი კოდი, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის ელექტრონული წამკითხველის ან/და მობილური მოწყობილობის კამერის საშუალებით წასაკითხად;

ვ) კოვიდ-სერტიფიკატი – პირის ვაქცინირების, გამოჯანმრთელების ან/და ტესტირების სტატუსის ამსახველი ელექტრონული ან მატერიალური დოკუმენტი, რომელიც, მატერიალური ფორმით, CovidPass-ის შემთხვევაში, ამოიბეჭდება ვებგვერდიდან (covidpass.moh.gov.ge), QR კოდის სახით, ამ წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტისა ან „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანების (შემდგომში – მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01–11/ნ ბრძანება) შესაბამისად, ხოლო Georgia e-Health-ის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესისა და „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანების (შემდგომში – მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01–11/ნ ბრძანება) შესაბამისად;

ზ) მწვანე სტატუსის მინიჭება – აპლიკაციის მიერ მონაცემთა დამუშავების შედეგად პირისათვის COVID-19-ის ინფექციის მიმართ ნაკლები რისკის მქონე სტატუსის მინიჭება, რაც გულისხმობს იმას, რომ პირი ან სრულად ვაქცინირებულია, ან მის მიერ ჩატარებული ტესტი უარყოფითია, ან გადატანილი აქვს COVID-19, ქვეყანაში მოქმედი/აღიარებული რეგულაციების შესაბამისად;

თ) წითელი სტატუსის მინიჭება – აპლიკაციის მიერ მონაცემთა დამუშავების შედეგად პირისათვის COVID-19-ის ინფექციის მიმართ მაღალი რისკის მქონე სტატუსის მინიჭება, რაც გულისხმობს იმას, რომ პირი არ არის ვაქცინირებული, ან მის მიერ ჩატარებული ტესტი დადებითია, ან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებით განსაზღვრულ პერიოდში გადატანილი არ აქვს COVID-19;

ი) კოვიდ-სტატუსი – პირისათვის მწვანე ან წითელი სტატუსის მინიჭება აპლიკაციებში განთავსებული მონაცემების დამუშავების შედეგად;

კ) გეითვეი – ევროკავშირის სისტემაში ჩართული აპლიკაციების ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატების მიმოცვლის სისტემა;

ლ) ვაქცინაციის სერტიფიკატი – მატერიალური ან ციფრული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის, ვაქცინის ტიპის შესაბამისად პროტოკოლის მიხედვით სრულფასოვან აცრას (ერთჯერადი, ორჯერადი ან/და ბუსტერ დოზით);

მ) ვალიდატორი – ელექტრონული საშუალება, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სხვა ინფორმაციის მატარებლის მიერ გამოტანილი ინფორმაციის ნამდვილობის ან/და გამცემი ფიზიკური ან იურიდიული პირის ავტორიზაციის შემოწმება.

მუხლი 3. Georgia e-Health აპლიკაცია

1. Georgia e-Health არის მობილური აპლიკაცია, რომელშიც აისახება პირის საქართველოს ტერიტორიაზე ვაქცინაციის, გამოჯანმრთელებისა და კოვიდ-ტესტირების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია. აღნიშნული სისტემა ინტეგრირებულია ევროკავშირის ანალოგიურ სისტემასთან.

2. აპლიკაცია თავსებადია გუგლის ანდროიდის და ეფლის iOS მობილურ ოპერაციულ სისტემებთან და განთავსებული იქნება Google Play-სა და App Store-ზე.

3. აპლიკაციაში რეგისტრაცია ხდება პირის პირადი ნომრის/ უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პირადი ნომრის ან პასპორტის ნომრის, და იმ მობილურის ნომრის საშუალებით, რომლითაც მოხდა პირის მიერ ვაქცინაციის პუნქტში ვიზიტის დაჯავშნა, ვაქცინაციის ჩატარებისას ან/და COVID-19-ის ტესტის ჩატარებისას დაფიქსირება. თუ რეგისტრაციისას, ამ პუნქტში ჩამოთვლილი სამი სისტემიდან შესაბამის პირზე დაფიქსირებული მობილურის ნომერი არცერთში არ მოიძებნა, საჭიროებას წარმოადგენს დამატებითი ვერიფიკაციის გავლა სხვა იდენტიფიკატორებით (ვაქცინაციის ჯავშნის კოდით, ლაბორატორიული ტესტის ბარკოდის ნომრით ან პირადობის მოწმობის დოკუმენტის ნომრით).

4. აპლიკაციაში წარმატებით რეგისტრაციის შემდგომ ჩნდება პირის შესახებ შემდეგი მონაცემები:

ა) სახელი და გვარი;

ბ) პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი;

გ) კოვიდ სტატუსი;

დ) ვაქცინაციის სერტიფიკატი;

ე) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დასახელება;

ვ) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების თარიღ(ებ)ი;

ზ) ბოლო PCR კვლევის შესახებ მონაცემები;

თ) ბოლო სწრაფი ტესტის შესახებ მონაცემები;

ი) ბოლო 6 თვის განმავლობაში დაავადების გადატანის შესახებ მონაცემები;

კ) მონაცემები იმუნიზაციის პორტალზე რეგისტრირებული არასრულწლოვანი შვილებისა და მათი კოვიდ-სტატუსის შესახებ.

5. აპლიკაციის მიერ გამოტანილი ინფორმაცია ეფუძნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ოპერირებად ბაზებში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) შენახულ შემოწმებადი პირების მონაცემებს.

6. აპლიკაცია იძლევა შესაბამის სტატუსს (მწვანე/წითელი) ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. ამ მუხლის მე-7 პუნქტში ჩამოთვლილია გარემოებები, რომლიდან ერთ-ერთის არსებობაც, მოქმედი რეგულაციების თანახმად, იძლევა მწვანე სტატუსის გენერირების საშუალებას.

7. მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, Georgia e-Health აპლიკაცია სტატუსის გამოსახვისას ამოწმებს პირის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) პირის სრული კურსით ვაქცინაციის შესახებ;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე გამოჯანმრთელება, რაც გულისხმობს COVID-19-ის დადასტურების თარიღიდან 14 დღის გასვლის შემდგომ 6 თვის მანძილზე მიმდინარე პერიოდს;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციაზე ჩატარებული PCR ტესტირების ნეგატიური პასუხი;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ანტიგენ/სწრაფი ტესტირების ნეგატიური პასუხი.

8. აპლიკაცია რეგისტრაციისთვის პირისგან ითხოვს შემდეგი მონაცემების შეყვანას:

ა) მოქალაქეობრივი სტატუსი;

ბ) სახელი და გვარი;

გ) დაბადების წელი;

დ) პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი;

ე) ელ. ფოსტა (არასავალდებულო);

ვ) შერჩეული პაროლი, რომელიც შედგება 8 სიმბოლოსგან, მათ შორის, 2 ციფრი, 1 მთავრული და 1 სპეც. სიმბოლო;

ზ) მობილური ტელეფონის ნომერი;

თ) აპლიკაციის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობა.

9. აპლიკაციით უზრუნველყოფილია ევროკავშირის შესაბამისი გეითვეის არქიტექტურით ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლა, რაც შესაძლებელს ხდის პარტნიორი ქვეყნის მიერ გამოყენებადი წამკითხველების საშუალებით აპლიკაციის მიერ გამოტანილი ინფორმაციის ავტორიზებული ორგანიზაციის მეშვეობით გაცემის დადასტურებას.

10. აპლიკაციით გენერირებულ QR კოდს გააჩნია იგივე იურიდიული ძალა, როგორიც ბეჭდურ დოკუმენტს, რომელიც გაიცემა მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 4. Georgia Validator აპლიკაცია

1. Georgia Validator არის მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ევროკავშირის ერთიან სისტემასთან მიერთებული ქვეყნების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული ელექტრონული სერტიფიკატებით მფლობელის სტატუსის შემოწმება.

2. Georgia Validator აპლიკაციის საშუალებით ხდება ევროკავშირის ერთიან სისტემასთან მიერთებული ქვეყნების მიერ გაცემულ ციფრულ კოვიდ სერტიფიკატებზე ასახული QR კოდის წაკითხვა და სტატუსის მანიშნებელი ინფორმაციის გენერირება.

3. Georgia Validator აპლიკაცია ხედავს შესაბამისი ქვეყნის e-Health ტიპის აპლიკაციის ან მისი ანალოგის მიერ შეგროვებულ იმ ინფორმაციას, რომელიც ადგენს პირის კოვიდ-სტატუსს ვაქცინაციის, ტესტირებისა და დაავადების გადატანის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

4. Georgia Validator აპლიკაციის საშუალებით ხდება პირის შესახებ იმ ინფორმაციის მიღება, რომლითაც დგინდება მისი მწვანე ან წითელი სტატუსი. სტატუსის განმსაზღვრელი დეტალები Georgia Validator აპლიკაციის მფლობელისათვის არ არის ხელმისაწვდომი.

5. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან ერთ-ერთის არსებობა დგინდება, აპლიკაცია აგენერირებს მწვანე სტატუსს, ხოლო თუ ჩამოთვლილი გარემოებიდან არცერთი არ არსებობს – წითელს:

ა) ვაქცინაციის სრულად ჩატარების შესახებ;

ბ) გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაციას, რაც გულისხმობს COVID-19-ის დადასტურების თარიღიდან 14 დღის გასვლის შემდგომ 6 თვის მანძილზე მიმდინარე პერიოდს;

გ) უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციაზე ჩატარებული PCR ტესტირების ნეგატიური პასუხი;

დ) უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ანტიგენ/სწრაფი ტესტირების ნეგატიური პასუხი.

6. აპლიკაცია თავსებადია გუგლის ანდროიდის და ეფლის iOS მობილურ ოპერაციულ სისტემებთან და განთავსებულია Google Play-სა და App Store-ზე.

7. ევროკავშირის მიერ მიღებული ციფრული კოვიდ სერტიფიკატის გეითვეის გამოყენებით აპლიკაციას შეუძლია დაადასტუროს სისტემაში ჩართული ქვეყნების მიერ გაცემული სერტიფიკატების ნამდვილობა.

მუხლი 5. CovidPass აპლიკაცია/ვებგვერდი (covidpass.moh.gov.ge)

1. CovidPass აპლიკაციის/ვებგვერდის (covidpass.moh.gov.ge) საშუალებით ხდება საქართველოში განსაზღვრულ სივრცეებსა და ღონისძიებებზე შესვლისას პირის კოვიდ-სტატუსის შემოწმება, საქართველოში მოქმედი რეგულაციების მიხედვით.

2. CovidPass აპლიკაციის/ვებგვერდის (covidpass.moh.gov.ge) საშუალებით აპლიკაციის მფლობელის მიერ ხდება მის შესახებ იმ ინფორმაციის გაცემა, რომლითაც დგინდება მისი მწვანე ან წითელი სტატუსი. სტატუსის განმსაზღვრელი დეტალები CovidPass აპლიკაციით წარდგენილი QR კოდის წამკითხველისათვის არ არის ხელმისაწვდომი.

3. CovidPass-ის აპლიკაციის/ვებგვერდის (covidpass.moh.gov.ge) ვალიდატორს წარმოადგენს საკუთრივ აპლიკაციის მიერ გენერირებული პირის სტატუსი. აპლიკაცია ქვეყნის შიგნით შესაბამის ღონისძიებებზე და სივრცეებში დასაშვებად არ საჭიროებს ცალკე ვალიდატორი აპლიკაციის გამოყენებას.

4. აპლიკაცია თავსებადია გუგლის ანდროიდის და ეფლის iOS მობილურ ოპერაციულ სისტემებთან და განთავსებული იქნება Google Play-სა და App Store-ზე.

5. აპლიკაციის მიერ გამოტანილი ინფორმაცია ეფუძნება ცენტრის, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოპერირებად ბაზებში შენახულ შემოწმებადი პირების მონაცემებს.

6. აპლიკაცია/ვებგვერდი სტატუსის შემოწმების მიზნით აგენერირებს უნიკალურ QR კოდს, რომლის გადამოწმების შედეგადაც მწვანე სტატუსის შემთხვევაში გამოდის პირის სახელის და გვარის ინიციალები, სურათი და კოვიდ სტატუსი. ხოლო წითელი სტატუსის შემთხვევაში, მხოლოდ კოვიდ სტატუსი და უარყოფითი პასუხის სავარაუდო მიზეზები.

7. აპლიკაციის/ვებგვერდის მიერ გენერირებული QR კოდის შემოწმებისთვის საჭიროა აპლიკაციაში/ვებ გვერდზე ინტეგრირებული QR კოდის წამკითხველის გამოყენება.

8. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან ერთ-ერთის არსებობა დგინდება, აპლიკაცია/ვებგვერდი აგენერირებს მწვანე სტატუსს, ხოლო თუ ჩამოთვლილი გარემოებიდან არცერთი არ არის სახეზე – წითელს:

ა) ვაქცინაციის საქართველოს ტერიტორიაზე სრულად ჩატარება;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე გამოჯანრთელება, რაც გულისხმობს COVID-19-ის დადასტურების თარიღიდან 14 დღის გასვლის შემდგომ პერიოდს;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციაზე ჩატარებული PCR ტესტირების ნეგატიური პასუხი;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ანტიგენ/სწრაფი ტესტირების ნეგატიური პასუხი;

ე) Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრა საქართველოს საზღვრებს გარეთ (საზღვარზე წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე);

ვ) Covid-19 უარყოფითი პასუხი PCR ტესტზე საქართველოს საზღვრებს გარეთ ჩატარებისას (საზღვარზე წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე), მოქმედებს საზღვარზე შემოსვლიდან 72 საათის განმავლობაში.

9. ვებგვერდიდან ამობეჭდილი QR კოდი ატარებს იმავე ძალას, როგორც აპლიკაციაში გენერირებული კოდი.

მუხლი 6. პერსონალური მონაცემების დაცვა

1. ამ წესით განსაზღვრული ინფორმაცია ვაქცინაციის, ტესტირების ან/და გამოჯანმრთელების თაობაზე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს და მისი დამუშავება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. კოვიდ-სერტიფიკატის მატერიალური ფორმით მიღება/გადაცემა დასაშვებია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის ნების საფუძველზე.

3. ამ წესით განსაზღვრული აპლიკაციების მიერ დამუშავებული მონაცემები ინახება იმ ვადით, რა ვადითაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნებისთვის. აღნიშნული წარმოადგენს პერსონალური მონაცემთა სუბიექტის განკარგულებაში არსებულ ინფორმაციას. QR კოდის წამკითხველი აპლიკაცია/მოწყობილობა არ ინახავს მის მიერ წაკითხულ მონაცემებს.

4. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია დაამუშაოს აპლიკაციებში განთავსებული/მატერიალური სახით არსებული პერსონალური მონაცემები მხოლოდ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნებისთვის. მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მონაცემთა დამუშავებისას არამართლზომიერი ქმედების განხორციელების შემთხვევაში, მასზე გავრცელდება კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

5. დაუშვებელია პირის მიერ სხვა პირის კოვიდ-სერტიფიკატის ასლის გამოთხოვა, პირის კოვიდ-სტატუსის განსაზღვრის მიზნით. პირის სტატუსის შემოწმება ხდება QR კოდის მიმდინარე რეჟიმში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წაკითხვით.