„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1036-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 140030000.05.001.020425
1036-VIმს-Xმპ
01/12/2021
ვებგვერდი, 06/12/2021
140030000.05.001.020425
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით საინფორმაციო ბაზების, მათ შორის, ნასამართლობისა და მსჯავრდების შესახებ ბაზების, წარმოება და აღნიშნულ ბაზებში დაცული მონაცემების დამუშავება.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინფორმაციო ბაზების წარმოებისა და აღნიშნულ ბაზებში დაცული მონაცემების დამუშავების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

2. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პოლიცია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებისას, მათ შორის, სავარაუდოდ, ძებნილი პირის, სავარაუდოდ, დაკარგული პირის ან საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, უკანონოდ მყოფი უცხოელის იდენტიფიკაციის მიზნით ან პირისთვის უფლების შეჩერების ან ჩამორთმევის ფაქტის გადამოწმების მიზნით, შესაბამისი პირის შესახებ მონაცემები სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში გადაამოწმოს.“.

3. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. პირის იდენტიფიკაცია

1. პოლიცია უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია, თუ პირის ვინაობის დადგენა იმავე პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით შეუძლებელია ან განსაკუთრებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის მიერ მიწოდებული მონაცემები ან/და პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ასახავს მის ვინაობას, და პირის იდენტიფიკაცია საჭიროა სამართალდარღვევის პრევენციისთვის, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ სამართალდარღვევასთან.

2. პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებია:

ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება;

ბ) ფოტოსურათის გადაღება;

გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება;

დ) სიმაღლის გაზომვა;

ე) ხმის ჩაწერა;

ვ) მონაცემების სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში გადამოწმება;

ზ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.

3. პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე ამ პირს უნდა მიეცეს საშუალება, გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა.

4. პოლიციელი პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებისას ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება ღონისძიების განხორციელების საფუძველი და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება. ოქმს ხელს აწერენ ღონისძიების განმახორციელებელი პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში შესაბამისი ჩანაწერი კეთდება. ღონისძიების ადრესატს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც მან ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის შედგენა საჭირო არ არის, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებით ხორციელდება.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უფლება აქვს, 3 დღის ვადაში მიმართოს სამინისტროს და წერილობით მოსთხოვოს მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ აქტი.

7. ამ მუხლით განსაზღვრული პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განხორციელების, მათ შორის, მონაცემების სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში გადამოწმების, წესს ადგენს მინისტრი.“.

4. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პოლიცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ფორმის ტანსაცმელზე, სატრანსპორტო საშუალებაზე, გზაზე, შენობის გარე პერიმეტრზე, საქართველოს სასაზღვრო ზონაში, საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საქართველოს საზღვაო სივრცეში დაამონტაჟოს/განათავსოს და გამოიყენოს ფოტოვიდეოტექნიკა/აღჭურვილობა ან მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ტექნიკური აღჭურვილობა, აგრეთვე გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკა, კერძოდ:

ა) დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით;

ბ) საგზაო მოძრაობის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად;

გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის, აგრეთვე სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის პრევენციის, გამოვლენის, აღკვეთისა და პირის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად;

დ) სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ქონებისთვის შექმნილი საფრთხის დროულად გამოვლენის მიზნით.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:

„მუხლი 371. სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატის, სტაჟიორის, პრაქტიკანტისა და დასაქმებული პირის შემოწმება

1. სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატი, სტაჟიორი, პრაქტიკანტი (შემდგომ − კანდიდატი) და დასაქმებული პირი, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (შემდგომ − დასაქმებული პირი), ექვემდებარებიან შემოწმებას. ამ შემოწმების განხორციელების წესს ადგენს მინისტრი. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების მიზანია კანდიდატის ან/და დასაქმებული პირის სამინისტროს მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებთან/ამოცანებთან შესაბამისობის დადგენა და მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისთვის ხელის შემშლელი გარემოებების გამოვლენა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 დეკემბერი 2021 წ.

N1036-VIმს-Xმპ