დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 281 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/11/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.160.016717 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (26/11/2021 - 14/02/2022)
|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 91-ე მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 77-ე და 78-ე მუხლების შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
თავი I
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 2.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 3.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 67 006,6 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
|
მუხლი 4.
ალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 49 481,7 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
|
მუხლი 5.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 12 237,3 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
|
მუხლი 6.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 5 287,6 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 66 603,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7 761,9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 14 477,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 6 715,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 403,6 ათასი ლარის ოდენობით.
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-7 358,3) ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-7 478,3) ათასი ლარის ოდენობით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლებამ შეადგინა 7 478,3 ათასი ლარი, რომელიც საპროგნოზო ჭარბი შემოსავლების შედეგად წარმოქმნილი ნაშთია.
|
მუხლი 12.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-120,0) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ 2022 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ გასასტუმრებელი ვალდებულებები შეადგენს 120,0 ათას ლარს.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გასასტუმრებელი ვალის ნაშთი 2022 წლის დასაწყისისთვის განისაზღვრება 33 069,9 ათასი ლარით, ხოლო 2022 წლის ბოლოსათვის დარჩენილი იქნება 30 633,5 ათასი ლარი.
|
თავი II
პრიორიტეტებისა და პროგრამების აღწერა
|
მუხლი 13.
ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
თვითმმართველობის მნიშვნელოვან პრიორიტეტებში მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებით და ზოგად განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის მიზნით მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს უწყვეტი პროფესიული განვითარების გეგმა. განათლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლამდელი დაწესებულებებისა და დელეგირებული უფლებამოსილების ხელშეკრულების ფარგლებში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. თვითმმართველობა პრიორიტეტეტის ფარგლებში ახდენს მოსწავლეთა და სტუდენტთა მაღალი აკადემიური მოსწრების წახალისებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მაღალკვალიფიციური კადრების გენერირებისა და ქალაქისა თუ ქვეყნის განვითარებაში.
2. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად ქალაქ რუსთავის გამოწვევად რჩება ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა, აქედან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეკრეაციული სივრცეების შექმნა-რეაბილიტაციას; ასევე ფინანსდება საგზაო, სანიაღვრე, გარე განათებისა და ავარიული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამები და ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები; მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მუნიციპალიტეტს აქვს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის მართვის გეგმა, განახლდა მუნიციპალური ავტობუსები, რამაც შეამცირა ქალაქის მავნე აირებით დაბინძურება.
3. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00)გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალდ არის სამრეწველო მსხვილი ობიექტები, გარემოს დაცვის კანონით გამკაცრებული სანქციების ამოქმედება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის; ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად მნიშვნელოვანია ქალაქში არსებული რეკრეაციული ფართობების ინტენსიური ზრდა და არსებულის მოვლა-პატრონობა. ამასთან ერთად უსაფრთხო გარემო და სანიტარიული მდგომარეობის ყოველწლიური გაუმჯობესება წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს.
4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) ქალაქის კულტურული ტრადიციების დაცვა და ღირსეულ გაგრძელება თვითმმართველობის ერთ-ერთი უმინიშვნელოვანესი პრიორიტეტია. კულტურის სფეროში გასატარებელი ღონისძიებების შედეგად რუსთავი უნდა წარმოჩინდეს კულუტურული სამყაროს ღირსეული წევრად. მუნიციპალიტეტი თავის მხრივ ხელს უწყობს კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლთა განვითარებას. დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ახალგაზრდობა თანამედროვე ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფასეულობას წარმოადგენს. ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარებისა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების პროპაგანდისათვის თვითმმართველობა განაგრძობს წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლინება, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე, მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშწყობის პროგრამის ხარჯებს, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს, მუნიციპალური არქივის დაფინანსებასა და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელშეწყობას.
|
მუხლი 14.
ბიუჯეტის პროგრამების შედეგები და ინდიკატორები |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამების მიზნები, შედეგები და ინდიკატორები ატარებს ინფორმაციულ ხასიათს, რომლებიც დანართის სახით არ ერთვის დადგენილებას.
|
მუხლი 15.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები