„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1011-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.020420
1011-VIმს-Xმპ
16/11/2021
ვებგვერდი, 22/11/2021
310150000.05.001.020420
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის:

ა) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს სავარძელ-ეტლს. ველოსიპედთან გათანაბრებულია კიდულძრავიანი ველოსიპედი.“;

ბ) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. კიდულძრავიანი ველოსიპედი − ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს, ხოლო ძრავის მუშა მოცულობა − 50 სმ3-ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს, ხოლო ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს, ხოლო ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე არ აღემატება 1 კვტ-ს.“;

გ) 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება − ძრავიანი (თვითმავალი) სატრანსპორტო საშუალება, გარდა ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა, კიდულძრავიანი ველოსიპედისა და სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებისა.“;

დ) 42-ე−44-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. მოპედი – ორ- ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ორთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძრავის ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ3-ს; სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე უნდა აღემატებოდეს 1 კვტ-ს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს. სამთვლიან მოპედთან გათანაბრებულია მსუბუქი კვადროციკლი.

43. მოტორიზებული ტრიციკლი − ტრიციკლი, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 45 კმ/სთ-ს, მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს, ხოლო დაუტვირთავი მასა აღემატება 350 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 400 კგ-ს, ან 550 კგ-ს, თუ იგი განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად. ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა მოტორიზებული ტრიციკლის დაუტვირთავ მასაში არ ითვლება.

44. მოტოციკლი − ორთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (ეტლით ან მის გარეშე), რომლის ძრავის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ3-ს ან/და კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 45 კმ/სთ-ს.“;

ე) 46-ე და 47-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„46. მსუბუქი ავტომობილი − არაუმეტეს 3 500 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალება (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება.

47. მსუბუქი კვადროციკლი − ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ3-ს; ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ოთხთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ამ პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი მასა (ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აკუმულატორის მასის ჩაუთვლელად) არ უნდა აღემატებოდეს 350 კგ-ს.“;

ვ) 49-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„49. მძღოლი − ფიზიკური პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავს. მძღოლთან გათანაბრებულია მეხრე. სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლების (სასწავლო სვლის) განხორციელებისას მძღოლთან გათანაბრებულია ინსტრუქტორ-მასწავლებელი. მძღოლია აგრეთვე ის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ (შემდგომ − სააგენტო) დაუშვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე და აღნიშნული ეტაპის მიმდინარეობისას მასში მონაწილეობს.“;

ზ) 58-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 581 პუნქტი:

„581. საგამოცდო მარშრუტი − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სვლაგეზი, რომელზედაც ტარდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი.“;

თ) 82-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„82. ტრიციკლი − სიმეტრიულად განლაგებული სამი ბორბლის მქონე ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის (მისი არსებობის შემთხვევაში) მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ​3-ს ან/და კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 45 კმ/სთ-ს.“.

2. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში ქვეითს უფლება აქვს, გადაადგილდეს გზის სავალ ნაწილზე. ველობილიკის არსებობისას ქვეითს უფლება აქვს, გადაადგილდეს მასზე, თუ მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა, თუმცა მან არ უნდა გაართულოს ველოსიპედებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთათვისაც ველობილიკზე მოძრაობა ნებადართულია.“.

3. 29-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ველობილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მოძრავი ველოსიპედისა და სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებმა ამ გზის სავალ ნაწილთან გადაკვეთაზე უნდა იხელმძღვანელონ ველოსიპედის მოძრაობის რეგულირებისათვის განკუთვნილი შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალებით. ველოსიპედის მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება ვერტიკალურად განლაგებული ორი ან სამი მრგვალი ფერადი მაშუქი სიგნალის მქონე შუქნიშანი. ფერადი მაშუქი სიგნალები განლაგებულია შემდეგი თანამიმდევრობით: ზევით − წითელი, შუაში − ყვითელი (მისი არსებობის შემთხვევაში), ქვევით − მწვანე. ველოსიპედის მძღოლის მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემცირებული ზომის მრგვალსიგნალიანი შუქნიშანი სწორკუთხოვანი (200X200 მმ) თეთრი დამატებითი დაფით, რომელზედაც აღბეჭდილია შავი ველოსიპედის გამოსახულება. გზის სავალ ნაწილთან გადაკვეთაზე ამ ტიპების შუქნიშნების არარსებობისას აღნიშნულმა საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ ქვეითისათვის ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.“.

4. 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, კიდულძრავიანი ველოსიპედის, ველოსიპედისა და სხვა უძრავო სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს მათთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის ან ბილიკის არარსებობისას უფლება აქვთ, ისარგებლონ მოძრაობის მიმართულებით არსებული ნებისმიერი ამისთვის ვარგისი გზისპირით, თუ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.“.

5. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედის, კიდულძრავიანი ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.“.

6. 33-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“, „A2“ და „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით;“;

ბ) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით;“.

7. 34-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკმარისი ადგილის არსებობისას ველოსიპედის მძღოლს უფლება აქვს, გაჩერებულ ან დაბალი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს მარჯვენა მხრიდან შემოუაროს.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აკრძალვები არ ვრცელდება ორთვლიანი ველოსიპედის, ორთვლიანი მოპედისა და ორთვლიანი უეტლო მოტოციკლის გასწრების შემთხვევებზე.“.

8. 43-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკის, თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის არსებობისას ველოსიპედის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს ეკრძალებათ გზის სავალ ნაწილზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკის, თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის მიღმა გადაადგილება. ველოსიპედისა და თოვლმავლის/მოტოციგის გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, ხოლო გვერდულაზე − იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას. თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს ეკრძალებათ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) გადაადგილება, გარდა თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) უფლებამოსილი პირების სამაშველო, სარეაბილიტაციო, საპოლიციო და სხვა მიზნებით გადაადგილების შემთხვევებისა, რომელთა თოვლმავალი/მოტოციგა აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მეტრის სიმაღლეზე (თოვლმავლის შემთხვევაში – კაბინაზე, ხოლო მოტოციგისა და სხვა შემთხვევაში – სპეციალურ ჭოკზე) განთავსებული ციმციმათი.

3. თუ ველოსიპედის მოძრაობის ზოლი, ველობილიკი ან გვერდულა არ არსებობს, ამასთანავე, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა გართულებულია, დასაშვებია ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება იმ პირობით, რომ ქვეითთა მოძრაობა არ შეფერხდება.“;

ბ) მე-5−მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ველოსიპედის მძღოლს ეკრძალება მარცხნივ მოხვევა ან გზაზე მობრუნება იქ, სადაც ტრამვაის ლიანდაგია, აგრეთვე იმ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ერთზე მეტი ზოლია.

6. გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან ველობილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე ველოსიპედის მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს.

7. ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგისა და მსუბუქი კვადროციკლის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ. აკრძალულია ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგის, მსუბუქი კვადროციკლისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის ბუქსირება ან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით სხვა სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტების გარეთ სიგანეზე ან სიგრძეზე 0,5 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ან ისეთი საგნის გადატანა/მიწოლა, რომელსაც შეუძლია მძღოლს მართვაში ხელი შეუშალოს ან საფრთხე შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ეს წესი გამოიყენება აგრეთვე მოტოციკლისა და მოპედის მძღოლების მიმართ, მაგრამ, ამასთანავე, მათ საჭე ორივე ხელით უნდა ეჭიროთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია ამ კანონით განსაზღვრული მანევრის შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალების ხელით მიცემა.“;

გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ველოსიპედის მძღოლს ეკრძალება მგზავრის გადაყვანა (გარდა 7 წლამდე ბავშვისა, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება საიმედო საფეხურებითა და დამატებითი დასაჯდომითაა აღჭურვილი). მოტოციკლის, მოპედის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებმა მგზავრი შეიძლება გადაიყვანონ მხოლოდ ეტლით (მისი არსებობის შემთხვევაში) ან/და მძღოლის ადგილის უკან მოწყობილი დამატებითი დასაჯდომით, მხოლოდ შესაბამისი სპეციალური ჩაფხუტით. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით მგზავრის გადაყვანა აკრძალულია.

10. გადაადგილებისას მოტოციკლის, მოპედის, კვადროციკლის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებმა და მგზავრებმა შესაბამისი სპეციალური ჩაფხუტები უნდა გამოიყენონ.“;

დ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. გვერდულას, ტროტუარის, ქვეითთა ბილიკის, ველობილიკის, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის არარსებობისას დასაშვებია ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავითა და მოტოციგით გზის სავალი ნაწილის კიდესთან მოძრაობა, თუ მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ ველოსიპედით გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის წესებით.

15. არარეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე, აგრეთვე სავალ ნაწილზე არსებული იმ ადგილის გადაკვეთისას, რომელიც შესაბამისი საგზაო ნიშნით ან ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნით არ არის აღნიშნული, როგორც გადასასვლელი, ველოსიპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს აქვთ:

ა) ვალდებულება, გზა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

ბ) უპირატესობა იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც ამ სავალ ნაწილზე შესასვლელად მოხვევის მანევრს ასრულებენ.“;

ე) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 და მე-17 პუნქტები:

„16. მოპედის მძღოლს ეკრძალება 3.5 საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში მოძრაობა.

17. მოპედით ტროტუარზე მოძრაობა აკრძალულია.“.

9. 45-ე მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ორთვლიანი მოპედით ან/და ორთვლიანი მოპედის ბუქსირება;“.

10. 49-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები, ხოლო მისაბმელზე – წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. წინა საგაბარიტო სინათლეებით აღჭურვილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ასეთი სინათლეები უნდა ჩაირთოს შორი ან ახლო განათების ფარებთან ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად.“.

11. 53-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ​3-ს აღემატება;“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი;“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებების, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს, რეგისტრაციის მოწმობას, რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს/ნიშნებს), ტექნიკურ ტალონს, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნებს გასცემს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალებების ნებადართულ მაქსიმალურ მასასა და დაუტვირთავ მასას განსაზღვრავს სააგენტო (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა).

7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია მისი კუთვნილი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება განახორციელოს თავად ან სააგენტოში.“.

12. 54-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) რომელიც სააგენტომ დაუშვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე და აღნიშნული ეტაპის მიმდინარეობისას მასში მონაწილეობს.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) „AM“ − მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი;

ბ) „A“ − მოტოციკლი;

გ) „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც მიეკუთვნება „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება; „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს; „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს;

დ) „C“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც მიეკუთვნება „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს; „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

ე) „D“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება; „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

ვ) „BE“ − „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას; „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს;

ზ) „CE“ − „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;

თ) „DE“ − „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;

ი) „T“ – სასოფლო-სამეურნეო მანქანა; „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;

კ) „S“ − სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა; „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;

ლ) ტრამვაი.

3. „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:

ა) „A1“ − მოტოციკლი, რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,1 კვტ/კგ-ს (მსუბუქი მოტოციკლი);

ბ) „A2“ − მოტოციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს;

გ) „B1“ − მოტორიზებული ტრიციკლი; კვადროციკლი;

დ) „C1“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც მიეკუთვნება „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს; „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

ე) „D1“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს; „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

ვ) „C1E“ – „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს;

ზ) „D1E“ − „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.“.

13. 55-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდა (თეორიული ან/და ერთ- ან ორეტაპიანი პრაქტიკული).“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გაიარა მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრული კურსი მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში/დაწესებულებებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და პირის „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების შემთხვევისა);“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „B“ კატეგორიის/„A1“, „A2“ ან „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვას 18 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელსაც არ გაუვლია სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში. ამ პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება აგრეთვე 21 წლის ასაკს მიღწეული პირის „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაშვებაზე.“;

დ) მე-4 პუნქტის:

დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 16 წელი;“;

დ.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები:

„ა1) „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი;

2) „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი;“;

დ.გ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) 21 წელი, თუ პირს ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე მიენიჭა „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;“.

14. 56-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „A“, „B“, „C“ ან „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს აღნიშნული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „A1“, „A2“, „B1“, „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81−84 პუნქტები:

„81. „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე აღემატება 15 კვტ-ს.

82. „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.

83. „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება და ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.

84. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.“.

15. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 57. 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება

18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაშვებისათვის სავალდებულოა მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა. ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს ენიჭება შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეძლევა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა.“.

16. 58-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარებას, მართვის უფლების მინიჭებასა და გაუქმებას, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენას, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემას (მათ შორის, შეცვლასა და აღდგენას) და გაუქმებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტო.

2. პირისათვის „AM“, „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის ან/და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება დასტურდება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის (შემდგომ − მართვის მოწმობა) გაცემით, ხოლო ტრამვაის მართვის უფლების მინიჭება − ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემით. ამასთანავე:

ა) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თარიღად მიიჩნევა ამ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის მართვის მოწმობის გაცემის თარიღი;

ბ) „AM“, „A“, „B“, „BE“, „T“, „S“ კატეგორიების/„A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა:

ბ.ა) 15 წელი (გარდა ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

ბ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა;

გ) „C“, „CE“, „D“, „DE“ კატეგორიების/„C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა:

გ.ა) 5 წელი (გარდა ამ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

გ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა;

დ) ტრამვაის მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა:

დ.ა) 5 წელი (გარდა ამ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

დ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. მართვის მოწმობის ფორმას (გარდა ტრამვაის მართვის მოწმობის ფორმისა) ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

17. 59-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პირისათვის მინიჭებული „AM“, „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის/„A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვა (მხოლოდ ამ კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის);“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სატრანსპორტო საშუალების შეჩერებული, ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „დ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებიდან მართვის უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღდგენამდე პირი, რომელსაც მართვის უფლება შეჩერებული აქვს, მართვის უფლების არმქონედ მიიჩნევა, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

18. 61-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლების (სასწავლო სვლის) განხორციელება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და დადგენილი წესით, დახურულ მოედანზე, ავტოდრომსა და გზაზე. სასწავლო სვლის განხორციელება დაუშვებელია ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელში, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე, საცხოვრებელ ზონაში, 1.24 საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, საგამოცდო მარშრუტსა და იმ გზაზე, რომელიც შეტანილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დამტკიცებულ სიაში. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია დაამტკიცოს აღნიშნული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იმ გზების სია, სადაც სასწავლო სვლის განხორციელება დაუშვებელია.

3. სასწავლო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) გზაზე, უნდა აღიჭურვოს ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით, აგრეთვე უკუხედვის სარკით. აღნიშნულ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით უნდა დამაგრდეს შესაბამისი საცნობი ნიშანი. თუ სასწავლო სვლა ორ- ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ხორციელდება, აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და პირი, რომელიც მას მართავს, აღჭურვილი უნდა იყვნენ უსაფრთხოების აუცილებელი საშუალებებით. სასწავლო სვლის განხორციელების მიზნით 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის სასწავლო სატრანსპორტო საშუალების სამართავად დაშვებისათვის სავალდებულოა მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის თანხმობა.“;

ბ) მე-5−მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკულ მართვას სწავლობს, არ უნდა იყოს იმავე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის ამ კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მინიმალურ ასაკობრივ ზღვარზე 1 წელზე მეტი ხნით უმცროსი.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანაზე.

7. სპეციალიზებული თვითმავალი მანქანითა და სასოფლო-სამეურნეო მანქანით სასწავლო სვლის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე.“.

მუხლი 2

1. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე პირს უფლება აქვს, მართოს ამ კანონით გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება 2022 წლის 28 მარტამდე. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე პირის მიერ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მართვა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ პუნქტის მიზნებისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე პირს უთანაბრდება ის პირი, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს.

2. ამ კანონით გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის გარეშე მართვა დასაშვებია 2022 წლის 28 მარტამდე. ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის გარეშე მართვა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. 2022 წლის 28 მარტამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცეს ამ კანონით გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების შესასრულებლად საჭირო სამართლებრივი აქტები. აღნიშნული სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე მოქმედებს ამ მუხლის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-17 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-18 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები, მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-17 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-18 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 25 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ნოემბერი 2021 წ.

N1011-VIმს-Xმპ