„ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 524
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 010330000.10.003.023080
524
02/11/2021
ვებგვერდი, 03/11/2021
010330000.10.003.023080
„ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №524

2021 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№335-IVმს-Xმპ, 16/03/2021) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშ­ვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №284 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/07/2011, 010330000.10.003.016443) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორებისთვის, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებისა და პრიზიორებისთვის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებისთვის, სახალხო არტისტებისთვის, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისთვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“.

2. პირველი მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

2. სახალხო არტისტებს ან სახალხო მხატვრებს, რომელთაც იმავდროულად მინიჭებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა ორივე წოდებისათვის განესაზღვროთ 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.“;

ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისა და საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორებს დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია შემდეგი ოდენობებით:

ა) ვერცხლის მედლის მფლობელებს − 800 (რვაასი) ლარი;

ბ) ბრინჯაოს მედლის მფლობელებს − 500 (ხუთასი) ლარი.“;

გ) 33 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებულს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვროს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

თ) საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვროს 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დადგენილებით განსაზღვრული პირების სტიპენდიისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები გამოიყოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნება­თა ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.