დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 33619 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 25/10/2021 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016647 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (28/02/2022 - 10/05/2022)
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრანება №33619 2021 წლის 25 ოქტომბერი ქ. თბილისი |
ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის №108 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შეიზღუდოს მომსახურების გაწევის ადგილზე ამ ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრული მომსახურების გაწევა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების გაწევის პროცესში იკვეთება ინდივიდუალური/სპეციფიური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის მომსახურების დისტანციურად, ელექტრონული ფორმით (ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან) მიღებას. 2. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიების შესრულება და შემდგომი ზედამხედველობა დაევალოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 15 ნოემბრიდან.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა. |
დანართი №1
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 28 თებერვლის ბრძანება №5015 - ვებგვერდი, 09.03.2022წ. |
მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისათვის შესაზღუდი მომსახურების სახეები
|
მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისათვის შესაზღუდი მომსახურებებია:
ა) ნავთობპროდუქტების რეალიზატორის სტაციონარული ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრაციის/ვადის გაგრძელების მოთხოვნა; ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ცნობის მოთხოვნა; გ) საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის მოთხოვნა; დ) გადასახადის გადამხდელის საბანკო დაწესებულების/ანგარიშების შესახებ ცნობის მოთხოვნა; ე) ზედმეტად გადახდილი გადასახადის/სანქციის თანხის დაბრუნების (გარდა ფიზიკური პირებისა) მოთხოვნის რეგისტრაცია; ვ) გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ (დაქირავებული პირის მომართვის შემთხვევაში) ცნობის მოთხოვნა; ზ) გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ (დამქირავებლის მომართვის შემთხვევაში) ცნობის მოთხოვნა; თ) გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილ საქონელზე ან/და მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მოთხოვნის რეგისტრაცია; ი) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განცხადების რეგისტრაცია; კ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილების განხორციელების მოთხოვნის რეგისტრაცია; ლ) დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების მიღების მოთხოვნის რეგისტრაცია; მ) დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის სავაჭრო ობიექტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხაში ცვლილების შესახებ განცხადების რეგისტრაცია. |
დოკუმენტის კომენტარები