ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ

ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33619
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 25/10/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016647
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
33619
25/10/2021
ვებგვერდი, 01/11/2021
000000000.00.00.016647
ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ
შემოსავლების სამსახური

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრანება 33619

2021 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის №108 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შეიზღუდოს მომსახურების გაწევის ადგილზე ამ ბრძანების დანართი №1-ით  განსაზღვრული მომსახურების გაწევა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების გაწევის პროცესში იკვეთება ინდივიდუალური/სპეციფიური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის მომსახურების დისტანციურად, ელექტრონული ფორმით (ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან) მიღებას.

2. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიების შესრულება და შემდგომი ზედამხედველობა დაევალოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 15 ნოემბრიდან.

 

სამსახურის უფროსი                                                                 ლევან კაკავა.





დანართი №1

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 28 თებერვლის ბრძანება №5015 - ვებგვერდი, 09.03.2022წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 10 მაისის ბრძანება №11720 - ვებგვერდი, 13.05.2022წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 4 ივლისის ბრძანება №17344 - ვებგვერდი, 08.07.2022წ.

მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისათვის შესაზღუდი მომსახურების სახეები

მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისათვის შესაზღუდი მომსახურებებია:

ა) ნავთობპროდუქტების რეალიზატორის სტაციონარული ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრაციის/ვადის გაგრძელების მოთხოვნა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ცნობის მოთხოვნა;

გ) საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის მოთხოვნა;

დ) გადასახადის გადამხდელის საბანკო დაწესებულების/ანგარიშების შესახებ ცნობის მოთხოვნა;

ე) ზედმეტად გადახდილი გადასახადის/სანქციის თანხის დაბრუნების (გარდა ფიზიკური პირებისა) მოთხოვნის რეგისტრაცია;

ვ) გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ (დაქირავებული პირის მომართვის შემთხვევაში) ცნობის მოთხოვნა;

ზ) გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ (დამქირავებლის მომართვის შემთხვევაში) ცნობის მოთხოვნა;

თ) გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილ საქონელზე ან/და მომსახურებაზე  გადახდილი დღგ-ის თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მოთხოვნის რეგისტრაცია;

ი) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განცხადების რეგისტრაცია;

კ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილების განხორციელების   მოთხოვნის რეგისტრაცია;

ლ) დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების მიღების მოთხოვნის რეგისტრაცია;

მ) დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის სავაჭრო ობიექტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხაში ცვლილების შესახებ განცხადების რეგისტრაცია;

ნ)  ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილების მოთხოვნა ქ. თბილისის სერვისცენტრებში საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის მიერ როგორც საკუთარი, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის სახელით;

ო) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის აღდგენის მოთხოვნა ქ. თბილისის სერვისცენტრებში საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის მიერ როგორც საკუთარი, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის სახელით;

პ) საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების/გაუქმების მოთხოვნის რეგისტრაცია;

ჟ) ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების მოთხოვნის რეგისტრაცია;

რ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნის რეგისტრაცია;

ს) სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების/გაუქმების მოთხოვნის რეგისტრაცია;

ტ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების/შეწყვეტის, შეჩერების/საქმიანობის აღდგენის, საქმიანობის სახის ან/და განხორციელების ადგილის ცვლილების მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრში  ასახვის მოთხოვნის რეგისტრაცია;

უ) მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნის რეგისტრაცია;

ფ) ფიზიკური პირისთვის საკუთარი შემოსავლების შესახებ ცნობის გაცემის მოთხოვნის რეგისტრაცია;

ქ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნა.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.