„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 92/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018092
92/ნ
19/10/2021
ვებგვერდი, 20/10/2021
430010000.22.022.018092
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №92/ნ

2021 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“:

ა) მე-6 მუხლის:

 ა.ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ ბრძანების N3 დანართით განსაზღვრული ერთ-ერთი საგანი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.“.

ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისათვის სავალდებულო საგნად განსაზღვროს ამ ბრძანების N3 დანართის მიხედვით სწავლის სფეროს შესაბამისად დადგენილი საგანი/საგნები. აბიტურიენტი უფლებამოსილია აღნიშნული საგნებიდან ჩააბაროს ერთი ან რამდენიმე საგანი.“.

ა.გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დამატებით დააწესოს გამოცდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ იმ საგანში/საგნებში, რომელიც სავალდებულო საგნად არის განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სწავლის სფეროსათვის ამ ბრძანების N3 დანართის შესაბამისად.“.

ა.დ)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი,  გაერთიანებულად გამოაცხადოს მიღება ისეთ პროგრამებზე, რომელთათვისაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსხვავებული საგნის/საგნების ჩაბარებაა სავალდებულო.“.

ა.ე) მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ ამ ბრძანების N3 დანართის შესაბამისად, სწავლის სფეროსთვის განსაზღვრულია 2 ან მეტი საგანი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს თითოეულ საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას, რომელიც არ უნდა იყოს ამ პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების 10%-ზე ნაკლები;“.

ბ) მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ სწავლის სფეროს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სავალდებულო საგნად განსაზღვრულია ორი ან მეტი საგანი, ამ ბრძანების N3 დანართის თანახმად.“.

გ) მე-8 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბაკალავრიატზე ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების ჩაბარება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დააწესოს დამატებითი გამოცდა ამ ბრძანების N3 დანართით შესაბამისი სწავლის სფეროსათვის განსაზღვრულ ერთ ან რამდენიმე საგანში.“.

გ.ბ)  21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების მიზნებისათვის, აბიტურიენტი ვალდებულია, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების გარდა, ჩააბაროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ერთ-ერთი საგანი. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ დააწესებს დამატებით გამოცდას, აბიტურიენტი უფლებამოსილია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისათვის ჩააბაროს ამ ბრძანების №3 დანართით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საგანი, სწავლის სფეროს შესაბამისად.“.

დ) 31-ე მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. თუ აბიტურიენტი მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისათვის აბარებს ფიზიკის, მათემატიკის და ქიმიის საგნებიდან ორს ან მეტს, ასევე თუ საგანმანათლებლო პროგრამისათვის, ამ ბრძანების N3 დანართის შესაბამისად, რელევანტურ საგნად განსაზღვრული ორი ან მეტი საგნიდან აბიტურიენტი აბარებს ორს ან მეტს, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი გადაწყდება ამავე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.გ.ა) თუ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დააწესა დამატებითი გამოცდა, ამ პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის ნახევარი ითვლება ამ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომ – დებულება)  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობად, ხოლო ნახევარი – დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საგნისთვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობად. ამ ბრძანების N3 დანართის შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამისათვის სავალდებულო საგნად ორი ან მეტი საგნის არსებობის ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამატებითი გამოცდის რამდენიმე საგანში დაწესების შემთხვევაში, ამ საგნებისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობად ითვლება მათთვის დადგენილი აბიტურიენტთა მინიმალური კვოტის ნახევარი;“.

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ აბიტურიენტს, დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ჩაბარებული აქვს ორი ან მეტი საგანი ან/და კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ერთი ან რამდენიმე დამატებითი საგნის გამოცდა, შესაბამის პროგრამაზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ  საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ საგანში, რომელზეც შესაბამის წელს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მეტი თანხა გადანაწილდება. საგნებზე თანხის თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გაითვალისწინება საგნების რიგითობა, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“.

გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ აბიტურიენტის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, რომელმაც შესაბამისად ჩააბარა სწავლის სფეროს შესაბამისად ამ ბრძანების N3 დანართით განსაზღვრული ორი ან მეტი საგნის გამოცდა და მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

3. პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით (დანართი №3).“.

4. პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი N3 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 

                                                                                                                                                          დანართი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით

დეტალური სფეროს კოდი

სწავლის სფერო

 

საგანი/საგნები

0111

განათლების მეცნიერებები

მათემატიკა/ისტორია

0112

სკოლამდელი განათლება                               

მათემატიკა/ისტორია

0113

სპეციალური განათლება (მასწავლებლის განათლება)

მათემატიკა/ისტორია

0114

საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის განათლება

მათემატიკა/ისტორია

0211

აუდიოვიზუალური ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0211

ილუსტრირება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0211

მონტაჟის ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0211

ბეჭდვითი მედია და ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0211

კინო-ტელე ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0211

რეჟისურა (მხატვრული ფილმი, დოკუმენტური, კლიპი, ანიმაციური ფილმი, ხმის, ტელე)

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0211

საოპერატორო ხელოვნება (კინო, ტელე)

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ფიზიკა

0211

ფოტოხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0211

მედიახელოვნება/ციფრული მედია

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0211

მულტიმედია დიზაინი

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0211

გრაფიკული დიზაინი

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0211

გრაფიკა/გრაფიკის ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0212

დიზაინი

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0212

სამრეწველო დიზაინი

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0212

მოდის დიზაინი

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0212

ტექსტილის დიზაინი

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0212

ინტერიერის დიზაინი

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0213

სახვითი ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0213

ფერწერა

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0213

ქანდაკება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0213

ხატწერა

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0213

ხელოვნების ისტორია და თეორია (ხელოვნებათმცოდნეობა)

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0214

მხატვრული მინა

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0214

მხატვრული კერამიკა

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0214

საიუველირო ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0214

ხის მხატვრული დამუშავება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0215

სათეატრო ხელოვნება

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

თეატრის რეჟისურა (დრამის, მუსიკალური თეატრის, პანტომიმის თეატრის, თოჯინების თეატრის)

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

თეატრმცოდნეობა

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

კინომცოდნეობა

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

სამსახიობო ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

ქორეოგრაფია

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

ქორეოლოგია (ქორეოგრაფიის ისტორია და თეორია)

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0215

საშემსრულებლო ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

კომპოზიცია

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

ჯაზის ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

მუსიკის თეორია

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

საეკლესიო მუსიკა

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორობა (ლოტბარი/რეგენტი)

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა/მათემატიკა

0215

აკადემიური გუნდის დირიჟორობა

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

მუსიკის ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

0215

მუსიკოლოგია

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

ეთნომუსიკოლოგია

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0215

სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობა

ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

0221

თეოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0221

რელიგიის კვლევები

მათემატიკა/ისტორია/ლიტერატურა

0222

ისტორია

ისტორია/ლიტერატურა

0222

არქეოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ლიტერატურა

0222

ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია

მათემატიკა/ისტორია/ქიმია

0223

ფილოსოფია

მათემატიკა/ისტორია/ლიტერატურა

0231

აფხაზური ფილოლოგია (აფხაზური როგორც მეორე ენა)

ისტორია/ლიტერატურა

0231

ინგლისური ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

გერმანული ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

სკანდინავიური ფილოლოგია/სკანდინავისტიკა

ისტორია/ლიტერატურა

0231

რომანული ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

ფრანგული ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

ესპანური ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

იტალიური ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

კლასიკური ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

ბიზანტიური ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

ახალი ბერძნული ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

სლავური ფილოლოგია/სლავისტიკა

ისტორია/ლიტერატურა

0231

უკრაინული ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

რუსული ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

სომხური ფილოლოგია/არმენოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

თურქული ფილოლოგია /თურქოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

სპარსული ფილოლოგია/ ირანისტიკა

ისტორია/ლიტერატურა

0231

არაბული ფილოლოგია/არაბისტიკა

ისტორია/ლიტერატურა

0231

ასირიოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

ებრაული ფილოლოგია/ებრაისტიკა

ისტორია/ლიტერატურა

0231

ებრაულ- არამეული ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0231

იაპონური ფილოლოგია/ იაპონისტიკა

ისტორია/ლიტერატურა

0231

სინოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0232

ქართული ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0232

აფხაზური ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0232

ფილოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0239

კავკასიოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ლიტერატურა

0288

თავისუფალი მეცნიერებები

მათემატიკა/ისტორია

0288

ციფრული ჰუმანიტარია

მათემატიკა/ისტორია

0288

კულტურული მემკვიდრეობის კვლევები

მათემატიკა/ისტორია

0311

ეკონომიკა

მათემატიკა

0312

პოლიტიკის მეცნიერება

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება/გეოგრაფია

0312

საერთაშორისო ურთიერთობები

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება/გეოგრაფია

0313

ფსიქოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია

0314

სოციოლოგია

მათემატიკა/ისტორია

0314

დემოგრაფია

მათემატიკა/ისტორია/გეოგრაფია

0314

საზოგადოებრივი გეოგრაფია

მათემატიკა/ისტორია/გეოგრაფია

0314

კულტურის კვლევები

მათემატიკა/ისტორია

0314

გენდერის კვლევები

მათემატიკა/ისტორია

0314

ეთნოლოგია

ისტორია/ლიტერატურა

0314

სოციალური ან/და კულტურული ანთროპოლოგია

ისტორია

0319

სოციალური მეცნიერებები

მათემატიკა/ისტორია/გეოგრაფია

0321

ჟურნალისტიკა

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება/ლიტერატურა/გეოგრაფია

0321

მასობრივი კომუნიკაცია (შინაარსი)

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება/ლიტერატურა

0322

ინფორმაციის მართვის მეცნიერება

მათემატიკა/ისტორია

0388

ევროპისმცოდნეობა

მათემატიკა/ისტორია

0388

ამერიკისმცოდნეობა

მათემატიკა/ისტორია/ლიტერატურა

0388

ახლო ან/და შუა აღმოსავლეთის კვლევები

მათემატიკა/ისტორია

0411

საბუღალტრო აღრიცხვა

მათემატიკა

0412

ფინანსები

მათემატიკა

0413

მენეჯმენტი

მათემატიკა/ისტორია

0413

ბიზნესის ადმინისტრირება

მათემატიკა/ისტორია

0413

საჯარო მმართველობა

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება/გეოგრაფია

0414

მარკეტინგი

მათემატიკა/ისტორია

0421

სამართალი

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება

0421

საერთაშორისო სამართალი

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება

0511

ბიოლოგია /სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები

მათემატიკა/ბიოლოგია/ქიმია

0512

ბიოქიმია

მათემატიკა/ბიოლოგია/ქიმია

0512

გამოყენებითი ბიომეცნიერებები ან/და ბიოტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/ქიმია

0521

გარემოსმცოდნეობა

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/გეოგრაფია

0521

ეკოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/გეოგრაფია/ქიმია/ფიზიკა

0522

ბუნებრივი გარემო და ველური ბუნება

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/გეოგრაფია

0531

ქიმია

მათემატიკა/ქიმია/ბიოლოგია

0532

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები

მათემატიკა/ისტორია/ფიზიკა/გეოგრაფია/ქიმია

0532

გეოგრაფია (ფიზიკური)

მათემატიკა/ისტორია/გეოგრაფია

0532

გეოლოგია

მათემატიკა/ისტორია/გეოგრაფია

0532

გეოფიზიკა

მათემატიკა/ფიზიკა/გეოგრაფია

0533

ფიზიკა

მათემატიკა/ფიზიკა

0541

მათემატიკა

მათემატიკა/ფიზიკა

0542

სტატისტიკა

მათემატიკა

0588

პალეოანთროპოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია

0612

ინფორმაციული ტექნოლოგიები

მათემატიკა/ფიზიკა

0613

ინფორმატიკა

მათემატიკა/ფიზიკა

0613

კომპიუტერული მეცნიერება 

მათემატიკა/ფიზიკა

0613

ინფორმაციული სისტემები

მათემატიკა/ფიზიკა

0711

ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია

მათემატიკა/ქიმია/ბიოლოგია/ფიზიკა

0712

გარემოს ინჟინერია 

მათემატიკა/ფიზიკა/გეოგრაფია/ქიმია

0713

ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0713

ელექტროინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0714

ელექტრონული ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0714

კომპიუტერული ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0714

ტელეკომუნიკაცია

მათემატიკა/ფიზიკა

0714

ხელსაწყოთმშენებლობა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემების ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0715

მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგია

მათემატიკა/ფიზიკა

0715

მეტალურგია

მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა

0716

სატრანსპორტო საშუალებების ინჟინერია/ტრანსპორტის ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0716

საზღვაო ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0716

საავიაციო ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0716

საზღვაო ელექტრო ინჟინერია 

მათემატიკა/ფიზიკა

0716

საავტომობილო ტრანსპორტის ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0716

სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0719

საინჟინრო ფიზიკა

მათემატიკა/ფიზიკა

0719

საინჟინრო გეოდეზია და გეოინფორმატიკა

მათემატიკა/ფიზიკა/გეოგრაფია

0719

მასალათამცოდნეობა

მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა

0719

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0719

ბიოსამედიცინო ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა/ბიოლოგია

0719

აგროინჟინერია

მათემატიკა/ბიოლოგია/ქიმია

0719

სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია

მათემატიკა/ქიმია

0719

საინჟინრო ლოგისტიკა

მათემატიკა

0721

სასურსათო ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ქიმია/ბიოლოგია/ფიზიკა

0722

მასალების (ხე, ქაღალდი, პლასტმასი, მინა, კერამიკა) საინჟინრო ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ქიმია/ფიზიკა

0723

ტექსტილის ტექნოლოგია/საინჟინრო ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ქიმია/ფიზიკა

0723

ტყავის ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია/ქიმია

0724

სამთო და გეოინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა/გეოგრაფია

0724

ნავთობისა და გაზის მოპვების ტექნოლოგია 

მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა

0731

არქიტექტურა

მათემატიკა/ფიზიკა

0731

ურბანული დაგეგმარება/ქალაქდაგეგმარება  

მათემატიკა/ფიზიკა/გეოგრაფია

0732

მშენებლობის ინჟინერია 

მათემატიკა/ფიზიკა

0732

სამოქალაქო ინჟინერია

მათემატიკა/ფიზიკა

0739

არქიტექტურის რესტავრაცია

მათემატიკა/ისტორია/ფიზიკა/ქიმია

0788

მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი

მათემატიკა/ფიზიკა

0811

აგრონომია

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/ქიმია

0812

საბაღო-საპარკო მეურნეობა

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია

0821

სატყეო საქმე

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/ქიმია

0841

ვეტერინარია

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/ქიმია

0888

მევენახეობა და მეღვინეობა

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/ქიმია

0923

სოციალური მუშაობა

მათემატიკა/ისტორია

0923

ადიქციის კვლევები (ადიქტოლოგია)

მათემატიკა/ისტორია

1014

სპორტი

მათემატიკა/ისტორია

1015

ტურიზმი

მათემატიკა/ისტორია/გეოგრაფია

1022

პროფესიული უსაფრთხოება

მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/ქიმია

1031

თავდაცვა და უსაფრთხოება

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება

1031

სამხედრო მეცნიერება

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება

1032

საგანგებო სიტუაციების მართვა

მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება

1041

საზღვაოსნო მეცნიერება

მათემატიკა/ფიზიკა/გეოგრაფია

1041

საჰაერო ხომალდის მართვა

მათემატიკა/ფიზიკა


 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.