„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 493
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.023053
493
06/10/2021
ვებგვერდი, 07/10/2021
340170000.10.003.023053
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №493

2021 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/07/2020, 340170000.10.003.022181) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამაში:

1. მე-2 მუხლში:

ა)  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  პრივატიზება − მოიჯარისათვის უძრავი ნივთის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, საპრივატიზებო თანხის გადახდის სანაცვლოდ, ხოლო სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემული უძრავი ნივთის პრივატიზების შემთხვევაში – საპრივატიზებო თანხის გადახდისა და პროგრამის 7 1 მუხლით დადგენილი პირობის შესრულების სანაცვლოდ;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“  –  „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“;

კ) თანადაფინანსების ხელშეკრულება – სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში დადებული თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ მოიჯარე და ა(ა)იპ –სოფლის განვითარების სააგენტო.“.

2. მე-3 მუხლში:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განცხადების წარდგენის მომენტისათვის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ხოლო სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემული უძრავი ნივთის პროგრამით დადგენილი წესით პრივატიზების მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე თანადაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადამოსული ყველა ვალდებულება შესრულებულია (მათ შორის, სრულად გადახდილია საიჯარო ქირა განცხადების წარდგენამდე პერიოდისთვის), ხოლო თუ განცხადების წარდგენამდე დარღვეული იყო იჯარის ხელშეკრულებით/თანადაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება, განცხადების წარდგენისათვის დარღვევა აღმოფხვრილია და გადახდილია შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული  პირგასამტეხლო ან, კანონმდებლობის შესაბამისად, მოიჯარე გათავისუფლებულია შესაბამისი ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს გადახდისაგან;“;

ბ)  პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემული უძრავი ნივთის პროგრამით დადგენილი წესით პრივატიზების მოთხოვნის შემთხვევაში, დაკმაყოფილებულია ამ პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობები და ასევე იჯარის ხელშეკრულებითა და თანადაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიმდინარე, ვადამოუსვლელ ვალდებულებას წარმოადგენს მხოლოდ იჯარის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ჩაის ყოველწლიურად მოყვანა და აღნიშნულის დასადასტურებლად  სააგენტოსათვის 5 წელიწადში ერთხელ სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარდგენა.“;

გ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ - „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობებიდან რომელიმეს დაუკმაყოფილებლობის ან მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკადასტრო მონაცემთა ზედდების აღმოფხვრის შემთხვევაში, მოიჯარე უფლებამოსილია, პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში განმეორებით წარუდგინოს განცხადება სააგენტოს, იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი განცხადების წარდგენისას დაკმაყოფილებული იქნება შესაბამისი წინაპირობები, გარდა პროგრამის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემული უძრავი ნივთის პროგრამით დადგენილი წესით პრივატიზების თაობაზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს თანხმობა უძრავი ნივთის პროგრამის დადგენილი წესით პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე.“.

4.  მე-6 მუხლში:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამით დადგენილი წესით, მოიჯარისათვის უძრავი ნივთის, მათ შორის, პროგრამის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უძრავი ნივთის ნაწილის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოცემის მომენტიდან წყდება უძრავ ნივთზე იჯარის უფლება, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო მოიჯარის მიერ გადახდილი ბე მოიჯარეს არ დაუბრუნდება. ეს არ გამორიცხავს მოიჯარის უფლებას, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ბე ჩაითვალოს საბოლოო ანგარიშსწორებაში აღნიშნული განკარგულების გამოცემამდე.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემული უძრავი ნივთის პროგრამით დადგენილი წესით პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემის შემთხვევაში, უძრავ ნივთზე იჯარის უფლება წყდება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან.“.

5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემული უძრავი ნივთის პროგრამით დადგენილი წესით პრივატიზება

სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემული უძრავი ნივთის პრივატიზება შესაძლებელია, განხორციელდეს პროგრამით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, საპრივატიზებო თანხის გადახდასთან ერთად, საპრივატიზებო პირობას წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 25 (ოცდახუთი) წლის განმავლობაში ჩაის ყოველწლიურად მოყვანა და აღნიშნულის დასადასტურებლად სააგენტოსათვის იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 5 წელიწადში ერთხელ სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარდგენა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი