„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 492
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.023054
492
06/10/2021
ვებგვერდი, 07/10/2021
340170000.10.003.023054
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №492

2021 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/01/2016, 340170000.10.003.019084) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“:

1. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება

ამ პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შესაძლებელია, განხორციელდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამით დადგენილი წესით, ამ პროგრამის მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით.“.

2. მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის იჯარის ხელშეკრულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადებიდან 25 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ჩაის მოყვანა ყოველწლიურად, რის დასადასტურებლადაც 5 წელიწადში ერთხელ ქონების სააგენტოს წარუდგინოს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა;“.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის ბენეფიციარის მიერ თანადაფინანსების ხელშეკრულებით (და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებით) ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგს განახორციელებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების იჯარის ხელშეკრულებით, ასევე ამ პროგრამის 61 მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს − ქონების სააგენტო.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი