ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ტყის ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ექიმის, პროფესორ იოსებ აბაკელიას სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ტყის ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ექიმის, პროფესორ იოსებ აბაკელიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 431
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/09/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016643
431
07/09/2021
ვებგვერდი, 15/09/2021
000000000.00.101.016643
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ტყის ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ექიმის, პროფესორ იოსებ აბაკელიას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №431

2021 წლის 7 სექტემბერი 

ქ. თბილისი

 

ალაქ თბილისშიჩუღურეთის რაიონში,  ტყის ქუჩისთვის და  მასთან არსებული ჩიხისთვის   ექიმის, პროფესორ  იოსებ აბაკელიას სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ჩუღურეთის რაიონში,  ტყის ქუჩას  და მასთან არსებულ ჩიხს მიენიჭოს   ექიმის, პროფესორ  იოსებ აბაკელიას სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე