მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 07/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016588
60/2021
07/09/2021
ვებგვერდი, 08/09/2021
010210010.15.008.016588
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №60/2021

2021 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს  საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
რეგისტრირებულ პარტიულ სიაში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ მინიმუმზე ნაკლები რაოდენობის კანდიდატთა არსებობის შემთხვევაში, პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მხოლოდ შემდეგი გარემოებების გამო:

1. რეგისტრირებულ კანდიდატს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას.

2. რეგისტრირებულ კანდიდატს საარჩევნო რეგისტრაციის შემდგომ შეეზღუდა პასიური საარჩევნო უფლება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას.

3. კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-12 დღისა, პარტიამ გააუქმა თავისი გადაწყვეტილება რეგისტრირებული კანდიდატის წარდგენის შესახებ.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი