ტექნიკური რეგლამენტის – ელასტომერისაგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარასა და მატყუარა საწოვარას N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებებისაგან გამოთავისუფლების დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის – ელასტომერისაგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარასა და მატყუარა საწოვარას N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებებისაგან გამოთავისუფლების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 439
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022997
439
31/08/2021
ვებგვერდი, 01/09/2021
300160070.10.003.022997
ტექნიკური რეგლამენტის – ელასტომერისაგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარასა და მატყუარა საწოვარას N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებებისაგან გამოთავისუფლების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №439

2021 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – ელასტომერისაგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარასა და მატყუარა საწოვარას N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებებისაგან გამოთავისუფლების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „ელასტომერისაგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარასა და მატყუარა საწოვარას N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებებისაგან გამოთავისუფლების შესახებ“.
მუხლი 2
ელასტომერის ან რეზინისგან დამზადებული საწოვარა და მატყუარა საწოვარა, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან ექვსი თვის განმავლობაში.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი 

ელასტომერისაგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარასა და მატყუარა საწოვარას N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებებისაგან გამოთავისუფლების შესახებ

 

 


მიზანი და გამოყენების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი – ელასტომერისაგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარასა და მატყუარა საწოვარას N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებებისაგან გამოთავისუფლების შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მიზნად ისახავს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვასა და შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება საწოვარასა და მატყუარა საწოვარაზე, რომლებიც წარმოებულია ელასტომერისაგან ან რეზინისგან და დამზადებულია N – ნიტროზამინებისა და იმ ნივთიერებების გამოყენებით, რომლებიც გარდაიქმნებიან N – ნიტროზამინებად (წარმოქმნიან N – ნიტროზამინებს).

მუხლი 2.   ტერმინთა განმარტებები

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოიყენება „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის №317 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 3.  მოთხოვნები საწოვარასა და მატყუარა საწოვარას მიმართ

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საწოვარადან და მატყუარა საწოვარადან არ უნდა ხდებოდეს გამოთავისუფლების კვლევისათვის განსაზღვრულ ხსნარში (ნერწყვის იმიტატორი) N – ნიტროზამინებისა და იმ ნივთიერებების გამოთავისუფლება, რომლებიც გარდაიქმნებიან N – ნიტროზამინებად (წარმოქმნიან N – ნიტროზამინებს). ამ ნივთიერებების აღმოჩენა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებში და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, რომელთა გამოყენებაც შესაძლებლობას იძლევა, აღმოჩენილ იქნეს შემდეგი რაოდენობები:

ა) 0,01 მგ გამოთავისუფლებულ N – ნიტროზამინების საერთო რაოდენობაში/კგ (ელასტომერისგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარას ან მატყუარა საწოვარას დეტალებიდან);

ბ) 0,1 მგ გამოთავისუფლებულ იმ ნივთიერებების საერთო რაოდენობაში, რომლებიც   გარდაიქმნებიან  N   –  ნიტროზამინებად/კგ   (წარმოქმნიან N – ნიტროზამინებს) (ელასტომერისგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარას ან მატყუარა საწოვარას დეტალებიდან).

2. გამოთავისუფლებული N – ნიტროზამინებისა და იმ ნივთიერებების განსაზღვრისათვის, რომლებიც გარდაიქმნებიან N – ნიტროზამინებად (წარმოქმნიან N -– ნიტროზამინებს)   გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი წესები:

ა) გამოთავისუფლების კვლევისათვის განსაზღვრული ხსნარის დასამზადებლად 4,2 გ ნატრიუმის  ბიკარბონატი  (NaHCO3), 0,5 გ ნატრიუმის ქლორიდი (NaCl), 0,2 გ კალიუმის კარბონატი (K2CO3 ) და 30 მგ ნატრიუმის ნიტრიტი (NaN02) იხსნება ერთ ლიტრ დისტილირებულ წყალში ან ეკვივალენტური ხარისხის წყალში. ხსნარის pH = 9;

ბ) გამოკლვევის პირობები – მასალის ნიმუშები, რომელიც მიღებულია საწოვარასა და მატყუარა საწოვარას სათანადო რაოდენობიდან, მოთავსებულ უნდა იქნეს გამოთავისუფლების კვლევისათვის განსაზღვრულ ხსნარში 24 საათის განმავლობაში 40±20 C ტემპერატურაზე.

3. N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებების გამოთავისუფლების განსაზღვრის მეთოდისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:

ა) გამოთავისუფლებული N – ნიტროზამინები განისაზღვრება იმ თითოეული ხსნარის/სითხის ერთ ალიქვოტში, რომელიც დამზადებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ნიმუშიდან N – ნიტროზამინების ექსტრაქცია უნდა განხორციელდეს ნიტროზამინებიდან თავისუფალი დიქლორმეთანის (დქმ) საშუალებით და განისაზღვროს  გაზ-ქრომატოგრაფიის მეთოდით;

ბ) გამოთავისუფლებული N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებები განისაზღვრება თითოეული ხსნარის/სითხის სხვა ალიქვოტში, რომელიც დამზადებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებების გარდაქმნა ნიტროზამინებად ხდება ნიმუშის მარილმჟავათი შემჟავებით, რის შემდეგ ნიტროზამინების ექსტრაქცია ხსნარიდან უნდა განხორციელდეს დიქლორმეთანის (დქმ) საშუალებით და განისაზღვროს გაზ- ქრომატოგრაფიის მეთოდით.