დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 431 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/08/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.022986 |
|
„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. №1 დანართის („დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,624.85 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
2. №2 დანართის („იმუნიზაცია“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი 2021 წლის 15 აგვისტომდე პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 48,875.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
2021 წლის 15 აგვისტოდან პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 48,839.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
3. №4 დანართის („უსაფრთხო სისხლი“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5,523.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
4. №16.1 დანართის („იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობა“) 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. №17.1 დანართის („პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 114,114.3 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
6. №18 დანართის („რეფერალური მომსახურება“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 40,070.0 ათასი ლარით, მათ შორის: ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 38,475.8 ათასი ლარით; ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი – 5.0 ათასი ლარით; გ) ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტი – 1,519.2 ათასი ლარით; დ) კოხლეარული იმპლანტის მქონე ბენეფიციარების რეაბილიტაციის კომპონენტი – 70.0 ათასი ლარით.“. 7. №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“): ა) მე-3 მუხლის: ა.ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 130 ერთეულის) შრომის ანაზღაურებას;“; ა.ბ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, სააგენტოს მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 20 ერთეულის) შრომის ანაზღაურებას.“; ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ (2021 წლის 1 მარტამდე), „გ“, „დ“ (2021 წლის 1 მარტამდე), „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ (2021 წლის 1 მარტამდე), „ი“ და „ჟ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო.“; გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 702,389.0 ათასი ლარით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მათი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 15 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები