„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 416
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 200000000.10.003.022971
416
17/08/2021
ვებგვერდი, 18/08/2021
200000000.10.003.022971
„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №416

2021 წლის 17 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2020, 200000000.10.003.022337) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 – 93 პუნქტები:

„91.  იმ შემთხვევაში, თუ პირი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებას ითხოვს ამ დადგენილების №2 დანართის პირველი მუხლის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობების გასაწევად და განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, უგზავნის სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო), ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ − „გ“ ქვეპუნქტებსა და ამ დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის პირველი მუხლის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

92.  სააგენტო შემოსავლების სამსახურს თავის დასკვნას, კომპეტენციის ფარგლებში, წარუდგენს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ამ ვადის განმავლობაში დასკვნის წარუდგენლობის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ არ არსებობს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები.

93. სააგენტოს მიერ წარდგენილი უარყოფითი დასკვნა არის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენაზე უარის თქმის საფუძველი.“;

ა.ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამ მუხლის 91 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ არსებობს სააგენტოს უარყოფითი დასკვნა, შემოსავლების სამსახური პირის განცხადებას, თანდართულ მასალებთან ერთად, წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, მიღებულ დოკუმენტაციასა და წინადადებას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირი არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;“.

2. „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირისათვის ნებადართული საქმიანობის სახეების“ (დანართი №2) პირველი მუხლის:

ა) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „პ) გემთმფლობელის მიერ იმ კომერციული მომსახურებების გაწევა, რომლებიც იდენტიფიცირებულია ბალტიის საერთაშორისო საზღვაო კონფერენციის (The Baltic and International Maritime Council (BIMCO)) გემების მართვის 2009 წლის (BIMCO ShipMan 2009) სტანდარტული ხელშეკრულების II ნაწილის მე-6 პუნქტში. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებები ხორციელდება გემის მფლობელი ან გემის მფლობელის მიერ დანიშნული გემის მმართველი კომპანიის მიერ, რომლებიც, როგორც მინიმუმ, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი მომსახურებებით:

პ.ა) გემის დამქირავებლის მოძიება და მოლაპარაკება, გემის დაქირავებასთან დაკავშირებული ჩარტერებისა თუ სხვა ხელშეკრულებების აღსრულება (მისი შესრულების ჩათვლით);

პ.ბ) მფლობელების მიერ მითითებული გემისთვის საჭირო ხარისხის საწვავის მიწოდების უზრუნველყოფა;

პ.გ) რეისის შეფასება, გაანგარიშება და ქირის, ფრახტის, დემერეჯის და/ან დისპაჩის გამოთვლა. მფლობელების მიერ გემის კომერციულ ოპერაციებთან დაკავშირებული გადასახდელი თანხების დაჯამებაში დახმარება;

პ.დ) რეისის (ვოიჯის) ინსტრუქციების გაცემა;

პ.ე) აგენტების დანიშვნა;

პ.ვ) სტივიდორების დანიშვნა;

პ.ზ) გემის კომერციულ ოპერაციებთან დაკავშირებული შემოწმებების დაგეგმვა;“;

ბ) „პ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) გემთმფლობელისთვის გემის ფლობასთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურებების გაწევა, რომლებიც იდენტიფიცირებულია ბალტიის საერთაშორისო საზღვაო კონფერენციის  (The Baltic and International Maritime Council (BIMCO)) გემების მართვის 2009 წლის (BIMCO ShipMan 2009) სტანდარტული ხელშეკრულების II ნაწილის მე-4 პუნქტში. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებები ხორციელდება გემის მფლობელი ან გემის მფლობელის მიერ დანიშნული გემის მმართველი კომპანიის მიერ, რომლებიც, როგორც მინიმუმ, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი მომსახურებებით:

ჟ.ა) გემის დროშის სახელმწიფოს მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ჟ.ბ) გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ (ISM Code) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ჟ.გ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გემებისა და ნავსადგურების უშიშროების საერთაშორისო კოდექსთან (ISPS Code) შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ჟ.დ) გემის ტექნიკური მომსახურებისა და ზოგადი ეფექტიანობის ზედამხედველობისთვის კომპეტენტური პერსონალის უზრუნველყოფა;

ჟ.ე) გემის მშრალი დოკირების დაგეგმვა და ზედამხედველობა, შეკეთება, ცვლილებების განხორციელება და ტექნიკური მომსახურება, გემთმფლობელებთან შეთანხმებული სტანდარტების (დონის) შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველებს ექნებათ უფლება, გაიღონ აუცილებელი ხარჯები იმისათვის, რომ უზრუნველყონ გემის შესაბამისობა საკლასიფიკაციო საზოგადოების ყველა მოთხოვნასა და რეკომენდაციასთან, გემის დროშის ქვეყნის კანონმდებლობასა და იმ გეოგრაფიულ ზონებთან, სადაც გემი განახორციელებს ნაოსნობას;

ჟ.ვ) აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობით, სათადარიგო ნაწილებით მომარაგება და სპეციალური საპოხი ზეთებით მომარაგების უზრუნველყოფა;

ჟ.ზ) დროდადრო სურვეიერებისა და ტექნიკური კონსულტანტების დანიშვნა;

ჟ.თ) მფლობელების ინსტრუქციითა და გაყიდვის შეთანხმების მიხედვით, გემის გაყიდვისა და ფიზიკური მიწოდების ზედამხედველობა. თუმცა, არ მოიცავს გაყიდვის ხელშეკრულების მოლაპარაკებებსა და გემის მფლობელობის გადაცემის მომსახურებას;

ჟ.ი) სურსათით მომარაგების დაგეგმვა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ჟ.კ) საწვავის მახასიათებლების შემოწმებისა და ტესტირების დაგეგმვა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი