2021 წლის 8 და 9 ივნისს ხელმოწერილი „2020 წლის 1 მაისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი)“ №1 ცვლილება“

2021 წლის 8 და 9 ივნისს ხელმოწერილი „2020 წლის 1 მაისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი)“ №1 ცვლილება“
დოკუმენტის ნომერი 1032
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 10/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016659
1032
09/06/2021
ვებგვერდი, 18/08/2021
480610000.03.030.016659
2021 წლის 8 და 9 ივნისს ხელმოწერილი „2020 წლის 1 მაისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი)“ №1 ცვლილება“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

2021 წლის 8 და 9 ივნისს ხელმოწერილი „2020 წლის 1 მაისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი)“ №1 ცვლილება“

       

მსოფლიო ბანკი

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი

 

08-ივნისი- 2021

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრს

ბ-ნ ლაშა ხუციშვილს

თბილისი,

გორგასლის ქ. 16

 

Re: საქართველო: სესხი № 9113-GE

(COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი  რეაგირების პროექტი)

სასესხო შეთანხმების ცვლილება ნომერი 1

 

ბატონო მინისტრო,

ამ წერილში შევეხებით 2020 წლის პირველი მაისით დათარიღებულ სასესხო შეთანხმებას, საქართველოს („მსესხებელი“) და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს („ბანკი“) შორის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისთვის („პროექტი“). ასევე შევეხებით აღნიშნული პროექტის დამატებითი დაფინანსებისთვის მსესხებელს და ბანკს შორის 2021 წლის 21 მაისით დათარიღებულ მოლაპარაკებებს და ამ მოლაპარაკებების შეთანხმებულ ოქმს, სადაც ბანკის და საქართველოს წარმომადგენლებმა განიხილეს და შეათანხმეს სასესხო შეთანხმების დაგეგმილი ცვლილება მის შესაბამისობაში მოსაყვანად დამატებითი დაფინანსების სასესხო შეთანხმებასთან („დამატებითი დაფინანსების სასესხო შეთანხმება“).

აღნიშნული დისკუსიების საფუძველზე გთავაზობთ სასესხო შეთანხმების ცვლილებებს ქვევით წარმოდგენილი ფორმით (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ წერილში („ცვლილების წერილი“) მთავრულით წარმოდგენილ ტერმინებს, რომლებიც აქ არ არის განსაზღვრული,  აქვთ სასესხო შეთანხმებით და დამატებითი დაფინანსების სასესხო შეთანხმებით მინიჭებული მნიშვნელობები):

 

1. შემდეგი ახალი ქვეპუნქტები დაემატა განრიგი 1-ის 1-ლ ნაწილს (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირება):

„(გ) საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერა პროექტით განსაზღვრული COVID-19 -ის ვაქცინების შეძენასა და გამოყენებაში;

(დ) საქართველოს ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება ვაქცინის უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოსაყენებლად, მათ შორის:  (i) ვაქცინის განაწილების პრიორიტეტულობის განსაზღვრასთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკის შემუშავება; (ii) ვაქცინაციის მარეგულირებელი სტანდარტების განსაზღვრა; (iii) ცივი ჯაჭვის, მიწოდების, შენახვის, ლოგისტიკის და ტრენინგის სტანდარტების და პროტოკოლების შემუშავება; და (iv) ანგარიშვალდებულების, საჩივრების, მოქალაქეთა და თემის ჩართულობის მექანიზმების შემუშავება და განვითარება; და

(ე) ვაქცინასთან დაკავშირებული საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების, იმუნიზაციის სისტემების და მომსახურების გაწევის შესაძლებლობების, მათ შორის ცივი ჯაჭვის ელემენტების, ტრანსპორტის და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის, ვაქცინის მართვის შესაძლებლობების შეფასების და მიწოდებაზე მომუშავე პირების ტრენინგის მხარდაჭერა.“.

 

2. განრიგი 2-ის I. A თავის  პუნქტი 1 შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

„1. მსესხებელი მთლიანი პროექტის განხორციელების პასუხისმგებლობას აკისრებს თავის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (MoILHSA), რომელიც ინფორმაციას და მხარდაჭერას იღებს შემოსავლების სამსახურისგან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან („NCDC“) და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსგან.“.

 

3. განრიგი 2-ის I. B თავის პუნქტი 3 შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

„3. მსესხებელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (MoILHSA) მეშვეობით ახორციელებს პროექტს ამ ხელშეკრულების, პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს,  საბიუჯეტო და ანაზღაურების გლობალური სახელმძღვანელოს და ვაქცინის მიწოდების და განაწილების სახელმძღვანელოს შესაბამისად. თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მსესხებელი არ ახდენს პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს, საბიუჯეტო და ანაზღაურების გლობალური სახელმძღვანელოს  ან ვაქცინის მიწოდების და განაწილების სახელმძღვანელოს დებულებების შესრულების გადაცემას, შეცვლას, გაუქმებას ან გადავადებას ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე.  პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს და საბიუჯეტო და ანაზღაურების გლობალური სახელმძღვანელოს ან ვაქცინის მიწოდების და განაწილების სახელმძღვანელოს დებულებებს შორის ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესობა ამ შეთანხმების დებულებებს ენიჭება.“.

 

4. განრიგი 2-ის I. D თავის პუნქტი 2(ა) შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

„2.  პუნქტი 1-ის დებულებების შეზღუდვის გარეშე, მსესხებელი უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის („ESCP“)“) შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით. ამ მიმართულებით მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ:

(ა) გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმაში („ESCP“) მითითებული ღონისძიებები და ზომები შესრულდეს სათანადო სიფრთხილით და ეფექტიანობით და  გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმაში (“ESCP“) მოცემული მითითებების შესაბამისად;“.

 

5. ახალი თავი I.E დაემატა  განრიგ 2-ს და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

E. COVID-19 ვაქცინის დამტკიცების სტანდარტები

1. პროექტით გათვალისწინებული ყველა COVID-19 ვაქცინა უნდა აკმაყოფილებდეს ვაქცინის დამტკიცების კრიტერიუმებს.“.

 

6. განრიგი 2-ის III. B თავის  პუნქტი 2 მთლიანად იქნა ამოღებული და შეიცვალა შემდეგით:  

„2. დახურვის თარიღია 2023 წლის 30 აპრილი.“.

 

7. დანართს დაემატა შემდეგი ახალი პუნქტები. დანარჩენი პუნქტები შესაბამისად გადაინომრა.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო“ ნიშნავს „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 დეკემბრის №2459 განკარგულებით შექმნილ კომისიას ან მის სამართალმემკვიდრეს.

„დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ ნიშნავს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს, რომელიც შეიქმნა კანონით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და„ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №122 დადგენილებით “ან მის სამართალმემკვიდრეს.

„პროექტით გათვალისწინებული COVID-19 ვაქცინა“ ნიშნავს ვაქცინას  COVID-19 -ის პრევენციისთვის, რომელიც ავტორიზებულია მსესხებლის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ მსესხებლის ტერიტორიის ფარგლებში დისტრიბუციის, მარკეტინგის და ადმინისტრირების მიზნით  და შეძენილია ან მიწოდებულია პროექტის შესაბამისად; „პროექტით გათვალისწინებული COVID-19 ვაქცინები“ ნიშნავს ვაქცინას მრავლობით რიცხვში.  

„პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელო“ ან „POM“ ნიშნავს მსოფლიო ბანკისთვის მისაღებ სახელმძღვანელოს, რომელიც მითითებულია  ძირითადი შეთანხმების განრიგი 2-ის I.B.1 თავში და ამ შეთანხმების განრიგი 2-ის I.B.1 თავში და შეიცავს პროექტის განხორციელების დეტალურ ინსტრუქციებსა და პროცედურებს, მათ შორის: ადმინისტრაციისა და კოორდინაციის, მონიტორინგისა და შეფასების, ფინანსური მართვის, შესყიდვებისა და ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურებს, ეკოლოგიური და სოციალური დაცვის ასპექტებს, კორუფციისა და თაღლითობის რისკების შემცირების ზომებს, საჩივრების განხილვის მექანიზმს, დებულებებს პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შესახებ („პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად), პროექტის განხორციელების პროცესში შესასრულებელ როლებსა და პასუხისმგებლობებს, მათ შორის პროექტის განხორციელებაში მონაწილე ნებისმიერი ქვედანაყოფების კონკრეტულ როლებსა და პასუხისმგებლობებს და ნებისმიერ სხვა წესებსა და პროცედურებს, რომლებიც საჭიროა პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით.

„პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია“ ან „PIU“ ნიშნავს  MoILHSA -ს დაქვემდებარებაში შექმნილ ორგანიზაციას, რომელიც მოხსენებულია ამ შეთანხმების განრიგი 2-ის I.A (1) თავში და ძირითადი შეთანხმების განრიგი 2-ის I.A (1) თავში..

„ვაქცინის დამტკიცების კრიტერიუმები“ ნიშნავს, რომ  პროექტით გათვალისწინებულ COVID-19 ვაქცინას: (ა) მიღებული აქვს რეგულარული ან საგანგებო გამოყენების ლიცენზია ან ავტორიზაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ COVAX პლატფორმის ფარგლებში შეძენილი და/ ან მოწოდებული ვაქცინებისთვის განსაზღვრული მკაცრი მარეგულირებელი მოთხოვნების მქონე ერთი ორგანოსგან მაინც, რომელიც შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს ჯანმოს მიერ; (ბ) მიღებული აქვს ჯანმოს წინასწარი საკვალიფიკაციო შეფასება  ან ნებართვა საგანგებო გამოყენების ჩამონათვალში შესატანად; ან (გ) აკმაყოფილებს ისეთ სხვა კრიტერიუმებს, რომლებიც შეიძლება შეთანხმდეს წერილობით მსესხებელსა და ბანკს შორის. 

„მკაცრი მარეგულირებელი მოთხოვნების მქონე ორგანო“ ნიშნავს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს („NRA“), რომელიც ჯანმოს მიერ კლასიფიცირებულია მკაცრი მარეგულირებელი მოთხოვნების მქონე ორგანოდ. 

„ვაქცინის მიწოდების და განაწილების სახელმძღვანელო“ ნიშნავს მსესხებლის სახელმძღვანელოს, რომელიც შეადგენს ამ ხელშეკრულების 5.01 მუხლში აღნიშნული პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს ნაწილს და რომელიც შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით და შეიცავს შემდეგს: 

(ა) წესები და პროცედურები ვაქცინის ქვეყნის შიგნით განაწილების პრიორიტეტულობის განსასაზღვრად ჯანმოს მიერ დადგენილი სამართლიანი განაწილების ჩარჩოს პრინციპების შესაბამისად, სამოქმედო გეგმის ჩათვლით, რომელიც ადგენს ვადებს და ნაბიჯებს აღნიშნული წესების განსახორციელებლად; და   

(ბ) წესები და პროცედურები, რომლებიც ადგენს  მინიმალურ სტანდარტებს ვაქცინის მართვისა და მონიტორინგისთვის, სამედიცინო და ტექნიკური კრიტერიუმების, საკომუნიკაციო და სარეკლამო კამპანიის გეგმის, ცივი ჯაჭვის ინფრასტრუქტურის და სხვა დაკავშირებული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ჩათვლით; და 

(გ) წესები და პროცედურები პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად და შესაგროვებლად [პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ეროვნული კანონის შესაბამისად, თუ ეს ადეკვატურად არის მიჩნეული][და] საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად; და 

(დ) ვაქცინის განაწილების გეგმა იმუნიზაციის ვადების და ეტაპების განმსაზღვრელი სამოქმედო გეგმის ჩათვლით.  

„WHO“ ნიშნავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩამონათვალი საგანგებო სიტუაციაში გამოყენების მიზნით“  ნიშნავს რისკზე დამყარებულ პროცედურას ჯანმოს მიერ არალიცენზირებული ვაქცინების, სამკურნალო საშუალებების და  in vitro დიაგნოსტიკის შეფასებისა და ლისტინგში შეტანისთვის, აღნიშნული პროდუქტების ხელმისაწვდომობის დაჩქარების მიზნით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დეკლარირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. 

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის  სამართლიანი განაწილების ჩარჩო“ ნიშნავს წესებს, რომლებიც არეგულირებს ვაქცინის განაწილებას ჯანმოს მიერ  შემუშავებული COVAX პლატფორმის მონაწილეებისთვის, რომლებიც ექვემდებარება პერიოდულ განხილვას COVAX პლატფორმის მიერ. 

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წინასწარი კვალიფიკაცია“ ნიშნავს ჯანმოს მიერ უზრუნველყოფილ სერვისს სამედიცინო პროდუქტების ხარისხის, უსაფრთხოების და ეფექტურობის შესაფასებლად პრიორიტეტული დაავადებებისთვის და რომლებიც გამიზნულია გაეროსთვის და საერთაშორისო შესყიდვებისთვის განვითარებად ქვეყნებში.“.

ამ წერილში მითითებული ცვლილებების გარდა სასესხო შეთანხმების ყველა დანარჩენი დებულება უცვლელია და ძალაში რჩება. გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი თანხმობა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ცვლილებების ამ წერილის ხელმოწერით. ცვლილების ეს წერილი ძალში შევა: (i) მას შემდეგ, რაც ბანკი მიიღებს  ხელმოწერილ და დადასტურებულ ასლს DocuSign -ის საშუალებით; (ii), საქართველოს კანონების შესაბამისად რატიფიკაციის პროცედურების დასრულების შესახებ (და რომ საქართველოს კანონებიდან გამომდინარე, სხვა შიდა ნაბიჯების განხორციელება არ არის საჭირო) ბანკის მიერ მსესხებლის დასტურის მიღებისთანავე; და  (iii) ბანკის მხრიდან ცვლილების ამ წერილის ამოქმედების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ.

 

 

პატივისცემით,

რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი

 

______________________________

სებასტიან მოლინეუსი

რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში

 

 

ვეთანხმებით:

 

საქართველო

 

ხელმოწერალაშა ხუციშვილი

სახელი, გვარი: ლაშა ხუციშვილი

თანამდებობა: მინისტრი

თარიღი: 09-ივნისი-2021