„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 77/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 03/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 430090000.22.022.018077
77/ნ
03/09/2021
ვებგვერდი, 06/09/2021
430090000.22.022.018077
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №77/ნ

2021 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430090000.22.022.017630) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური (შემდგომ – მანდატურის სამსახური) ვალდებულია:

ა) არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა უზრუნველყოს:

ა.ა) ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შესაბამისობაში მოყვანა ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის მოთხოვნებთან;

ა.ბ) ფსიქოლოგიური დახმარების სისტემის ამოქმედების მიზნით ინტერნეტპორტალის – befriend.mes.gov.ge მოდიფიცირება;

ა.გ) ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ან/და გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;

ბ) 2019 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირების (შემდგომ – უფლებამოსილი პირი) აღჭურვა მეტალოდეტექტორებით;

გ) 2022 წლის 31 დეკემბრამდე შექმნას და დანერგოს:

გ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომ – სკოლა) უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების მიზნით შესაბამისი ელექტრონული პროგრამა;

გ.ბ) სკოლაში ძალადობის რისკების შეფასების მიზნით შესაბამისი მექანიზმები;

გ.გ) ფსიქოლოგთან ან სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის მობილური სატელეფონო აპლიკაცია;

გ.დ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების ელექტრონული პროგრამა.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კერძო სკოლა ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ წესით და დაიცვას იგი ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესით განსაზღვრული პრინციპების სრულად დაცვასა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ბ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი)  მანდატურის სამსახური – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური;“;

ბ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ)  სამინისტრო – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;“

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ცხელი ხაზის ნომერი – 112 (შემდგომ – 112);“;

დ) მე-11 მუხლის:

დ.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მრჩეველთა საბჭოს სხდომას იწვევს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან მრჩეველთა საბჭოს წევრის თხოვნის საფუძველზე. მრჩეველთა საბჭოს სხდომის თაობაზე მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ახდენს მრჩეველთა საბჭოს ყველა წევრის ინფორმირებას, მრჩეველთა საბჭოს სხდომის ჩატარებამდე გონივრული ვადით ადრე.“;

დ.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მრჩეველთა საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელშიც მოცემული უნდა იყოს სხდომის ოქმის რიგითი ნომერი, მრჩეველთა საბჭოს  სხდომის ჩატარების თარიღი, დამსწრე წევრთა ვინაობა, განხილული საკითხის შინაარსი, მიღებული რეკომენდაციები და მიღებული რეკომენდაციების შესრულების ვადა. მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმზე ხელს აწერენ მრჩეველთა საბჭოს სხდომის თავმჯდომარე, მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრები და მდივანი.“;

ე) მე-13 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის შეჩერების, შეწყვეტის ან განახლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) სკოლის დირექტორის მიმართვის საფუძველზე.“;

ვ) 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ზ) 34-ე მუხლის:

ზ.ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) სხვა უწყების მიერ ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრისთვის (სამმართველოსთვის) მოსწავლისათვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევის მოთხოვნით მიმართვა;

ე) ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველოს) სპეციალისტის მიერ ინტერვენციის დროს შემთხვევის იდენტიფიცირება.“;

ზ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლისათვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) სოციალური მუშაობის ფარგლებში, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით გათვალისწინებული ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის გამოკვეთის მიზნით, უზრუნველყოფს მოსწავლის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მოძიებას, რა დროსაც მონაცემთა სუბიექტს აინფორმირებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად. ინფორმაციის მოძიების შედეგად „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით გათვალისწინებული ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის გამოკვეთის შემთხვევაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსათვის. ასევე, ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ახდენს მანდატურის, სკოლის ადმინისტრაციისა და მოსწავლის კლასის დამრიგებლის ინფორმირებას, რა დროსაც მიაწოდებს ინფორმაციას სავარაუდო ძალადობის ფაქტის, ძალადობის ფორმისა და მოძალადის/ძალადობის მსხვერპლის შესახებ.“;

თ) 37-ე მუხლის:

თ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ გამოვლენილი დარღვევის/სავარაუდო დარღვევის ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში შეტანის დასრულებისთანავე, მანდატური ვალდებულია დარღვევის აღრიცხვის ფურცლის ელექტრონული ვერსია ამავე ელექტრონული საინფორმაციო ბაზის გამოყენებით გაუგზავნოს სკოლის დირექციას.“;

თ.ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ი) 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სკოლაში გამოვლენილი დარღვევის შესახებ დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა. დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენის მიზნით, საჭიროებისამებრ, ფაქტთან დაკავშირებული პირებისაგან (მათ შორის მოსწავლეებისაგან) დარღვევის/სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მოძიება. შედგენილი დარღვევის აღრიცხვის ფურცლის სკოლის დირექციისათვის და მანდატურის სამსახურისთვის წარდგენა;“;

კ) 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია ვალდებულია მანდატურობის კანდიდატების შეფასება უზრუნველყოს საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა.“;

ლ) 61-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მანდატურობის კანდიდატი, რომელიც მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში მანდატურობის კანდიდატი მანდატურის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება გათავისუფლდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.“;

მ) 63-ე მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაიცვას სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისას მიღებული ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური მონაცემების) კონფიდენციალურობა და არ დაუშვას მისი გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

ნ) დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი