„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 29 ივლისის №44/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 29 ივლისის №44/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 06/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016573
45/2021
06/08/2021
ვებგვერდი, 06/08/2021
010210010.15.008.016573
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 29 ივლისის №44/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №45/2021

2021 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 29 ივლისის №44/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 29 ივლისის №44/2021 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 30/07/2021, 010210010.15.008.016572) დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 კანდიდატურას წარუდგენენ, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კანდიდატთა შესარჩევ პროცესში მონაწილე, ბოლო სამი საერთო არჩევნებისას ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზიაციები ურთიერთშეთანხმებით (კონსენსუსით). თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ვერ შეირჩა, კანდიდატურებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი;

გ) არაუმეტეს 3 კანდიდატურას წარუდგენენ, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კანდიდატთა შესარჩევ პროცესში მონაწილე ბოლო სამი საერთო არჩევნებისას ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ურთიერთშეთანხმებით (კონსენსუსით). თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ვერ შეირჩა, კანდიდატურებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება ან/და საარჩევნო სფეროში საქმიანობის გამოცდილება. საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს: ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე; ბ) საარჩევნო სუბიექტი და მისი წარმომადგენელი; გ) დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი; დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირები საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით 2021 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა შეიკრიბონ ცესკოს ადმინისტრაციულ შენობაში, ურთიერთშეთანხმებით (კონსენსუსით), 2021 წლის 8 აგვისტოს 16:00 საათამდე შეარჩიონ და 2021 წლის 8 აგვისტოს 20:00 საათამდე ცესკოს წარუდგინონ საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის კანდიდატურები, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რაოდენობების ფარგლებში. თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით საკონსლუტაციო ჯგუფის წევრი ვერ შეირჩა, კანდიდატურებს იმავე ვადაში ხელახლა ეყრებათ კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია უფლებამოსილია დაასახელოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის მხოლოდ ერთი კანდიდატი.“.

2. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე ან მის მიერ განსაზღვრული საკონსულტაციო ჯგუფის წევრი უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით დაესწროს საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვას და ცესკოს მისცეს ზეპირი განმარტება საკონსულტაციო ჯგუფის მიერ წარდგენილ რეკომენდაციასთან დაკავშირებით.  საკონსულტაციო ჯგუფს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ჯგუფის თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი ჯგუფის წევრი.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი