„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.017497
207
18/08/2021
ვებგვერდი, 19/08/2021
230150070.22.033.017497
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №207-№50

2021 წლის 18 აგვისტო

ქ. თბილისი

„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებთ:

მუხლი 1
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230150070.22.033.017232) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის:

1. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოში დაფუძნებული პირი. ეს ვალდებულება არ ვრცელდება ტრანზიტის ან დროებით შემოტანის პროცედურასთან დაკავშირებული წარმომადგენლობის განხორციელებისას.

22. დეკლარანტი უნდა იყოს საქართველოში დაფუძნებული პირი. აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ მოეთხოვება:

ა) პირს, რომელიც წარადგენს საქონლის ტრანზიტის ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევის დეკლარაციას;

ბ) პირს, რომელიც საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით არარეგულარულად წარადგენს დეკლარაციას, მათ შორის, შიდა გადამუშავების პროცედურის ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას.“.

2. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სააგენტო და საბაჟო ორგანო კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფლებამოსილ თანამშრომელთა ინფორმირებას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული სისტემის მონაცემთა ბაზიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე), რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ძებნის შესახებ მონაცემები ატვირთულია საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის – ინტერპოლის გენერალური სამდივნოს გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემთა ბაზაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური