დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 111/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 30/07/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016590 |
|
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 23/06/2017; ს/კ: 220020000.18.011.016245) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ძირითადი ინფორმაცია აქტივებზე: ზ.ა) რისკის პოზიციის ღირებულების განაწილება ნარჩენი ვადიანობის და რისკის კლასების მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-17 ცხრილის შესაბამისად; ზ.ბ) აქტივების მთლიანი ღირებულების, საბალანსო ღირებულების, აქტივებზე რეზერვების და ჩამოწერის განაწილება რისკის კლასების მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-18 ცხრილის შესაბამისად; ზ.გ) აქტივების მთლიანი ღირებულების, საბალანსო ღირებულების, აქტივებზე რეზერვების და ჩამოწერის განაწილება დაფარვის წყაროს სექტორების მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-19 ცხრილის შესაბამისად; ზ.დ) რეზერვის ცვლილება სესხებზე და კორპორატიულ სავალო ფასიან ქაღალდებზე, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-20 ცხრილის შესაბამისად; ზ.ე) უმოქმედო სესხების ცვლილება, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 21-ე ცხრილის შესაბამისად; ზ.ვ) სესხების, სავალო ფასიანი ქაღალდების და გარესაბალანსო ვალდებულებების განაწილება, კლასიფიკაციის, ვადაგადაცილების და მსესხებლის ტიპის მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 22-ე ცხრილის შესაბამისად; ზ.ზ) სესხების, უზრუნველყოფის კოეფიციენტის მიხედვით განაწილებული სესხების, სესხებზე რეზერვების, სესხებზე უზრუნველყოფის ღირებულების და გარანტიებით უზრუნველყოფილი სესხების განაწილება კლასიფიკაციისა და ვადაგადაცილების მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 23-ე ცხრილის შესაბამისად; ზ.თ) სესხების და სესხებზე რეზერვის განაწილება, დაფარვის წყაროს სექტორების და კლასიფიკაციის მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 24-ე ცხრილის შესაბამისად; ზ.ი) სესხების, კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდების და გარესაბალანსო ვალდებულებების განაწილება უზრუნველყოფების მიხედვით, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის 25-ე ცხრილის შესაბამისად;“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტი, ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმის მე-16 ცხრილის შესაბამისად.“. 3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ბანკები ვალდებული არიან ამ წესის მე-4 მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გამჟღავნების მოთხოვნების ეფექტური შესრულება 2021 წლის მეორე კვარტალის კვარტალური ანგარიშგებისთვის უზრუნველყონ 2021 წლის 31 აგვისტომდე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები