„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 798-Vრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 010010000.09.001.016669
798-Vრს-Xმპ
18/07/2021
ვებგვერდი, 19/07/2021
010010000.09.001.016669
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-3/92, 29.06.2021) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.

2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 125-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 9 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:

       ა) შალვა პაპუაშვილი             –   საქართველოს პარლამენტის განათლებისა და 

                                                            მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე    

                                                            (კომისიის თავმჯდომარე);                

       ბ) ლევან იოსელიანი               –   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 

                                                             მოადგილე (კომისიის მდივანი);                  

       გ) ანრი ოხანაშვილი               –   საქართველოს პარლამენტის იურიდიულ  

                                                            საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

       დ) მიხეილ სარჯველაძე        –   საქართველოს პარლამენტის ადამიანის    

                                                           უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო  

                                                           ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;    

       ე) ფრიდონ ინჯია                   –   საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი   

                                                             „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე;

        ვ) იაგო ხვიჩია                         –   საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“  

                                                             თავმჯდომარე;

        ზ) პაატა მანჯგალაძე             –   საქართველოს პარლამენტის  

                                                             საპროცედურო საკითხთა და წესების  

                                                             კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

        თ) ნინო იობაშვილი              –   საქართველოს პარლამენტის წევრი;

        ი) ანა ნაცვლიშვილი              –   საქართველოს პარლამენტის წევრი.

       3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კომისიის სხდომებზე დასასწრებად მოიწვიოს სხვა პირები.

          4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეკახაბერ კუჭავა

 

თბილისი,

18 ივლისი 2021 წ.

N798-Vრს-Xმპ





პროექტი

 

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

 

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.10.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010010000.01.001.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11-მე-13 პუნქტები:

 

„11. საქართველოს პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 2 პროცენტი მაინც მიიღეს. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 2 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები.

12. მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.

13. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.“.

 

2. 21 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                             სალომე ზურაბიშვილი

 

განმარტებითი ბარათი

 

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

 

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი უზრუნველყოფს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ 19 აპრილს შემოთავაზებულ შეთანხმების „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ დებულებების ასახვას საქართველოს კონსტიტუციაში. კერძოდ, საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო ბარიერი მცირდება 2%-მდე, 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება 4 წევრით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.

 

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

 

2024 წლიდან გასამართ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად საჭირო პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობა დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით, ისევე როგორც საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურა. შესაბამისად, ამ საკითხების ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია ცვლილების შეტანა საქართველოს კონსტიტუციაში.

 

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

 

კონსტიტუციური კანონის მიღება უზრუნველყოფს შარლ მიშელის შეთანხმების დებულებების ასახვას საქართველოს კონსტიტუციაში.

 

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

 

კონსტიტუციური კანონის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში და მის მე-2 მუხლს ემატება მე-11 - მე-13 პუნქტები, რომლებითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მცირდება 2%-მდე, დგინდება, რომ 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.

 

ამასთანავე, ცვლილება შედის კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებების 21 მუხლში, სადაც მე-8 პუნქტი კარგავს ძალას.

 

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

 

კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.

 

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

 

კონსტიტუციური კანონის პროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.

 

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

 

ასეთი არ არსებობს.

 

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

 

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

 

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

 

კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

 

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

 

კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

 

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

 

კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

 

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

 

კონსტიტუციური კანონის პროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.

 

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

 

კონსტიტუციური კანონის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი).

 

1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:

 

კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.

 

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

 

კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

 

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

 

კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

 

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და  შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

 

კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.

 

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

 

ასეთი არ არსებობს.

 

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

 

ასეთი არ არსებობს.

 

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე  ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

 

ასეთი არ არსებობს.

 

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.

 

ე) კანონპროექტის ავტორი: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი

ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ირაკლი კობახიძე, კახაბერ კუჭავა, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ანრი ოხანაშვილი, შალვა პაპუაშვილი, ნინო წილოსანი, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი, რამინა ბერაძე, პაატა კვიჟინაძე, რესან კონცელიძე, შოთა ხაბარელი, გოგი მეშველიანი, ანტონ ობოლაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ელგუჯა გოცირიძე, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, გია ბენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გელა სამხარაული, ნოდარ ტურძელაძე, ხატია წილოსანი, მიხეილ სარჯველაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, ბეჟან წაქაძე, ხათუნა  კვიციანი,  ზაზა  ლომინაძე,  ედიშერ  თოლორაია,  თამარ  ტალიაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, ზაალ დუგლაძე, ანზორ ბოლქვაძე, ვლადიმერ კახაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ხახუბია, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ირაკლი ბერაია, ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი, ბექა დავითულიანი, ნინო ლაცაბიძე, ირაკლი ზარქუა, ზაალ მიქელაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოჩა ენუქიძე, გიორგი ამილახვარი, ნინო იობაშვილი, დავით კაჭარავა, სავალან მირზოევი, ვიქტორ სანიკიძე, ზაურ დარგალი, ლევან კობიაშვილი, ქეთევან დუმბაძე, მაია ბითაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ბექა ოდიშარია, გივი მიქანაძე, ირმა ზავრადაშვილი, ისკო დასენი, სოზარ სუბარი, მაია მენაღარიშვილი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, გიორგი კახიანი, ირაკლი კოვზანაძე, რატი იონათამიშვილი, ფრიდონ ინჯია, მარიამ ლაშხი, ლევან იოსელიანი, ალექსანდრე ელისაშვილი, დავით ზილფიმიანი, იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, თეონა აქუბარდია, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, პაატა მანჯგალაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, შალვა შავგულიძე, ავთანდილ ენუქიძე.