დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 353 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/07/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 30/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.10.003.022908 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021274) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესში:
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი: „მუხლი 331. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები 1. შენობის ახალი მშენებლობისას, ასევე არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში, არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს“. შენიშვნა: მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია განმარტებული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების“ შესაბამისად. 2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შენობებზე. 3. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება. ხარჯეფექტურობის გამოთვლა ხორციელდება „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიით“, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 2. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული სქემის – დადგენილების 331 მუხლით განსაზღვრული შენობის მშენებლობაზე სანებართვო განაცხადის წარდგენის შემთხვევაში.“. 3. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) შენობის შემთხვევაში საექსპერტო შეფასება არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული სქემის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებთან“ შესაბამისობის თაობაზე, გარდა 331 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 331 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი დასაბუთება. შენიშვნა: ექსპერტის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნებით“.“. 4. 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ.გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.გ.ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი, ხოლო თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობის სასარგებლო ფართობი აღემატება 50 მ2-ს და შენობა ამავდროულად არ ექცევა 331 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ გამონაკლისებში, მაშინ ესკიზური ნახაზის ნაცვლად განცხადებას უნდა დაერთოს არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა/პროექტი, ასევე 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საექსპერტო დასკვნაც. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობის სასარგებლო ფართობი აღემატება 50 მ2-ს და შენობა ამავდროულად ექცევა 331 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ გამონაკლისებში, მაშინ სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი დასაბუთება; შენიშვნა: სასარგებლო ფართობი განმარტებული უნდა იქნეს „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“. |
მუხლი 2 |
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება 2022 წლის 30 ივნისამდე შეტანილ სანებართვო განაცხადებზე. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 30 ივნისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები