„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 99/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016578
99/04
14/07/2021
ვებგვერდი, 15/07/2021
220010020.18.011.016578
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №99/04

2021 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 28/09/2018; ს/კ: 220010020.18.011.016344) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ფართის ინტერიერისა და ექსტერიერის ამსახველი ფოტომასალა, ასევე, შიდა პერიმეტრზე (საოპერაციო ფართი და სალარო) ვიდეომეთვალყურეობის კამერების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კამერების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამონტაჟების დოკუმენტი ან/და ფოტომასალა);“;

ა.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიულ პირთა შემთხვევაში კი – იურიდიული პირის, მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა, ბენეფიციარ მესაკუთრეთა და ადმინისტრატორთა შესახებ შემდეგი დოკუმენტები:

ნ.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

ნ.ბ) ცნობა ნასამართლობის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს  60 კალენდარულ დღეს.“.

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დაინტერესებული იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს მხოლოდ ერთი აქციონერი/პარტნიორი, რომელიც იმავდროულად ამ იურიდიული პირის დირექტორია, ვალდებულია ჰყავდეს სულ მცირე 2 დირექტორი.“.

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები სასაწყობე ფართის მოწყობასთან დაკავშირებით ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სესხებს გასცემენ მოძრავი ქონების უზრუნველყოფით და აკისრიათ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული მატერიალური ფასეულობის შენახვა/დაცვის ვალდებულება.“.

2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სგს ვალდებულია ადმინისტრატორის დანიშვნამდე თანხმობის მისაღებად წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ეროვნული ბანკი განაცხადს განიხილავს მისი წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.“.

3. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ეროვნულ ბანკს განცხადებით მიმართავს მეწარმე სუბიექტი, მისი დირექტორი, აქციონერი/პარტნიორი ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელსაც ამ წესის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“, „გ“ „ვ“, „ზ“, „ი“, „ი1“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე გაუუქმდა რეგისტრაცია და მისი გაუქმებიდან არ გასულა 2 წელი ან ძალაშია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ.“.

4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინდივიდუალური მეწარმის ან პარტნიორთა/აქციონერთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე სგს-ს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წერილობითი მომართვა რეგისტრაციის გაუქმების თხოვნით. მომართვას თან უნდა დაერთოს ანგარიშგების ფორმები (დანართი №4 და დანართი №5);

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) განხორციელდა იურიდიული პირის ლიკვიდაცია ან ინდივიდუალურ მეწარმეს გაუუქმდა რეგისტრაცია;“.

5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. თუ დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს ფილიალის/ფილიალების საქმიანობის ნებართვის მიღებაზე, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.“.

6. მე-8 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული ბანკი განაცხადს მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე განიხილავს მისი წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-9 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს სგს-ს შიგნით და გარეპერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა სგს-ს შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს შემომსვლელი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია. სგს ვალდებულია შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუდმივად უწყვეტ რეჟიმში. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაცია მინიმუმ 30-დღიანი ჩანაწერებით ინახება და მისი ამოღება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცებული „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის“ შესაბამისად. სგს-ს შემოწმების ფარგლებში, სგს-ს შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაციის შესაბამისი ჩანაწერის ამოღება ხორციელდება ასევე ეროვნული ბანკის მიერ.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სგს ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში სათავო ოფისში, მის ფილიალში და სასაწყობე ფართში იქონიოს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დაიცვას ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადები. სგს ვალდებულია საქმიანობა არ განახორციელოს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართული ფუნქციონირების გარეშე.“;

გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სგს/ფილიალი ვალდებულია აწარმოოს საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ შესაბამისად.“;

დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. სგს, მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორი/აქციონერი, ბენეფიციარი მესაკუთრე ან ადმინისტრატორი არ უნდა იყოს ნასამართლევი  მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.“.

8. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

„მუხლი 91. საოპერაციო რისკის მართვა

1. საოპერაციო რისკების მატერიალიზების თავიდან აცილების მიზნით სგს ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) საოპერაციო მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ტექნიკური საშუალებების საიმედო და უწყვეტი ფუნქციონირება;

ბ) ინფორმაციის რეგისტრაციისას რეგისტრირებული მონაცემების შემდგომი გადამოწმება და პროგრამული დადასტურება;

გ) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების სახელების და პაროლების დაცულობა;

დ) აუთსორსინგის შემთხვევაში, პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც განისაზღვრება მოთხოვნილი ცვლილების (დავალების) შესრულების ვადები, შემსრულებელი პირები  და მათი პრიორიტეტულობა;

ე) პროგრამულ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების და მისი მომხმარებლების შესაბამისი კვალიფიკაცია. ბიზნესუწყვეტობის უზრუნველსაყოფად, კრიტიკულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირების შემცვლელების არსებობა;

ვ) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების აღჭურვა შესაბამისი ცოდნით და სამოქმედო  სახელმძღვანელოთი, რომელშიც დეტალურად აღწერილი იქნება მათი უფლება-მოვალეობები;

ზ) პროგრამული უზრუნველყოფების სარეზერვო ასლების გენერირება და სისტემატურად  შენახვა;

თ) მონაცემთა დაცვა არასანქცირებული გარე პირების წვდომისგან;

ი) პროგრამული უზრუნველყოფის დაცვა არასანქცირებული ცვლილებების შეტანისაგან (გაყალბება ან დაუდევრობით გამოწვეული შეცდომები);

კ) ინფორმაციის ნამდვილობის და უცვლელობის დაცვა სარეზერვო ასლებში; 

ლ) შიდა პროცედურების შემუშავება, რომელიც უნდა მოიცავდეს პერიოდულ კონტროლს და დაუგეგმავ შემოწმებას.

2. სგს-ს საოპერაციო პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

ა) დროის რეალურ რეჟიმში  გატარებების განხორციელება და მათი რეესტრის შენახვა;

ბ) ინციდენტების აღრიცხვა და შენახვა შინაარსის/აღწერის მითითებით;

გ) სხვადასხვა მოდულში არსებული ინფორმაციის კონსოლიდაცია და მონაცემების სისტემაში ცენტრალიზებულად შენახვა; 

დ) მონაცემების შენახვა სისტემაში ხელშეკრულების მოქმედების გასვლის შემდეგ 6 წლის ვადით;

ე) დროის სხვადასხვა პერიოდში, ასევე ნებისმიერ დროს ანგარიშების ყველა პარამეტრის მიხედვით მონაცემების გენერირების შესაძლებლობა როგორც ფილიალების ჭრილში, ისე კონსოლიდირებულად;

ვ) ეროვნულ ბანკში წარსადგენი ანგარიშგებების (ფორმების) მოკლე ვადაში გენერირების შესაძლებლობა;

ზ) სასესხო მოთხოვნების (ძირი, პროცენტი, ჯარიმა და სხვ.) აღრიცხვა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად, შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

3. სგს ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებით ვალდებულია:

ა) იქონიოს  ისეთი  პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უზრუნველყოფს ბუღალტრულ აღრიცხვასა და მის ძირითად საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის/გენერირების შესაძლებლობას როგორც ფილიალების ჭრილში, ისე კონსოლიდირებულად;

ბ) ბუღალტრული გატარებები აწარმოოს დროის რეალურ რეჟიმში;

გ) უზრუნველყოს სალაროს, ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების შესაბამისი შემოსავლისა და გასავლის დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა, ოპერაციის შინაარსის, კლიენტის ხელმოწერისა და საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მითითებით, რომლის ერთი პირი უნდა გადაეცეს კლიენტს;

დ) არ განახორციელოს ოპერაცია, თუ შეუძლებელია ოპერაციის დროის რეალურ რეჟიმში შესრულება, შესაბამისი ქვითრის ამობეჭდვა და კლიენტისთვის გადაცემა, მათ შორის, ელექტროენერგიის გათიშვის ან პროგრამული ხარვეზის გამო;

ე)  ბუღალტრული ოპერაციების განხორციელებისას მაქსიმალურად დაიცვას ოთხი თვალის პრინციპი;

ვ) საოპერაციო დღე დახუროს არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, ხოლო ცვლილება შეიტანოს ამ ცვლილებების ამსახველი ქრონოლოგიური ჩანაწერებით (ლოგირებით) და განმარტების მითითებით, რათა საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირებადი იყოს როგორც ოპერაციის შინაარსი, ისე  შემსრულებელი და დრო;

ზ) ბუღალტრული ოპერაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის  საფუძველზე  (ხელშეკრულება,  ოქმი, გადაწყვეტილება, დავალება და სხვა);

თ) ბუღალტრული აღრიცხვა განახორციელოს დარიცხვის მეთოდით;

ი) ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები ასახოს პროგრამულად და პერიოდულად მოახდინოს მათი ინვენტარიზაცია/გადაფასება/ცვეთის დარიცხვა.

4. უზრუნველყოფილი სესხების გაცემის შემთხვევაში სგს უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ვალდებულია სესხი და მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მისი მახასიათებელი პარამეტრების შესაბამისად აღრიცხოს პროგრამულად;

ბ) უძრავი ქონებით უზრუნველყოფა უნდა იყოს გაფორმებული ხელშეკრულებით და კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული საჯარო რეესტრში; 

გ) მოძრავი ნივთებით უზრუნველყოფის შესახებ უნდა იყოს გაფორმებული ხელშეკრულება და ახლდეს შესაბამისი აღწერისა და შეფასების  დოკუმენტი, რომელიც უნდა მოიცავდეს მსესხებლის უნიკალურ კოდს, მიღების თარიღს, ნივთის დასახელებას, ფორმას, წონას და სხვა;

დ) ძვირფასეულობა უნდა შეფასდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე/სერტიფიცირებული პირის მიერ და აღრიცხული უნდა იყოს როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად;

ე) ძვირფასეულობის შეფასების დოკუმენტი და საოპერაციო პროგრამაში არსებული ჩანაწერი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს წონის, სინჯის და ფორმის მიხედვით;

ვ) ძვირფასეულობის შეფასება და ინვენტარიზაცია უნდა ხორციელდებოდეს პერიოდულად; 

ზ) დაუშვებელია, ძვირფასეულობის დროებით სამუშაო უჯრაში შენახვა. ისინი მიღებისთანავე უნდა დაილუქოს აღრიცხვიანობის წესის დაცვით და განთავსდეს შესაბამის სათავსში; 

თ) ძვირფასეულობის შენახვის სათავსი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების მაღალ დონეს. იგი უნდა იყოს სტაციონარული საცავის ან ცეცხლგამძლე, წყალგაუმტარი სეიფის სახით, რომლის გადაადგილება შეუძლებელი იქნება სპეციალური ტექნიკის/აღჭურვილობის გარეშე;

ი)  ძვირფასეულობის შენახვის სათავსი  უნდა იყოს განთავსებული საოპერაციო ფართისგან იზოლირებულ სალაროს კვანძში, რომელიც აღჭურვილი იქნება შიდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემითა და საგანგაშო ღილაკით;

კ) დაუშვებელია საცავში ან სეიფში სესხის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების გარდა, სხვა პირთა პირადი ნივთების (ძვირფასეულობა, თანხა) შენახვა;

ლ) თუ სგს ვერ უზრუნველყოფს ამ პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ვალდებულია ძვირფასეულობა შესანახად გადაიტანოს კომერციულ ბანკში;

მ) თუ ძვირფასეულობის ინახება კომერციულ ბანკში შესაბამისი შენახვა/მიბარების ან პერსონალური სეიფის გამოყენებით, ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს მხოლოდ სგს-ს სახელით;

ნ) სგს ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დამოუკიდებელი პირი უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აუდიტის ჩასატარებლად;

ო)  ძვირფასეულობის გარდა, სხვა მოძრავი ნივთების შესანახად უნდა გააჩნდეს საოპერაციო ფართისგან დამოუკიდებელი სასაწყობე ფართი, მოწყობილი იმგვარად, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების აღრიცხვა/ინვენტარიზაცია;

პ) სგს-ს სათავი და ფილიალის საოპერაციო და სასაწყობე ფართი აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეომეთვალყურეობისა და სიგნალიზაციის სისტემით;

ჟ) სგს-ს უნდა გააჩნდეს ძვირფასეულობის  სათავსების და  საცავების გასაღებებების ორიგინალი და ასლები, რომელთა შენახვა და გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირების ვალდებულებები უნდა იყოს გაწერილი შიდა პროცედურებით. თავიდან უნდა იქნეს არიდებული ერთი პირის მიერ მათი გახსნის და დახურვის შესაძლებლობა; 

რ) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული ქონების ბაზაზე წვდომის უფლებები უნდა იყოს გაწერილი შესაბამის უფლებამოსილ პირებზე;

ს) სგს-ს უნდა გააჩნდეს უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული ქონების პორტფელის გადაფასების პროცედურა, რომელიც დაეყრდნობა საბაზრო ფასებს.“.

9. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტის გარდა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის პირველი სექტემბრიდან.

 


ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



დანართი №1

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა  რ ე გ ი ს ტ რ ა ც ი ა ზ ე

 

გაცნობებთ, რომ _________________________________________________________________   

პირის დასახელება

 

წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ პირს შემდეგი მონაცემებით:

__________________________________________________________________________________

საფირმო სახელწოდება

__________________________________________________________________________________

სამართლებრივი ფორმა

__________________________________________________________________________________

საიდენტიფიკაციო კოდი

__________________________________________________________________________________

იურიდიული მისამართი

__________________________________________________________________________________

სათავო ოფისის ფაქტობრივი მისამართი

__________________________________________________________________________________

ელექტრონული ფოსტის მისამართი

__________________________________________________________________________________

ტელეფონის ნომერი

__________________________________________________________________________________

ფილიალების რაოდენობა

__________________________________________________________________________________

სახელწოდება სესხის გამცემ სუბიექტად დარეგისტრირების შემთხვევაში

 

გაქვთ თუ არა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაცია?

თუ კი, გთხოვთ, მიუთითოთ რეგისტრაციის ნომერი __________________________________

 

გთხოვთ, „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, წინამდებარე განცხადებისა და ჩამონათვალში მითითებული თანდართული დოკუმენტების/ინფორმაციის საფუძველზე ზემოაღნიშნული პირი დაარეგისტრიროთ სესხის გამცემ სუბიექტად.

 

თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი:

 

ზოგადი დოკუმენტაცია:                                                                                             დიახ/არა

 

1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სააქციო საზოგადოების შემთხვევაში  რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი.

 

2. ორგანიზაციის წესდება (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა).

 

3. სადამფუძნებლო სტრუქტურა.

 

4. პარტნიორთა (აქციონერთა) გადაწყვეტილება სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის თაობაზე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა).

 

5. ინფორმაცია რეგისტრაციის მომენტისთვის არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ (ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, ინფორმაცია გაცემული სესხებისა და მოზიდული სახსრების შესახებ).

 

6. ინფორმაცია სგს-ს სათავო დაწესებულების, ფილიალებისა და სასაწყობე ფართის ადგილსამყოფლის შესახებ (დანართი №3).

 

7. ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დაინტერესებულ პირს ვალდებულება ერიცხება მხოლოდ დამფუძნებლებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიმართ.

 

8. დოკუმენტაცია (მათ შორის, აზომვითი ნახაზი), რომელიც ადასტურებს იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც განთავსებულია ან მომავალში განთავსდება სგს (მათ შორის, ფილიალი ან/და სასაწყობე ფართი).

 

9. სათავო ოფისის, ფილიალების ან/და სასაწყობე ფართის გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის/აქტების ასლი.

 

10. ფართის ინტერიერისა და ექსტერიერის ამსახველი ფოტომასალა; წესის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული შიდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურთან დაცვის საგანგაშო ღილაკისა და სიგნალიზაციის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, საგანგაშო ღილაკის დამონტაჟების შეუძლებლობის შემთხვევაში  შესაბამისი ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

 

12. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიული პირის შემთხვევაში კი  იურიდიული პირის, მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა, ბენეფიციარ მესაკუთრეთა და ადმინისტრატორთა შესახებ დოკუმენტაცია:

 

13. პირადობის დამადასტურებელი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები (პირადობის მოწმობის ან პასპორტის დადასტურებული ასლი).

 

14. ცნობა ნასამართლობის შესახებ.

 

15. „სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული სერვისის ინტეგრაციის დასტური.

 

 

ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი:

____________________________________________________

სახელი, გვარი

____________________________________________________

თანამდებობა

____________________________________________________

ტელეფონის ნომერი

____________________________________________________

ელექტრონული ფოსტის მისამართი

  ______________________________               ____________________________

                       ხელმოწერა                                                       თარიღი