„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 98/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016579
98/04
14/07/2021
ვებგვერდი, 15/07/2021
220090000.18.011.016579
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №98/04

2021 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/02/2018; ს/კ: 220090000.18.011.016282) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„ნ) მნიშვნელოვანი წილი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული პუნქტის განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10%-ზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ პუნქტზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა პუნქტში;

ო) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი – ახლონათესაური კავშირის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული პირველი რიგისა და მეორე რიგის მემკვიდრეები) მქონე პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი, ან პარტნიორები/აქციონერები, რომლებიც ერთმანეთთან, გარდა პუნქტისა, სხვა კომერციული ინტერესებითაც არიან დაკავშირებული.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დირექტორის და ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების პირადობის მოწმობის ან პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაინტერესებული პირის, დირექტორის, აქციონერის/პარტნიორის და ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლეობის თაობაზე ცნობის დედანი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნების შემთხვევაში – 60 კალენდარულ დღეს;“.

3. 31 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გააჩნია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხად, რომელსაც გააჩნია საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის შესაძლებლობა და რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებითა და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კლიენტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ჯამური ოპერაციების მოცულობა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3,000 ლარს (ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში). ოპერაცია უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“.

4. მე-4 მუხლის:

„ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე და რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება“;

ბ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5​1. პუნქტი ვალდებულია დირექტორის დანიშვნამდე, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორის/აქციონერის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილებამდე, თანხმობის მისაღებად ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების და 31 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. განაცხადს ეროვნული ბანკი განიხილავს მისი წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში და პუნქტს თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.“;

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. რეგისტრირებულ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, პუნქტი ვალდებულია წერილობითი ინფორმაცია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს ცვლილების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ეროვნული ბანკი ახორციელებს ცვლილებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში და შესაბამის სარეგისტრაციო რეესტრში.“.

5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განხორციელდა იურიდიული პირის ლიკვიდაცია ან ინდივიდუალურ მეწარმეს გაუუქმდა რეგისტრაცია;“.

6. მე-7 მუხლის:

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პუნქტის მიერ ოპერაციების ასახვა უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების შესაბამისად.“;

ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ გაწეული მომსახურების ქვითრის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის შესაბამისობა „ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 თებერვლის №18/04 ბრძანების მოთხოვნებთან. კლიენტის მიერ მომსახურების ქვითრის დედნის ელექტრონული სახით მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ სანდო და დაცული გზით, რომელსაც კომერციული ბანკები იყენებენ იმ ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის ხელმისაწვდომობისთვის, რომელი ელექტრონული ხელმოწერის საბანკო სექტორში გამოყენებაც ხორციელდება ამ პუნქტში აღნიშნული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია განახორციელოს ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ქვითრის ელექტრონული სახით შენახვა.“;

გ) მე-13-მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. პუნქტმა რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

14. პუნქტი ვალდებულია შეასრულოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები და წერილობითი მითითებები.

15. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია უზრუნველყოს დოკუმენტების, აგრეთვე სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში აღრიცხული ელექტრონული მონაცემების დაარქივება და უსაფრთხოდ შენახვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვადით.“.

7. 71 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელების დროს სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში პუნქტმა უნდა ასახოს მის მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია, ამ წესით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ციფრულ მონაცემთა ბაზაში განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია იმგვარად უნდა იყოს ასახული, რომ შესაძლებელი იყოს ეროვნული ბანკისათვის მათი ოპერატიულად წარდგენა.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. პუნქტმა რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

8. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს პუნქტის/ფილიალის შიგნით და გარეპერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა პუნქტის/ფილიალის შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს მომხმარებლის ვიზუალურად დანახვა და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დამადასტურებელი ქვითრის მომხმარებლისთვის გადაცემის ფაქტის დაფიქსირება.”;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია პუნქტის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუდმივად უწყვეტ რეჟიმში. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაცია მინიმუმ 30-დღიანი ჩანაწერებით ინახება და მისი ამოღება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის“ შესაბამისად. პუნქტის/ფილიალის შემოწმების ფარგლებში, პუნქტის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაციის შესაბამისი ჩანაწერის ამოღება ხორციელდება ასევე ეროვნული ბანკის მიერ.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქონიოს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია არ განახორციელოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართული ფუნქციონირების გარეშე.“.

9. მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე