„აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 319
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022874
319
01/07/2021
ვებგვერდი, 02/07/2021
300160070.10.003.022874
„აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №319

2021 წლის 1 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №84 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/02/2020, 300160070.10.003.021793) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის V და VI დანართებით გათვალისწინებული პროდუქტის (გარდა ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის პროდუქტისა, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის) იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით,  შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (შემდგომში – ერთობლივი ბრძანება).

2. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, დადასტურებული „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ წარდგენის გარეშე შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის V დანართში მოცემული აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის, ხოლო VI დანართში მითითებულის – მხოლოდ ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესით სააგენტოს მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს დაემატოს V და VI დანართები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი