„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 312
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.022867
312
30/06/2021
ვებგვერდი, 01/07/2021
240140000.10.003.022867
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №312

2021 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების 21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 21. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და მათი მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს დაევალოთ, ხოლო მუნიციპალიტეტებს, მათ მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს ეთხოვოთ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ან/და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში მიმართვის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტ(ებ)ის შესრულების ხელშეწყობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“:

ა) 129 მუხლში:

ა.ა) „გ“, „დ“, „ე“, „თ.დ.ბ“, „თ.ე“, „ი“, „ლ1“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტრო – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

დ) მეწარმე სუბიექტი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელსაც სააგენტოში საბოლოო აუდირებული დასკვნის წარდგენის დღეს არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება  (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

ე) განაცხადი – ერთი მეწარმე სუბიექტის მიერ სააგენტოსთვის ელექტრონული ფორმით წარდგენილი ერთი მიმართვა, პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით;“;

„თ.დ.ბ) უცხოური ინვესტიციის შემთხვევაში − ინფორმაცია უცხოელი პარტნიორის/პარტნიორების შესახებ, იურიდიული პირის სახელწოდება (ურთიერთთანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

თ.ე) პროექტის სავარაუდო კვალიფიციური ხარჯი;“;

„ი) სადისტრიბუციო მოთხოვნა – მეწარმე სუბიექტის მიერ, ამ პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მიერ დადგენილი წესითა და ფორმით წარსადგენი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც მოიცავს საბოლოო პროდუქტის საქართველოს ფარგლებს გარეთ დისტრიბუციის შესახებ დამადასტურებელ ინფორმაციას ან/და საბოლოო პროდუქტის სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელების არეალის შესახებ მონაცემებს;“;

„ლ1) განგრძობადი საბოლოო პროდუქტი − საბოლოო პროდუქტი, რომლის საქართველოში წარმოებას, ნაწილობრივ ან მთლიანად, ესაჭიროება 1 წელზე მეტი, შედგება ერთმანეთთან შინაარსობრივად/თემატურად დაკავშირებული, განცალკევებადი, დამოუკიდებელი ეპიზოდური ნაწილებისგან, რომლის ფარგლებში მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ მოცულობაზე, კვალიფიციური ხარჯების ანაზღაურების პერიოდსა და აუდირებული დასკვნის წარდგენის ეტაპებზე/სიხშირეზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელსაც პროექტი წარმოედგინება სააგენტოს მიერ, ამ პროგრამის 1213 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით;

მ) კვალიფიციური ხარჯი − პროგრამის ბენეფიციარის მიერ საქართველოში №2 დანართის შესაბამისად განხორციელებული ხარჯი, თუ ის გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს რეზიდენტის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის ამ პროგრამის ფარგლებში მიწოდებულ მომსახურებაზე (საქონელზე). კვალიფიციური ხარჯი არ მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებიდან მიღებული დაფინანსებიდან გაწეულ ხარჯებს. შრომის ანაზღაურების შემთხვევაში, კვალიფიციურ ხარჯში ჩაითვლება ფიზიკურ პირზე გაცემული შრომის ანაზღაურება, რომელიც დაბეგრილია ხელფასიდან 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით;

ნ) მთლიანი კვალიფიციური ხარჯი – პროგრამის ბენეფიციარის მიერ განხორციელებული კონკრეტული კვალიფიციური ხარჯების ჯამი, რომელიც არ მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებიდან მიღებული დაფინანსებიდან გაწეულ ხარჯებს;

ო) პოპულარიზაციის ელემენტი − საბოლოო პროდუქტის თემატიკის შემხებლობა საქართველოსთან ან საბოლოო პროდუქტში საქართველოს პეიზაჟების გამოყენება და საქართველოს დაფიქსირება, როგორც მოქმედების გეოგრაფიული ადგილის; საბოლოო პროდუქტის გადაღებისას, საბოლოო პროდუქტში გარკვეულ წამყვან პოზიციებზე საქართველოს მოქალაქეების დასაქმება; საქართველოს სხვადასხვა ხედის ამსახველი კადრების შერჩევა; საბოლოო პროდუქტში ქართული/ეროვნული ელემენტების გამოყენება; საბოლოო პროდუქტის შემდგომი დამუშავება (Post-Production) საქართველოში; საბოლოო პროდუქტის დისტრიბუცია არანაკლებ 2 ქვეყანაში; ინფორმაციის გავრცელება საქართველოში გადაღების გამოცდილებაზე; საბოლოო პროდუქტმა ერთხელ მაინც მიიღო მონაწილეობა და/ან გაიმარჯვა სამინისტროს მიერ აღიარებულ ფესტივალზე/მთავარ კონკურსში;

პ) კომისია – სააგენტოს, სამინისტროს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ამ პროგრამით განსაზღვრული პოპულარიზაციის ელემენტის ანაზღაურების შესახებ. კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარეს;“;

„რ) ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯი − პროგრამის ბენეფიციარის მიერ განხორციელებული №2 დანართის შესაბამისად კონკრეტული კვალიფიციური ხარჯი, პროგრამის შესაბამისად დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში, რომელიც არ მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებიდან მიღებული დაფინანსებიდან გაწეულ ხარჯებს;“;

ა.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ.ვ.ა“, „თ.თ“,  „მ.ა“ და „ს“ ქვეპუნქტები:

„თ.ვ.ა) აღნიშვნა განგრძობადი საბოლოო პროდუქტის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაზედაც წარდგენილია მეწარმე სუბიექტის შესაბამისი დასაბუთება;“;

„თ.თ) ამ პროგრამის 1213 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ანგარიშის რეკვიზიტები;“;

„მ.ა) სავარაუდო კვალიფიციური ხარჯი − პროგრამის ბენეფიციარის მიერ საქართველოში №2 დანართის შესაბამისად განსახორციელებელი ხარჯი, თუ ის გაწეული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს რეზიდენტის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის ამ პროგრამის ფარგლებში მისაწოდებელ მომსახურებაზე (საქონელზე). კვალიფიციური ხარჯი არ მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებიდან მიღებული დაფინანსებიდან გაწეულ ხარჯებს. შრომის ანაზღაურების შემთხვევაში, კვალიფიციურ ხარჯში ჩაითვლება ფიზიკურ პირზე გასაცემი შრომის ანაზღაურება, რომელიც დაიბეგრება ხელფასიდან 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით;“;

„ს) მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯი − პროგრამის ბენეფიციარის მიერ განხორციელებული №2 დანართის შესაბამისად ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯების ჯამი, რომელიც არ მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებიდან მიღებული დაფინანსებიდან გაწეულ ხარჯებს.“;

ბ) 1212 მუხლში:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის კოორდინაციასა და პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მიზნით, სააგენტო ან/და სამინისტრო უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარს გაუწიოს ტექნიკური დახმარება.“;

ბ.გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროგრამაში ჩართვის მსურველ მეწარმე სუბიექტთა რეგისტრაციის მიზნით, ქმნის ონლაინპლატფორმას და ამავე პლატფორმის მეშვეობით ახდენს განაცხადების პროგრამით დადგენილი წესით რეგისტრაციას;“;

ბ.დ) მე-3 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ე) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) აუდირებული დასკვნის წარდგენის ფორმისა და კრიტერიუმების შემუშავებასა და დამტკიცებას;

ი) სამინისტროსთან ერთად, მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებების მსვლელობის მონიტორინგის ფორმის შემუშავებას.“;

ბ.ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სააგენტო უფლებამოსილია, შეიმუშაოს და დაამტკიცოს სავალდებულო კრიტერიუმები ამ პროგრამის 1213 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენი პროექტისათვის.“;

ბ.ზ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ინფორმაციის გავრცელებას;

ბ) განაცხადის განხილვას წარდგენილი სინოპსისის/პროდუქტის აღწერის შესაბამისად და მისთვის ამ პროგრამის 1211 მუხლით განსაზღვრული მიმართულების მინიჭებას;

გ) ამ პროგრამის მიზნებისთვის, სააგენტოს მხრიდან კვალიფიციური ხარჯის ანაზღაურებამდე პროექტის პროგრამის მიმართულებებთან შესაბამისობის დადგენას. აღნიშნული მიზნით სამინისტრო ვალდებულია:

გ.ა) სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმით მოახდინოს საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებების მსვლელობის მონიტორინგი;

გ.ბ) მოახდინოს განხორციელებული პროექტის საბოლოო შესწავლა/შეფასება და თავდაპირველ პროდუქტთან/სინოპსისთან შესაბამისობის დადგენა;

დ) პროექტის შესაბამისობის დადგენას 1213 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებთან;

ე) პოპულარიზაციის ელემენტის შეფასების კრიტერიუმების შემუშავებასა და დამტკიცებას.“;

ბ.თ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მეწარმე სუბიექტის მიერ განაცხადში წარდგენილ ინფორმაციაზე წვდომის უფლება, სააგენტოსა და სამინისტროსთან ერთად, აქვს ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.“;

გ) 1213 მუხლში:

გ.ა) პირველი, მე-5, მე-6, მე-8, მე-10, მე-11 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამაში ჩართვის მიზნით, მეწარმე სუბიექტი, სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით, სააგენტოში წარადგენს განაცხადს პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე.“.

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ ოდენობას ადგენს საქართველოს მთავრობა ან/და განგრძობადი საბოლოო პროდუქტის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი არგუმენტირებული წერილით მიმართავს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეშვეობით, საკითხს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად, ამასთან, პროექტის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარმოსადგენად სავალდებულოა, აღნიშნული აკმაყოფილებდეს ამ პროგრამის 1212 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ, სააგენტოს მიერ შემუშავებულ და დამტკიცებულ კრიტერიუმებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6. მეწარმე სუბიექტის მიერ სააგენტოში წარდგენილ განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტს ენიჭება პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი და სააგენტო უფორმებს ხელშეკრულებას და გადასცემს შესაბამის სერტიფიკატს, რომელზეც ასახულია კონკრეტული უნიკალური კოდი.“.

„8. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მთლიან ლიმიტირებულ კვალიფიციურ ხარჯზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ანაზღაურება სააგენტოს მიერ მოხდება საბოლოო პროექტის განხორციელების, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული სავარაუდო კვალიფიციური ხარჯისა და პროექტის განხორციელების შემდეგ დაზუსტებული კვალიფიციური ხარჯის შედარების, შესაბამისი აუდიტორული კომპანიის მიერ დასკვნის (სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად) სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით სააგენტოში წარდგენიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში.“.

„10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების დამადასტურებელი აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა (რომელიც, თავის მხრივ, შედგენილია სააგენტოს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად) პროგრამის ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს მე-6 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ხელმოწერიდან არა უგვიანეს 12 (თორმეტი) თვისა.

11. ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ მთლიან კვალიფიციურ ხარჯზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ანაზღაურების მიღებამდე ბენეფიციარი ვალდებულია, ონლაინპლატფორმის მეშვეობით, სააგენტოში წარადგინოს ანგარიში პროექტის განხორციელებისას გამოვლენილი პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასების თაობაზე.“.

„13. პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად გათვალისწინებული მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის ანაზღაურებიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში. ამასთან, სააგენტოს მიერ დამატებითი ანაზღაურება განხორციელდება პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამ პუნქტის შესაბამისად მოთხოვნის სააგენტოში წარდგენიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში.“;

გ.ბ) დაემატოს  შემდეგი შინაარსის 11, 61 და 71 − 73 პუნქტები:

„11. პროგრამაში ჩართვის მიზნით, მეწარმე სუბიექტი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში ხსნის შესაბამის ანგარიშს, რომლიდანაც პროგრამის ფარგლებში განახორციელებს მხოლოდ დადგენილების №2 დანართის შესაბამისად განსაზღვრული კვალიფიციური ხარჯების გაწევას, კონკრეტული უნიკალური კოდის მითითებით (ამავე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატით მინიჭებული კოდი), უნაღდო ანგარიშსწორების წესით (ანგარიშის რეკვიზიტები ეცნობება სააგენტოს). ნებისმიერი სხვა ანგარიშიდან განსხვავებული წესით კვალიფიციური ხარჯების გაწევა სააგენტოსთვის არ წარმოშობს ანაზღაურების ვალდებულებას.“.

„61. ბენეფიციარი ვალდებულია, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით, სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში დაიწყოს აუდიოვიზუალური პროდუქციის წარმოების პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, შეწყვიტოს ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულება და გააუქმოს სერტიფიკატი.“.

„71. ბენეფიციარის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი მთლიანი სავარაუდო კვალიფიციური ხარჯების ცვლილების შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სააგენტოს, რა დროსაც მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე. თუ ცვლილების შედეგად სახეზეა მთლიანი სავარაუდო კვალიფიციური ხარჯის 10%-ზე მეტით გაზრდა, სააგენტოს მიერ ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ხელშეკრულების შესაბამისად განსაზღვრული მთლიანი სავარაუდო კვალიფიციური ხარჯების 10%-იან ნამატზე.

72. ბენეფიციარის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი სავარაუდო კვალიფიციური ხარჯებიდან თითოეულის ცვლილების შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სააგენტოს, რა დროსაც მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე. თუ ცვლილების შედეგად სახეზეა თითოეული სავარაუდო კვალიფიციური ხარჯ(ებ)ის  30%-ზე მეტით გაზრდა, სააგენტოს მიერ ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ხელშეკრულების შესაბამისად განსაზღვრული სავარაუდო კვალიფიციური ხარჯ(ებ)ის 30%-იან ნამატზე.

73. ამ მუხლის 71 და 72 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ ცვლილების შედეგად მოთხოვნილი თანხა აჭარბებს ამავე მუხლის მე-4 პუნქტით ან/და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ მოცულობას, სააგენტოს მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ამავე მუხლის მე-4 პუნქტით ან/და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალური მოცულობის ფარგლებში.“;

გ.გ) 91 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) 1214 მუხლში:

დ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ პროგრამის 1213 მუხლის 61 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში;“;

დ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“;

ე) 1215 მუხლში:

ე.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყოველი საბიუჯეტო წლისათვის ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრება 5 მლნ ლარით. ამასთან, სააგენტოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯამური მოცულობა არის წლის მანძილზე ხელმოწერილი ხელშეკრულებების თანახმად ამ პროგრამის 1212 მუხლის   მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოცულობით სააგენტოს მიერ ასანაზღაურებელი თანხების ჯამი, ამ პროგრამის 1213 მუხლის 71 პუნქტში დასახელებული ნამატის გათვალისწინებით. ასევე, სააგენტოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯამური მოცულობა მოიცავს 1212 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პოპულარიზაციის ელემენტისთვის განკუთვნილ თანხასაც.“;

ე.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.“;

ვ) 1216 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1216. სხვა დებულებები

1. ამ პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მიღების მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადის წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2021 წლის 15 დეკემბრით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადამდე განაცხადების მიღება შესაძლოა, შეჩერდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად სააგენტოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა გაუტოლდება თითოეული საბიუჯეტო წლისათვის ამ პროგრამის 1215 მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებულ სააგენტოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მაქსიმალურ ჯამურ მოცულობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 14 დღის ვადაში.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი