„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018040
40/ნ
28/06/2021
ვებგვერდი, 29/06/2021
430010000.22.022.018040
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №40/ნ

2021 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N335-IVმს-Xმპ; 16/03/2021) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“:

ა) მე-2 მუხლის „თ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) რესურსცენტრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი;“;

ბ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების თაობაზე ცენტრი ეყრდნობა სამინისტროდან, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან მოწოდებულ ინფორმაციას.“;

გ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას კოორდინაციას უწევს სამინისტრო.“;

დ) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტესტირება თითოეულ საგანში ჩატარდება ერთ ან რამდენიმე სესიად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.“;

ე) 361 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროდან – აბიტურიენტის მიერ საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების თაობაზე;“;

ვ) 37-ე  მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, იმ აბიტურიენტის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომელმაც სამინისტროს მიმართა სტუდენტებისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების მიზნით.“;

ზ) 39-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა და იგზავნება სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში.

6. ის პირი, რომელიც შესულია ამ დებულების 37-ე მუხლით გათვალისწინებულ რანჟირების დოკუმენტში, მაგრამ ვერ მოხვდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის ერთიან აქტში დადგენილ ვადაში დაწესებულებისათვის არმიმართვის გამო, უფლებამოსილია მიმართოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების მხედველობაში მიღებით დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. რექტორის აქტი იგზავნება სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ამ გზით პირის ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.“;

თ) მე-40 მუხლის :

თ.ა) 39-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„39. 2020 წლისა და 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის N01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციებით („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) განსაზღვრული წესების შესაბამისად.“;

თ.ბ) 45-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე პუნქტი:

„46. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის:

ა) ის აბიტურიენტები, რომელთაც გამოცდის დღისათვის დადასტურებული ექნებათ COVID-19-ის ინფექცია, გამოცდაზე არ დაიშვებიან;

ბ) ცენტრი უფლებამოსილია, იმ აბიტურიენტებისათვის, რომელთაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განსაზღვროს შესაბამისი საგნის დამატებით ერთი საგამოცდო სესია;

გ) ცენტრი ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს შესაბამის გამოცდაზე გამსვლელი აბიტურიენტების თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. საგამოცდო პერიოდში ცენტრი უფლებამოსილია ყოველდღიურად დაცული ფორმით მიიღოს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ აბიტურიენტს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში;

დ) ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის, ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების ან საქართველოს სახელით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო სპორტულ ტურნირში მონაწილეობის გამო.

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებულმა პირებმა შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში უნდა წარმოადგინონ სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის, ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აბიტურიენტის მონაწილეობას უცხო ქვეყანაში საერთაშორისო სპორტულ ტურნირში საქართველოს სახელით.  

ვ) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია.

ზ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია აბიტურიენტისათვის COVID-19-ის ინფექციის დადასტურების თაობაზე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და დაცული ფორმით ეცნობება მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდას აბიტურიენტი.

თ) ამ პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ცენტრის მიერ მიღებული მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება.

ი) დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.“;

2. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აბიტურიენტებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების შედეგად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნებში თანხის დარჩენის შემთხვევაში, დარჩენილი თანხის საერთო ოდენობა განაწილდება აბიტურიენტებზე თითოეული საგნის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეთანხმებით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რიგითობით, აბიტურიენტების მიერ მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.“;

ბ) მე-8 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, იმ აბიტურიენტის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მიმართა სტუდენტებისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების მიზნით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი