დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 664-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/06/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 080060000.05.001.020340 |
|
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 23-ე მუხლის: ა) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც არასრულწლოვანი მოწმე ან არასრულწლოვანი დაზარალებული მონაწილეობს, პროკურორის ან გამომძიებლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ჩაერთოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. 5. პროკურორი ან გამომძიებელი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არასრულწლოვანი მოწმის, არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით.“; ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი: ა) პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ არასრულწლოვან მოწმესა და არასრულწლოვან დაზარალებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით, კანონიერი წარმომადგენლის ან/და ადვოკატის თანდასწრებით ან მეშვეობით აწვდის საჭირო ინფორმაციას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ; ბ) არასრულწლოვან მოწმესა და არასრულწლოვან დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს და უხსნის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სამართლებრივ პროცედურებს; გ) გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასა და საპროცესო მოქმედებას მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით; დ) საქმის სასამართლო განხილვისას ესწრება არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის სასამართლოში დაკითხვისა და მათი მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით; ე) არასრულწლოვან მოწმესა და არასრულწლოვან დაზარალებულს კანონიერი წარმომადგენლის ან/და ადვოკატის თანდასწრებით ან/და მეშვეობით აწვდის ინფორმაციას მათთვის საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში.“; გ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი: „71. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი: ა) გამომძიებელთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ არასრულწლოვან მოწმესა და არასრულწლოვან დაზარალებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით, კანონიერი წარმომადგენლის ან/და ადვოკატის თანდასწრებით ან მეშვეობით აწვდის ინფორმაციას გამომძიებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, აგრეთვე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ; ბ) არასრულწლოვან მოწმესა და არასრულწლოვან დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს და უხსნის გამოძიებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცედურებს; გ) გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასა და საპროცესო მოქმედებას მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით; დ) არასრულწლოვან მოწმესა და არასრულწლოვან დაზარალებულს კანონიერი წარმომადგენლის ან/და ადვოკატის თანდასწრებით ან/და მეშვეობით აწვდის ინფორმაციას მათთვის საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში.“. 2. 29-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. დახურულ სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს, მოწმის/დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, ესწრება პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
თბილისი, 22 ივნისი 2021 წ. N664-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები