დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 281 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.10.003.022836 |
|
„მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების (მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები) მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის ეფექტიანად მართვისა და თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის მიზნით, ამ დადგენილებით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევის განმახორციელებელი ყველა მზღვეველი ვალდებულია, დადოს შესაბამისი ხელშეკრულება სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან, შესაბამისი პროცედურებისა და ვადების მითითებით. 4. სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია, მიაწოდოს სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაცია იმ მზღვევლების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას ამ დადგენილებით გათვალისწინებულ სავალდებულო დაზღვევის სახეობაში და ასევე, სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში, მოსთხოვოს მზღვეველს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების დაცვა.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები