დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 272 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 09/06/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.10.003.022830 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 430030000.10.003.017410) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების“:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის შესაბამისად, დაფინანსებაზე უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო).“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ.ვ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას იღებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.“. 3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურებისა და დანამატის გაცემის წესი და პირობები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“. 4. 61 მუხლის 21 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაწესებულებებს უფლება აქვთ, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსებიდან წარმოქმნილი ეკონომია, სამინისტროსთან შეთანხმებით, მიმართონ ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებისათვის, რომელიც ეფუძნება პროფესიული განათლების მიზნებს. 3. პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურებისა და დანამატის გაცემის წესი და პირობები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“. 5. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.“. 6. მე-12 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველად და კვარტალურად გადარიცხვის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება: ა) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ სამინისტროში წარსადგენი ინფორმაციის ფორმა და წარდგენის ვადები; ბ) თარიღი, რომლის მდგომარეობითაც დაითვლება პროფესიული სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებში. 2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის გადარიცხვის მიზნით, მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, პირველად და კვარტალურად გადასარიცხი თანხის გამოანგარიშების წესი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველადი და კვარტალური დაფინანსების მიღების მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თარიღის დადგომიდან 4 სამუშაო დღის ვადაში, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაფინანსების მოდულში ადასტურებს თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაწესებულებისთვის გადასარიცხი ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის სისწორეს.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში პროფესიული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არის ამ დაწესებულებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.“. 7. მე-13 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესიული სტუდენტის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში (ამ მუხლის მიზნებისთვის, შემდგომში − მობილობა), მიმღებ დაწესებულებას ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მობილობის განხორციელების შემთხვევაში, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმღებ დაწესებულებას, თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროფესიული სტუდენტის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან ამავე დაწესებულებაში სხვა მოდულებისგან შემდგარ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის (ამ მუხლის მიზნებისთვის, შემდგომში − შიდა მობილობა) შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმღებ დაწესებულებას, თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.“. 8. 131 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესიული სტუდენტის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი დაწესებულების მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა დაწესებულებაში მოდულებისგან შემდგარ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის (ამ მუხლის მიზნებისთვის, შემდგომში − მობილობა) შემთხვევაში, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას მიეცემა მობილობის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელების შემთხვევაში, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმღებ დაწესებულებას, თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროფესიული სტუდენტის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან ამავე დაწესებულებაში სხვა მოდულებისგან შემდგარ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის (ამ მუხლის მიზნებისათვის, შემდგომში − შიდა მობილობა) შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმღებ დაწესებულებას, თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.“. 9. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მიმართვის (თანდართული ხარჯთაღრიცხვის) შესწავლის შემდგომ უფლებამოსილია, მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების: ა) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოყოფის თაობაზე; ბ) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით გამოყოფის თაობაზე; გ) გამოყოფაზე უარის თქმის თაობაზე.“. 10. მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან შემდეგი დაწესებულებები: ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი: ა.ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები; ა.ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროს წარდგინებით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები; გ) იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამები; დ) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა“. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში განხორციელებული პროფესიული მომზადების/ გადამზადების პროგრამების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება ხორციელდება მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.“. 11. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების საფუძველზე.“. 12. V თავს მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე მუხლი: „მუხლი 21. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში დაფინანსების კორექტირების წესი 1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველადი და კვარტალური დაფინანსებისთვის გადარიცხული თანხის კორექტირების მიზნით, 6 თვეში ერთხელ, შესაბამისი კვარტალის ბოლო კვირაში, ამ წესით დადგენილი პირობებისა და ამ მუხლით განსაზღვრული გამონაკლისების გათვალისწინებით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს გადასარიცხი თანხის ოდენობის ხელახალ გაანგარიშებას, იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით გათვალისწინებული კვარტალური დაფინანსება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს გადაერიცხათ და შესაბამის კვარტალში: ა) ვერ განახორციელეს ის მოდული/პროგრამა, რომლისთვისაც მიღებული აქვთ შესაბამისი ვაუჩერული დაფინანსება; ბ) განახორციელეს ის მოდული/პროგრამა, რომლის დაწყებისა და დასრულების ვადა შესაბამის კვარტალში პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არ იყო გათვალისწინებული. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, შესაბამის კვარტალში დასაფინანსებელი პროფესიული სტუდენტების რაოდენობაში გაითვალისწინებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც, ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უფიქსირდებათ პროფესიული სტუდენტის აქტიური სტატუსი. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება ვალდებულია, სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახოს შესაბამის კვარტალში მოდულის/პროგრამის განხორციელების ფაქტობრივი თარიღები. 3. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველადი და კვარტალური დაფინანსების კორექტირების მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დაფინანსების მოდულში, თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, ადასტურებს გადასარიცხი კორექტირებული თანხის სისწორეს. 4. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მითითებულ ვადაში დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ამ დაწესებულებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების კორექტირება განხორციელდება სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გაანგარიშებული მონაცემების შესაბამისად. 5. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისაგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში კორექტირებით გადასარიცხი/დასაბრუნებელი თანხის გაანგარიშებისათვის აუცილებელი ინფორმაციის სამინისტროსათვის მიწოდებას. სამინისტრო შესაბამის კორექტირებას განახორციელებს შემდგომი კვარტალის/კვარტალების დაფინანსებიდან. 6. ამ მუხლით დადგენილი წესით კორექტირებას ასევე ექვემდებარება 2020 წლის მე-3, მე-4 და 2021 წლის პირველ და მე-2 კვარტალებში ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში პირველადი და კვარტალური დაფინანსებისთვის გადარიცხული თანხები.“. |
მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 პუნქტით განსაზღვრული 61 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციები გავრცელდეს 2021 წლის 19 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები