„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 608-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 280080020.05.001.020332
608-IVმს-Xმპ
09/06/2021
ვებგვერდი, 14/06/2021
280080020.05.001.020332
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 448) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-17 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უზრუნველყოფს შესაბამისი ფულადი სოციალური დახმარების ადმინისტრირებას;“.

2. 261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 261. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის ლეგალიზაცია

1. 2021 წლის 1 აპრილამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

2. შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.

3. 2021 წლის 1 აპრილამდე დაკავებული საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის თანხები, აგრეთვე საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 ივნისი 2021 წ.

N608-IVმს-Xმპ