„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №570 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 262
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 040110030.10.003.022818
262
03/06/2021
ვებგვერდი, 04/06/2021
040110030.10.003.022818
„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №570 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №262

2021 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №570 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის  №570 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/09/2020, 040110030.10.003.022290) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის განსაზღვრის წესი

1. მოძრავი ნივთის უძრავ ნივთთან ერთად აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

2. მოძრავი ნივთის (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა და განსაკარგავად გადაცემული ქონებისა) პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

3. მოძრავი ქონების (გარდა მოძრავი ქონების უძრავ ნივთთან ერთად აუქციონის ფორმით პრივატიზებისა) საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური ან/და საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასური განისაზღვრება არანაკლებ ქონების ნარჩენი საბალანსო/საბალანსო ღირებულების ან სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – ქონების სააგენტო) მიერ განხორციელებული შეფასების/დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ გაცემული დასკვნის (ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით) საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. ქონების სააგენტო უფლებამოსილია, მოძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, ასევე საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის განსაზღვრისას დაეყრდნოს ქონების სააგენტოსათვის შესაბამისი ქონების გადაცემამდე ჩატარებულ შეფასებას.

4. მოძრავი ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, ასევე საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის განსაზღვრისას ქონების სააგენტო უფლებამოსილია, გაითვალისწინოს მოძრავი ქონების რაოდენობა და პრივატიზების/რეალიზაციის ფორმა.

5. ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების ან განსაკარგავად გადაცემული ქონების განკარგვის ფორმის შეცვლის შემთხვევაში, ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, ასევე საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის განსაზღვრისას შესაძლებელია, შენარჩუნებულ იქნეს ქონების წინა განკარგვისას (ბოლო განკარგვა) დადგენილი საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური, ასევე საპრივატიზებო/ სარეალიზაციო საფასური.

6. იმ შემთხვევაში, თუ ქონების სააგენტოს განსაკარგავად გადაცემული ქონება გადაეცემა ნულოვანი ღირებულებით, ქონების სააგენტო უფლებამოსილია, განსაკარგავად გადაცემული ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა განსაზღვროს ნული ლარით.

7. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფოსათვის ნატურით გადაცემული მოძრავი ქონების რეალიზაციისას ქონების სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამისი მოძრავი ქონების საწყისი სარეალიზაციო/სარეალიზაციო საფასური განსაზღვროს სახელმწიფოსათვის ქონების ნატურით გადაცემისას დადგენილი   ღირებულებით.

8. მოძრავი ნივთის უძრავ ნივთთან ერთად აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხის შემცირების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.

9. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი  მოძრავი ქონების (გარდა ამ მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის შემცირების თაობაზე, შემდეგი წესით:

ა) თუ არ მოხდება აუქციონზე პირველად გატანილი ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური მცირდება 25%-ით;

ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური მცირდება 50%-ით;

გ) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო  საფასური მცირდება 70%-ით;

დ) თუ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო  საფასური მცირდება 70%-ზე მეტი ოდენობით.

10. თუ აუქციონზე გატანისას არ განხორციელდება ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და მათი ნაწარმის პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების იმავე საწყის საპრივატიზებო თანხად/საწყის სარეალიზაციო საფასურად განკარგვის ან ფასის შემცირების თაობაზე. ქონების სააგენტო უფლებამოსილია, შეამციროს ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური შემდეგი წესით:

ა) თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური მცირდება არაუმეტეს 25%-ით;

ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური მცირდება არაუმეტეს 50%-ით;

გ) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური მცირდება არაუმეტეს 70%-ით;

დ) თუ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური მცირდება 70%-ზე მეტი ოდენობით.

11. თუ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების/განსაკარგავად გადაცემული ქონების (გარდა მალფუჭებადი პროდუქციისა) სავაჭრო ობიექტებში/ინტერნეტმაღაზიაში განთავსების დღიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში ვერ განხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების/განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო  საფასურის  არაუმეტეს  50%-ით შემცირების თაობაზე.

12. მალფუჭებადი პროდუქციის პრივატიზებისას/რეალიზაციისას ქონების სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ ვადაზე ადრე მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის არაუმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.

13. თუ ამ მუხლის მე-11 ან მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების/განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული საფასურით პრივატიზების/რეალიზაციის თაობაზე.

14. ამ მუხლის მე-9 – მე-13  პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური, ასევე საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასური მრგვალდება მთელ თეთრამდე.

15. თუ აუქციონში გამარჯვებული ქონების სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის მოძრავი ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურს, არ გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას ან არ უზრუნველყოფს მოძრავი ქონების გატანას კანონმდებლობით დადგენილ ან/და ქონების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში, აუქციონი გამოცხადდება იმავე საწყისი საპრივატიზებო თანხით/საწყისი სარეალიზაციო საფასურით, რა საწყისი საპრივატიზებო თანხით/საწყისი სარეალიზაციო საფასურითაც გამოცხადებული იყო  წინა აუქციონი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი