დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | ნ-10 |
დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
მიღების თარიღი | 31/05/2021 |
დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 350080000.64.076.016100 |
|
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 22/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 350080000.64.076.016059) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანების პირველი მუხლის „ბ“, „გ“, „დ“ პუნქტებით დამტკიცებული დანართები კერძოდ დანართი №1, დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციებით. 2. „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებულ „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის“ (შემდგომი - წესი) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგებები სუბიექტმა უნდა წარადგინოს ქართულ ენაზე. თუ წარსადგენი ანგარიშგებები/აუდიტირებული ანგარიშგებები შედგენილია უცხო ენაზე, სუბიექტმა უნდა ატვირთოს უცხო ენაზე შედგენილი ანგარიშგება და შესაბამისი, სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. ქართულენოვან თარგმანში ბუღალტრულ აღრიცხვასთან, ფინანსურ ანგარიშგებასა და აუდიტთან დაკავშირებული ტერმინები მითითებული უნდა იქნეს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ლექსიკონის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე - www.saras.gov.ge. სუბიექტმა ქართულ ენაზე შედგენილი ანგარიშგება/სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი უნდა ატვირთოს ერთიან დოკუმენტად ანგარიშგების ვებგვერდზე ანგარიშგების ჩანართის „ქართულის“ გრაფაში. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი ანგარიშგებას ან მის სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანს წარადგენს უცხო ენაზე, დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ანგარიშგების ჩანართის შესაბამის გრაფაში.“. 3. წესის მე-16 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. აღმოჩენილი შეუსაბამობები და ანგარიშგების წარდგენა სამსახურისთვის“ 4. წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „3. სუბიექტის მიერ გადასაგზავნ ღილაკზე დაჭერის შემდგომ, სისტემის მიერ გადაგზავნის დადასტურებისას, ანგარიშგებები სამსახურისთვის წარდგენილად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ანგარიშგებას/ანგარიშგებებს. აუდიტირებული ანგარიშგების/ანგარიშგებების წარდგენის შემთხვევაში, სუბიექტი ანგარიშგებას უგზავნის აუდიტორს, რომელიც ადასტურებს ანგარიშგებას წესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. აღნიშნულ შემთხვევაში, ანგარიშგება სამსახურში წარდგენილად ჩაითვლება აუდიტორის მიერ გადაგზავნის ღილაკზე დაჭერისა და სისტემური დასტურის მიღების შემდეგ. შესაბამის ვადაში სამსახურისთვის ანგარიშგების/ანგარიშგებების წარდგენაზე პასუხისმგებელია სუბიექტი.“. 5. წესის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. წესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აუდიტორი სუბიექტის მიერ ანგარიშგების აუდიტორისთვის გადაგზავნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ადასტურებს ან ხარვეზს უდგენს შემდეგ ინფორმაციას: ა) სუბიექტის მიერ ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად შევსებული ციფრული ფორმები ან/და კონსოლიდირებული ციფრული ფორმები არსებითად შეესაბამება სუბიექტის მიერ აუდიტორისათვის მიწოდებულ სამუშაო დოკუმენტაციასა და აუდიტორის მიერ ხელმოწერილი აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შესაბამის ფორმებს; ბ) სუბიექტის მიერ ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად ატვირთული, ხელმოწერილი აუდიტირებული ანგარიშგებები ან/და აუდიტირებული კონსოლიდირებული ანგარიშგებები შეესაბამება აუდიტორის მიერ ხელმოწერილ ანგარიშგებებს ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებებს.“. 7. წესის მე-17 მუხლს მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აუდიტორი მიუთითებს ანგარიშგებების ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებებზე აუდიტორული დასკვნის გაცემის თარიღს.“. 8. წესის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „7. აუდიტორი ვალდებულია მიუთითოს მის მიერ ხელმოწერილი ფინანსური ანგარიშგების ან/და კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე გაცემულ აუდიტორულ დასკვნაში გამოთქმული შემდეგი მოსაზრებებიდან ერთ-ერთი: ა) არამოდიფიცირებული მოსაზრება; ბ) პირობითი მოსაზრება; გ) უარყოფითი მოსაზრება; დ) მოსაზრების გამოთქმაზე უარი; ე) არამოდიფიცირებული მოსაზრება მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცით; ვ) არამოდიფიცირებული მოსაზრება სხვა გარემოებათა ამსახველი აბზაცით.“. 9. წესის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებული ინფორმაცია არის საჯარო. პორტალზე განთავსებული ინფორმაციის გასაცნობად დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიაროს პირველადი რეგისტრაცია და ავტორიზაცია.“. 10. წესის მე-20 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მუხლი 20. წარდგენილი ანგარიშგებების გადამოწმება სამსახურის მიერ“ 11. წესის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „4. თუ სუბიექტი ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, არააუდიტირებული ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში, სამსახურის მიერ გაცემული სანქციის საფუძველზე, სუბიექტს ეგზავნება შეტყობინება ვებგვერდზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარმოსადგენად სუბიექტს განესაზღვრება დამატებითი ვადა. სამსახურის მიერ სუბიექტისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი.“. 12. წესის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „6. თუ სუბიექტი ამ წესის მე-20 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად ანგარიშგებას ხელახლა წარადგენს, ანგარიშგების პირველ გვერდზე სრულად უნდა იყოს მითითებული ანგარიშგების ხელახლა წარდგენის მიზეზები და განხორციელებული ცვლილებები.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები