„სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.022815
259
02/06/2021
ვებგვერდი, 03/06/2021
240110000.10.003.022815
„სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №259

2021 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, „სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №510 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/11/2016,  240110000.10.003.019576) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესში“:

1. მე-2 მუხლს   დაემატოს შემდეგი შინაარსის  „“ და „ფ“ ქვეპუნქტები:

„უ) გლუტენი – ხორბლის (ხორბლის – Triticum  ნებისმიერი სახეობა), ჭვავის, ქერის, შვრიის ან მათი ჰიბრიდული ჯიშებისთვის დამახასიათებელი ცილოვანი ფრაქცია, რომლის აუტანლობა აქვს ზოგიერთ მომხმარებელს. გლუტენი არ იხსნება წყალში და ნატრიუმის ქლორიდის 0,5 M ხსნარში;

ფ) სურსათი გლუტენის აუტანლობის (ცელიაკია) მქონე პირთათვის – განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათი, რომლის წარმოება,  დამზადება  და/ან გადამუშავება ხდება  სპეციალურად  იმ პირთა განსაკუთრებული დიეტური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთაც ახასიათებთ გლუტენის აუტანლობა.“.

2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მითითებები გლუტენის შემცველობასთან დაკავშირებული განაცხადისა და მისი გამოყენების პირობების შესახებ განსაზღვრულია დანართ №4-ით – „გლუტენის შემცველობასთან დაკავშირებული განაცხადი და მისი გამოყენების პირობები გლუტენის გარეშე ან არ შეიცავს გლუტენს.“.

3. დაემატოს თანდართული  შინაარსის დანართი №4.

 

მუხლი 2
სურსათი, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებულ სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესის განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის „ვარგისიანობის მინიმალური ვადის“ ან „გამოყენებამდე ვადის“ ან „შენახვის ვადის“ გასვლამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



„დანართი №4

 


გლუტენის შემცველობასთან დაკავშირებული განაცხადი და მისი გამოყენების პირობები გლუტენის გარეშე ან არ შეიცავს გლუტენს

 

1. განაცხადი, რომ სურსათი არის გლუტენის გარეშე ან არ შეიცავს გლუტენს და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის სავარაუდოდ იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დიეტური სურსათისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) სურსათი შედგება ან დამზადებულია ერთი ან რამდენიმე ისეთი ინგრედიენტისგან, რომელიც/რომლებიც არ შეიცავს ხორბალს (ხორბლის – Triticum  ნებისმიერი სახეობა), ჭვავს, ქერს, შვრიას (იმ შემთხვევაში, თუ  შერეულია ჭვავთან, ქერთან, ხორბალთან) ან მათ ჰიბრიდულ ჯიშებს და  მოხმარებისათვის მზა სურსათის ყოველ 1 კგ-ში გლუტენის შემცველობა არ აღემატება 20 მგ-ს;

ბ) სურსათი, რომელიც შედგება ან დამზადებულია ერთი ან რამდენიმე ისეთი ინგრედიენტისგან, რომელიც/რომლებიც  შეიცავს ხორბალს (ხორბლის – Triticum  ნებისმიერი სახეობა), ჭვავს, ქერს, შვრიას (იმ შემთხვევაში, თუ  შერეულია ჭვავთან, ქერთან, ხორბალთან) ან მათ ჰიბრიდულ ჯიშებთან და რომელიც/რომლებიც, გლუტენის მოცილების მიზნით,  დაექვემდებარა სპეციალურ დამუშავებას ისე, რომ  მოხმარებისათვის მზა სურსათის ყოველ 1 კგ-ში გლუტენის შემცველობა არ აღემატება 20 მგ-ს;

გ) სურსათი შედგება ან დამზადებულია ხორბლის (ხორბლის – Triticum  ნებისმიერი სახეობა),  ჭვავის, ქერისა და შვრიის შემცვლელი ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის ან მათი ჰიბრიდული ჯიშების გამოყენებით და მოხმარებისათვის მზა სურსათის ყოველ 1 კგ-ში გლუტენის შემცველობა არ აღემატება 20 მგ-ს.

2. განაცხადის – „გლუტენის გარეშე“ ან „არ შეიცავს გლუტენს“ გამოყენება დაუშვებელია, თუ ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დიეტური სურსათი შედგება ან დამზადებულია, როგორც ხორბლის (ხორბლის – Triticum  ნებისმიერი სახეობა),  ჭვავის, ქერისა და შვრიის შემცვლელი ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის ან მათი ჰიბრიდული ჯიშებისგან, ასევე ინგრედიენტ(ებ)ისგან, რომელიც/რომლებიც დამზადებულია ხორბლის (ხორბლის – Triticum  ნებისმიერი სახეობა),  ჭვავის, ქერისა და შვრიის ან მათი ჰიბრიდული ჯიშებისაგან და რომელიც/რომლებიც, გლუტენის მოცილების მიზნით,  დაექვემდებარა სპეციალურ დამუშავებას.

3. განაცხადის – „გლუტენის გარეშე“ ან „არ შეიცავს გლუტენს“  გამოყენება დასაშვებია ნორმალური კვებითი მიზნებისათვის განკუთვნილი იმ სურსათისთვის, რომელშიც მოხმარებისათვის მზა სურსათის ყოველ 1 კგ-ში გლუტენის შემცველობა არ აღემატება 20 მგ-ს.

4. განაცხადის – „გლუტენის გარეშე“ ან „არ შეიცავს გლუტენს“  გამოყენება დასაშვებია განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების მქონე სურსათისათვის, რომელიც განსხვავდება სურსათისგან, რომელიც განკუთვნილია გლუტენის აუტანლობის მქონე პირთათვის, მაგრამ, მისი შედგენილობის გამო, აკმაყოფილებს იმ ადამიანების განსაკუთრებულ დიეტურ მოთხოვნებს, რომელთაც აქვთ გლუტენის აუტანლობა, იმ შემთხვევაში, თუ  მოხმარებისათვის მზა სურსათის ყოველ 1 კგ-ში გლუტენის შემცველობა არ აღემატება 20 მგ-ს.

გლუტენის დაბალი  შემცველობა  ან გლუტენის შემცირებული შემცველობა

განაცხადი, რომ სურსათი არის გლუტენის შემცირებული/დაბალი შემცველობით და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის სავარაუდოდ იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სურსათი:

ა)  შედგება ან დამზადებულია ერთი ან რამდენიმე ისეთი ინგრედიენტისგან, რომელიც/რომლებიც  შეიცავს ხორბალს (ხორბლის – Triticum  ნებისმიერ სახეობას), ჭვავს, ქერს, შვრიას (იმ შემთხვევაში, თუ  შერეულია ჭვავთან, ქერთან, ხორბალთან) ან მათ ჰიბრიდულ ჯიშებს და რომელიც/რომლებიც, გლუტენის შემცირების მიზნით,  დაექვემდებარა სპეციალურ დამუშავებას ისე, რომ  მოხმარებისათვის მზა სურსათის ყოველ 1 კგ-ში  გლუტენის შემცველობა 20 მგ-დან  100 მგ-მდეა;

ბ) შედგება ან დამზადებულია როგორც ხორბლის (ხორბლის – Triticum  ნებისმიერი სახეობა),  ჭვავის, ქერისა და შვრიის შემცვლელი ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის ან მათი ჰიბრიდული ჯიშებისგან,  ასევე ინგრედიენტ(ებ)ისგან, რომელიც/რომლებიც დამზადებულია ხორბლის (ხორბლის – Triticum  ნებისმიერი სახეობა),  ჭვავის, ქერისა და შვრიის ან მათი ჰიბრიდული ჯიშებისაგან და რომელიც/რომლებიც, გლუტენის მოცილების მიზნით, დაექვემდებარა სპეციალურ დამუშავებას ისე, რომ მოხმარებისათვის მზა სურსათის ყოველ 1 კგ-ში  გლუტენის შემცველობა 20 მგ-დან  100 მგ-მდეა.“.