„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 242
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.022798
242
31/05/2021
ვებგვერდი, 01/06/2021
240140000.10.003.022798
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №242

2021 წლის 31 მაისი

   ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“:

1. პირველი მუხლის „ბ“, „გ“, „ლ“, „ლ1“, „ნ“, და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეწარმე სუბიექტი − ამ პროგრამის მიზნებისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური პირი (მხოლოდ უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში) და იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ დასახელებულ ორივე კრიტერიუმს:

ბ.ა) სახელმწიფოს მიმართ არ აქვს საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და;

ბ.ბ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არის III ან IV კატეგორიის საწარმო, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში (გარდა უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტისა).

ამასთან, პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად განსაზღვრული პირი, ზემოთ დასახებული „ბ.ა“ და „ბ.ბ“ კრიტერიუმის დაცვის გარეშეც;

გ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში სააგენტოსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება. ამასთან, მეწარმე სუბიექტი სააგენტოსთან შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ბენეფიციარად მიიჩნევა არა ხელმოწერის მომენტიდან, არამედ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში პროექტის დამტკიცების თაობაზე კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ სააგენტოში შესაბამისი შეტყობინების წარდგენის მომენტიდან. ამასთან, ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური დახმარების კომპონენტის ბენეფიციარად მიიჩნევა ის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ამავე პროგრამის ფარგლებში სრულად ან ნაწილობრივ უკვე მიღებული აქვს ზემოხსენებული ფინანსური კომპონენტით განსაზღვრული სარგებელი და ტექნიკური დახმარების კომპონენტის სარგებლობის თაობაზე სააგენტოსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება. პროგრამის ბენეფიციარად მიიჩნევა ამავე პროგრამის მე-7 მუხლის შესაბამისად უძრავი ქონების ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში ჩართული მეწარმე სუბიექტიც;“;

„ლ) სესხის რეფინანსირება − პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიმართულებებში პროგრამის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის გაცემული კრედიტით პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის გადაფარვა იმავე ან სხვა კომერციულ ბანკში;

1) სალიზინგო პროექტის რეფინანსირება − პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიმართულებაში 61 მუხლით განსაზღვრული პირობებით გაცემული მიმდინარე სალიზინგო პროექტის შესაბამისი ლიზინგის საგნის ღირებულების ნარჩენი თანხის დაფარვა იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემთან 61 მუხლით განსაზღვრული პირობების თანახმად, ახალი ლიზინგის ხელშეკრულების დადების გზით;“;

„ნ) საერთაშორისო ბრენდი – სასაქონლო ნიშანი, რომლითაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირებს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) სასტუმრო ან/და სასაქონლო ნიშანთა მმართველი კომპანია/ჯგუფი (უცხოური საწარმო), რომელიც ოპერირებს საქართველოს გარდა არანაკლებ 50 სასტუმროთი, რომელთანაც მეწარმე სუბიექტს გაფორმებული აქვს საერთაშორისო ბრენდის გამოყენების ან/და სასტუმროს მმართველი უცხოური საწარმოს  სასაქონლო ნიშნის სარგებლობისთვის განსაზღვრული ხელშეკრულება;“;

„რ) სასტუმროს გაფართოება/გადაიარაღება − ამ მუხლის „ო“ ან/და „ო1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, არანაკლებ 10 (ათი) სასტუმრო ნომრის დამატება დანართ №3-ის ან/და დანართ №4-ის შესაბამისად;“.

2. მე-2 მუხლის:

ა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის ფარგლებში კომპონენტები მეწარმე სუბიექტებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ერთობლივად, ისე ცალ-ცალკე, გარდა მე-3 კომპონენტისა, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ პირველ ან/და მე-2 კომპონენტთან ერთობლიობაში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარის მხრიდან მოხდება სესხის/სესხის ტრანშის ათვისება, ან სალიზინგო პროექტის გაცემა, ან საერთაშორისო ბრენდის გადასახადის სრულად ან ნაწილობრივ გადახდა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. „სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კრედიტ(ებ)ი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში − ლარში.“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსებას.“.

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21პუნქტი:

„21. ბენეფიციარის მხრიდან კრედიტისა და ლიზინგის კომპონენტით სარგებლობის მაქსიმალური ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ამ დადგენილების მე-6 და 61 მუხლებით დადგენილ სესხის/სალიზინგო პროექტის მაქსიმალურ მოცულობებს.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. კომერციული ბანკი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან სააგენტოში შესაბამისი შეტყობინების გამოგზავნის წინა დღეს და შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოში აგზავნის შეტყობინებას პროგრამის ფარგლებში პროექტის დამტკიცების თაობაზე. სააგენტო, კომერციული ბანკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აფორმებს მეწარმე სუბიექტთან ხელშეკრულებას. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მეწარმე სუბიექტს ენიჭება პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი პროექტის დამტკიცების თაობაზე ბანკის მიერ შესაბამისი შეტყობინების სააგენტოში გაგზავნის მომენტიდან.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინდუსტრიაში საქმიანობისთვის და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კრედიტის დამტკიცებისა და მეწარმე სუბიექტთან სააგენტოს მიერ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, სააგენტო ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 7 (შვიდი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 24 (ოცდაოთხი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.

3. ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობისათვის ან/და არსებულის გაფართოებისათვის/გადაიარაღებისათვის, კომერციული ბანკის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კრედიტის დამტკიცებისა და მეწარმე სუბიექტთან სააგენტოს მიერ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, სააგენტო ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 7 (შვიდი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 24 (ოცდაოთხი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.“;

გ) მე-12 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კომერციული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული კრედიტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში დასაშვებია პარალელური კრედიტის გაცემა, რომლის დროსაც კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება თავიდან.“.

6. 61 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, მიმართავს ლიზინგის გამცემს.“;

ბ)  პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ლიზინგის გამცემი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან სააგენტოში შესაბამისი შეტყობინების გამოგზავნის წინა დღეს და შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოში აგზავნის შეტყობინებას პროგრამის ფარგლებში სალიზინგო პროექტის დამტკიცების თაობაზე. სააგენტო ლიზინგის გამცემის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აფორმებს მეწარმე სუბიექტთან ხელშეკრულებას. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მეწარმე სუბიექტს ენიჭება პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი პროექტის დამტკიცების თაობაზე ლიზინგის გამცემის მიერ შესაბამისი შეტყობინების სააგენტოში გაგზავნის მომენტიდან.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მინიმალური მოცულობა პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიებში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100,000.0 (ასი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური ჯამური მოცულობა:

− მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ უნდა აღემატებოდეს 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს;

− მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ უნდა აღემატებოდეს 6,000,000.0 (ექვსი მილიონი) ლარს.

პროგრამის ფარგლებში დასაშვებია ისეთი პარალელური ლიზინგი, რომლის დროსაც ხდება ერთ პროგრამის ბენეფიციარზე ერთსა და იმავე ინდუსტრიაში რამდენიმე სალიზინგო პროექტის გაცემა, თუ ლიზინგის საგნის ღირებულებათა ჯამური მოცულობა:

− მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ აღემატება 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს;

− მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ აღემატება 6,000,000.0 (ექვსი მილიონი) ლარს.“.

7. მე-8 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების თანადაფინანსების ან/და ანაზღაურების მოცულობა  პროგრამის თითოეული ბენეფიციარისთვის შეადგენს მომსახურების ღირებულების არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) პროცენტს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10,000.0 (ათი ათასი) ლარს, ხოლო პროგრამის ბენეფიციარის მიერ ტექნიკური დახმარების კომპონენტში მონაწილეობის წილი განისაზღვრება გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულების თანხის არანაკლებ 20 (ოცი) პროცენტით.“.

8. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ პროფილის შენარჩუნების ვალდებულების დარღვევა;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ე) პროგრამის ბენეფიციარის მიერ სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტში სესხის მიზნობრიობის დარღვევა (იგულისხმება ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დადგენილი თანაფარდობის დარღვევა);

ვ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ წარმოების დაწყების ვალდებულების დარღვევა;

ზ) ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ მე-6 მუხლის 11 და 61 მუხლის 11 პუნქტების დარღვევით პროექტის დამტკიცება. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტო შეწყვეტს კონკრეტული პროექტის თანადაფინანსებას და მოითხოვს გადახდილი თანადაფინანსების თანხების უკან დაბრუნებას.“.

9. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. ამ თავის 30-ე მუხლით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდი განისაზღვროს 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.“.

 10. 32-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) სალიზინგო პროექტის რესტრუქტურიზაცია – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 5 თებერვლის №18/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მიზნებისათვის ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესის“ მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მე-5 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კრედიტის/ლიზინგის მიმართულება მოიცავს სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ/რესტრუქტურიზებულ/ რეფინანსირებულ კრედიტზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით.

3. კრედიტის/ლიზინგის მიმართულების ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარი უზრუნველყოფს:

ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობის დაწყებას, კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 3 წლისა, ხოლო არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში – პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 24 თვისა. საქმიანობის დაწყების დასახელებული ვადები ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზეც, რომელთაც სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად საქმიანობის დაწყების ვალდებულება უდგებათ 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში;

ბ) ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიებში, საერთაშორისო ბრენდის გამოყენების შემთხვევაში, საქმიანობის დაწყებას კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) წლისა, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე, საქმიანობის დაწყებას ან/და, არსებულის გაფართოების/ გადაიარაღების შემთხვევაში, კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 3 (სამი) წლისა. საქმიანობის დაწყების დასახელებული ვადები ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზეც, რომელთაც სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად საქმიანობის დაწყების ვალდებულება უდგებათ 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებიდან ან/და არსებული საწარმოს გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობის მიზნით დამტკიცებული პროექტის შემთხვევაში, კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნებას;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებიდან ან/და არსებულის გაფართოების/გადაიარაღების დასრულების შემდგომ, 3 წლის განმავლობაში, საქმიანობის პროფილის შენარჩუნებას.

4. საერთაშორისო ბრენდის მიმართულება მოიცავს სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარისთვის საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში დარიცხული და ამ პერიოდზე 41 (ორმოცდაერთი) თვის მანძილზე გადახდილი გადასახადის ანაზღაურებას არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 კალენდარული თვის განმავლობაში, სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თითოეულ საანგარიშო წელზე, წელიწადში არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა, სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით. მხოლოდ იმ ბენეფიციარებისათვის, რომლებსაც საერთაშორისო ბრენდით საქმიანობა მოუწიათ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა აღემატება წელიწადში 300 000 (სამასი ათასი) ლარს, ამ პროგრამის საერთაშორისო ბრენდის გამოყენების მიმართულება გავრცელდება მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე. საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისათვის პროგრამის ბენეფიციარის მიერ გადახდილი საფასურის სააგენტოს მიერ ანაზღაურება ხდება ეროვნულ ვალუტაში, პროგრამის ბენეფიციარის მიერ თანხის გადახდის დღისთვის ან სააგენტოს მიერ თანხის გადარიცხვის დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, იმის მიხედვით, რომელიც არის უმცირესი.“.“;

გ) მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“ და „თ“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინდუსტრიაში საქმიანობისთვის და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გარდამავალ პერიოდში კრედიტის დამტკიცებისა და მეწარმე სუბიექტთან სააგენტოს მიერ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, სააგენტო ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული 36 (ოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, კრედიტის გაცემის დღეს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებულ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3 (სამი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 41 (ორმოცდაერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობისათვის ან/და არსებულის გაფართოებისათვის/გადაიარაღებისათვის, კომერციული ბანკის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გარდამავალ პერიოდში კრედიტის დამტკიცებისა და მეწარმე სუბიექტთან სააგენტოს მიერ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, სააგენტო ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული 36 (ოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას კრედიტის გაცემის დღეს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებულ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3 (სამი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 41 (ორმოცდაერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და არსებული საწარმოს გაფართოებისთვის/ გადაიარაღებისათვის, პროგრამის ბენეფიციარისთვის/პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტისთვის პირველად გაცემული კრედიტის:

− მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს; ხოლო

− მაქსიმალური მოცულობა − 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს.

ხსენებული მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან ნებისმიერ პერიოდში პროგრამაში ჩართულ პროგრამის ბენეფიციარს, რომლის მიმართ ამავე პუნქტით სესხის აღების მომენტში:

− არ არის დასრულებული სააგენტოს მიერ თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი ან ამ პერიოდის დასრულების შემდგომ ბენეფიციარის მხრიდან მიმდინარეობს სააგენტოს წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება;

− უკვე დასრულებულია თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი და მისი მხრიდან ჯეროვნად შესრულებულია სააგენტოს წინაშე იმ კონკრეტული მომენტისათვის ნაკისრი ყველა ვალდებულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში და თუ მას არ გააჩნია სახელმწიფო მიმართ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მუხედავად იმისა, პროგრამის ამ ბენეფიციარის ეკონომიკური საქმიანობა თავსდება თუ არა გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მოქმედი დადგენილების დანართ №1-ის ჩამონათვალში.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმრო ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და არსებული სასტუმროს გაფართოებისათვის/გადაიარაღებისათვის პროგრამის ბენეფიციარისთვის/პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტისთვის პირველად გაცემული კრედიტის:

− მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს;

− მაქსიმალური მოცულობა, კრედიტთან ერთად, საერთაშორისო ბრენდის მიმართულების გამოყენების შემთხვევაში − 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე − 4,000,000.0 (ოთხი მილიონი) ლარს.

ხსენებული მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან ნებისმიერ პერიოდში პროგრამაში ჩართულ პროგრამის ბენეფიციარს, რომლის მიმართ, ამავე პუნქტით სესხის აღების მომენტში:

− არ არის დასრულებული სააგენტოს მიერ თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი ან ამ პერიოდის დასრულების შემდგომ ბენეფიციარის მხრიდან მიმდინარეობს სააგენტოს წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება;

− უკვე დასრულებულია თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი და მისი მხრიდან ჯეროვნად შესრულებულია სააგენტოს წინაშე იმ კონკრეტული მომენტისათვის ნაკისრი ყველა ვალდებულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში და თუ მას არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.“;“;

„ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ პროგრამის ფარგლებში, ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული კრედიტი კომერციული ბანკის მიერ გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით:

ა) წარმოებისათვის/საქმიანობისათვის საჭირო ძირითადი საშუალებებისთვის − კრედიტის მოცულობის არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) პროცენტისა;

ბ) წარმოებისათვის/საქმიანობისათვის საჭირო საბრუნავი საშუალებებისთვის – კრედიტის მოცულობის არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) პროცენტისა.“;“;

„თ) მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომერციული ბანკის ან სხვა კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის რესტრუქტურიზების/რეფინანსირების შემთხვევაში, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა იზრდება 12 თვით (მიუხედავად იმისა, ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კვალიფიცირდება თუ არა მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოდ, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში ან/და აქვს თუ არა სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება ან/და რეგისტრირებულია თუ არა მოვალეთა რეესტრში), შესაბამისად იზრდება სააგენტოს მიერ თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის თავდაპირველი მოცულობა ნამეტი 12 თვის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის ოდენობის პროპორციულად. ამასთან, აღნიშნული არ ვრცელდება გარდამავალი პერიოდის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში აღებული სესხების პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებისას/ რეფინანსირებისას;“;“;

დ) მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, უზრუნველყოფს ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გარდამავალ პერიოდში გაფორმებული (ხელშეკრულება გაფორმებულია, როგორც ბენეფიციარსა და ლიზინგის გამცემს, ასევე ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის) სალიზინგო პროექტის ფარგლებში ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული 36 (ოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, ლიზინგის საგნის გაცემის დღეს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებულ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან 41 (ორმოცდაერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ ლიზინგის გამცემის მიერ გაცემული ლიზინგის საგნის დაფინანსების 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული ლიზინგის საგნის ვადით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე/პროგრამაში ჩართვის მსურველ მეწარმე სუბიექტზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მინიმალური მოცულობა პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიებში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური ჯამური მოცულობა მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ უნდა აღემატებოდეს 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია ისეთი პარალელური ლიზინგი, რომლის დროსაც ხდება ერთ პროგრამის ბენეფიციარზე ერთსა და იმავე ინდუსტრიაში რამდენიმე სალიზინგო პროექტის გაცემა, თუკი ლიზინგის საგნის ღირებულებათა ჯამური მოცულობა მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ აღემატება 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს. ხსენებული მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან ნებისმიერ პერიოდში პროგრამაში ჩართულ პროგრამის ბენეფიციარს, რომლის მიმართ, ამავე პუნქტით ლიზინგის საგნის აღების მომენტში:

− არ არის დასრულებული სააგენტოს მიერ თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი ან ამ პერიოდის დასრულების შემდგომ, ბენეფიციარის მხრიდან მიმდინარეობს სააგენტოს წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, მიუხედავად იმისა, პროგრამის ამ ბენეფიციარის ეკონომიკური საქმიანობა თავსდება თუ არა გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მოქმედი დადგენილების დანართ №1-ის ჩამონათვალში;

− უკვე დასრულებულია თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი და მისი მხრიდან ჯეროვნად შესრულებულია სააგენტოს წინაშე იმ მომენტისათვის ნაკისრი ყველა ვალდებულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის,  ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში და თუ მას არ გააჩნია სახელმწიფო მიმართ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მიუხედავად იმისა, პროგრამის ამ ბენეფიციარის ეკონომიკური საქმიანობა თავსდება თუ არა გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მოქმედი დადგენილების დანართ №1-ის ჩამონათვალში.“;“;

ე) მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სალიზინგო პროექტის რეფინანსირების/რესტრუქტურიზების შემთხვევაში, სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა იზრდება დამატებით 12 თვით (მიუხედავად იმისა, ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კვალიფიცირდება თუ არა მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოდ, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში ან/და აქვს თუ არა სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება ან/და რეგისტრირებულია თუ არა მოვალეთა რეესტრში), შესაბამისად, იზრდება სააგენტოს მიერ თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის თავდაპირველი მოცულობა ნამეტი 12 თვის განმავლობაში ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის ოდენობის პროპორციულად. ამასთან, აღნიშნული არ ვრცელდება გარდამავალი პერიოდის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემული სალიზინგო პროექტის რესტრუქტურიზებისას/რეფინანსირებისას;“;“;

ე) მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ დანართ №1-ს დაემატოს  შემდეგი შინაარსის ეკონომიკური საქმიანობის 2 კოდი:

M

75.00.0

ვეტერინარიული საქმიანობები

J

59.12.0

კინოფილმების, ვიდეო და სატელევიზიო პროგრამების წარმოების შემდგომი საქმიანობები

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი