„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 244
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.022800
244
31/05/2021
ვებგვერდი, 02/06/2021
300280000.10.003.022800
„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №244

2021 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/04/2020, 300280000.10.003.021958) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ფინანსური ანგარიშსწორების გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და საიმედო სისტემის ჩამოყალიბებას დღით ადრე და დღიური ბაზრებისათვის.“;

ბ)  მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის პროდუქტებისა და უბალანსობის საფასურის გადახდის უზრუნველსაყოფად ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრას;“;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ფინანსური ანგარიშსწორების გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და საიმედო სისტემის ჩამოყალიბებას საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისათვის, უბალანსობის ფინანსური ანგარიშსწორებისათვის.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საბალანსო ბაზრის ოპერატორს უფლება აქვს, ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული მომსახურება შეასრულოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით.“.

2. მე-16 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. 2022 წლიდან სამიზნე მოდელზე ეტაპობრივი გადასვლის მოსამზადებელი ღონისძიებები“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2022 წლის პირველ იანვრამდე:

ა) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ განხორციელდეს:

ა.ა) დღით ადრე ბაზრის პლატფორმის, ასევე ორმხრივი ხელშეკრულებების  პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;

ა.ბ) დღით ადრე ბაზრის ოპერატორის ლიცენზიის მისაღებად კომისიისათვის შესაბამისი განაცხადის წარდგენა;

ბ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელდეს:

ბ.ა) საბალანსო ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;

ბ.ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, საბალანსო მომსახურების მომწოდებელი პირების რეგისტრაციის სისტემის ფორმირება და სათანადო რეესტრის ჩამოყალიბება;

ბ.გ) აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება;

ბ.დ) საბალანსო ბაზრის ოპერატორის ლიცენზიის მისაღებად კომისიისათვის შესაბამისი განაცხადის წარდგენა;

გ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ განხორციელდეს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზებისათვის საჭირო ინსტრუმენტების ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებსა და ბაზრის ოპერატორებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა.

2. 2022 წლის პირველი იანვრიდან განხორციელდეს:

ა) ბირჟის ოპერატორის მიერ:

ა.ა) დღით ადრე ბაზრის ოპერირება;

ა.ბ) დღით ადრე ბაზრის მონაწილეების რეგისტრაცია;

ა.გ) დღით ადრე და დღიური ბაზრებისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;

ბ) საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ:

ბ.ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება;

ბ.ბ) საბალანსო ბაზარზე საბალანსო ენერგიისა და საბალანსო რეზერვების დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირისგან შესყიდვა;

ბ.გ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;

ბ.დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების გამწევი პირების, რეესტრის მართვა;

გ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაბალანსებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოება და განხორციელება კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის, მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევა.“.

3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

მუხლი 171. ბაზრის ფუნქციონირება გარდამავალ პერიოდში  –  2021 წლის პირველი ივლისიდან 2022 წლის 1  იანვრამდე

1. 2021 წლის 1 ივლისიდან, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევების საფუძველზე, საბითუმო ბაზრის მონაწილეებს ემატება მიმწოდებელი.

2. მიმწოდებლისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის ორგანიზება, ასევე მიმწოდებელსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის ქსელში დანაკარგების  შესყიდვის გამიჯვნა და ანგარიშსწორება რეგულირდება შესაბამისი მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. 

3. 2022 წლის 1 იანვრამდე კონცეფციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები აგრძელებენ იმავე მუხლით განსაზღვრული თავიანთი უფლება-მოვალეობების განხორციელებას ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

4. 2022 წლის პირველ იანვრამდე არ გამოიყენება ამ კონცეფციის მე-2 მუხლის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, ასევე, მე-5, მე-8 და მე-10 – მე-15 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობასთან დაკავშირებით.“.

5. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისთვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი წესი

2022 წლის პირველ იანვრამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურები თავიანთი გამომუშავებიდან იკლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციულად და აწარმოებენ მის აღრიცხვას წინამდებარე წესებითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ესკოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე, ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ვალდებული არიან, მომდევნო საანგარიშო პერიოდებში მიაწოდონ ესკოს ეკვივალენტური რაოდენობის ელექტროენერგია. ესკო უფლებამოსილია, აღნიშნული ელექტროენერგია გაყიდოს მის მიერ ნაყიდი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ფასად. ამ ელექტროენერგიის ესკოს მიერ ექსპორტირებისას ფასის ფორმირება ხდება ელექტროენერგიის ექსპორტზე ან/და გაცვლაზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.“.

მუხლი 2
1. დღით ადრე ბაზრის ოპერირების დაწყებამდე, კონცეფციის დანართი №1-ის პირველი პუნქტის პირველი გრაფით გათვალისწინებული მომხმარებელი, რომელსაც ბაზრის გახსნის მიზნით უწევს ბაზარზე გასვლა 2021 წლის პირველი ივლისიდან, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე თარიღამდე რეგისტრირდება ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად არსებულ საბითუმო ბაზარზე. აღნიშნული მომხმარებლის იმავე გრაფით გათვალისწინებული მოხმარების მოცულობის კრიტერიუმთან შესაბამისობის დასადგენად გამოიყენება 2020 წლის განმავლობაში ჯამურად თვეში საშუალო მოხმარების მოცულობა.

2. შესაბამისი მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების ძალაში შესვლამდე,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო ცვლილებების შეტანა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ამ დადგენილების მოთხოვნათა განხორციელების უზრუნველყოფის, მათ შორის, 2021 წლის 1 ივლისიდან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლისა და საჯარო მომსახურების განმახორციელებელი მიმწოდებლების არსებულ საბითუმო ბაზარზე ინტეგრირების მიზნით.

მუხლი 3
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი