„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 247
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2021
ძალაში შესვლის თარიღი 15/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 240090000.10.003.022803
247
31/05/2021
ვებგვერდი, 03/06/2021
240090000.10.003.022803
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №247

2021 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/09/2019, 240090000.10.003.021475) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“:

1. მე-2 მუხლის „ე.ე.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ე.გ“ ქვეპუნქტი:

„ე.ე.გ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 ან/და 8711 სასაქონლო პოზიციებით ან/და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქართველოს საქონლის (მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია ან/და მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) 12 თვემდე ვადით შენახვა;“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წერილობითი ინფორმაცია საბაჟო საწყობის, მის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელისა და გასასვლელის, აგრეთვე დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების, გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ, ხოლო თუ საბაჟო საწყობში შეინახება მხოლოდ სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 ან/და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები (რომელთა შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან/და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები – მხოლოდ საბაჟო საწყობის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მონაცემები დათვალიერებისა და სინჯის ან/და ნიმუშის აღების ადგილის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ადგილი განთავსებულია ნებართვით გათვალისწინებული საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე, აკმაყოფილებს საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციფიკის გათვალისწინებით დათვალიერების პირობებს, გადახურულია და არ გამოიყენება საქონლის შესანახად. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო საწყობში შეინახება მხოლოდ სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 ან/და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები (რომელთა შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან/და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები, ასევე საყარი, თხევადი ან/და დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში შესანახი საქონელი.“.

3. მე-8 მუხლის:

) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის (სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 ან/და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომელთა შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ​3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან/და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელებისა და ნახევრადმისაბმელების გარდა) დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების, გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი იმგვარად ჰქონდეს აღჭურვილი გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით, რომ აღნიშნული ადგილები უწყვეტად ფიქსირდებოდეს (იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღე-ღამის განმავლობაში). ამასთან, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობისაგან (მათ შორის, საყარი ან/და თხევადი საქონლის  შესანახი სათავსი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა) შემდგარ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გადატვირთვის ოპერაციების რეალურად განხორციელების ადგილიდან საბაჟო საწყობის ტერიტორიამდე არსებული ტერიტორიაც ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლით;“;

ბ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი:

„ფ1) აწარმოოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული (მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებული) ან საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 ან/და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომელთა შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან/და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელებისა და ნახევრადმისაბმელების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის ამოწურვამდე საბაჟო საწყობში შეტანისა და საბაჟო საწყობიდან გატანის აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდება საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული ფორმითა და წესით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 15 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი