„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 717
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017209
717
01/06/2021
ვებგვერდი, 01/06/2021
040030000.22.027.017209
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №717

2021 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.01.2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016240) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მონაცემთა ბაზა – სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერების, სამოქალაქო აქტების ელექტრონული ჩანაწერების, სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის ელექტრონული ფოტოასლებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული მონაცემების ერთობლიობა;

ვ) მონაცემთა ელექტრონული ბაზა – ელექტრონული ფორმით არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული მონაცემების ერთობლიობა.“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“–„კ“ ქვეპუნქტები:

„თ) სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერი – სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც შეიქმნა მისი შექმნის დროისათვის მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მატერიალური ფორმით (ხელნაწერის სახით ან სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით) და რომელიც შექმნისას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით დადასტურებული არ არის;

ი) სამოქალაქო აქტის ელექტრონული ჩანაწერი (შემდგომ – სამოქალაქო აქტის ჩანაწერი) – სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს (ელექტრონული დოკუმენტი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის დადასტურებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით;

კ) სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის ელექტრონული ფოტოასლი – სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის ფოტოასლი, რომელიც დადასტურებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი სრულდება ელექტრონული ფორმით და წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს, რომელიც დასტურდება სააგენტოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით/ხელმოწერით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის მატერიალურ ასლს ხელს აწერს და ბეჭდით ადასტურებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილი პირი.“;

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ასევე შესაძლებელია შეიქმნას და გაიცეს მატერიალური ფორმით, როდესაც ფორსმაჟორული გარემოებების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო შეუძლებელია კანონით დადგენილი წესით ელექტრონული დოკუმენტის შექმნა. ამ გარემოების/გარემოებების დადგომისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის მატერიალურად შესაქმნელად გასატარებელი ღონისძიებები, მატერიალურად შექმნილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ფორმები, რეკვიზიტები და ბლანკების ნიმუშები, მათი შენახვის/განადგურების წესი.

32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულოა, მატერიალური ფორმით შექმნილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ელექტრონული დოკუმენტის სახით შეიქმნას ფორსმაჟორული გარემოების აღმოფხვრიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შენახვა

სამოქალაქო აქტის ჩანაწერი შესრულების წლიდან 75 წლის გასვლის შემდეგ სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის მიერ მუდმივად შესანახად გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს.“.  

4. მე-10 მუხლის:

ა) 12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით შესაძლებელია გადამოწმდეს, მოქმედია თუ არა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა.“;

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-13 და 131 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა ივსება სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით ან „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოწმობის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მოთხოვნით სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება შეივსოს აგრეთვე ინგლისურ ენაზე.

131. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა სრულდება ელექტრონულად და წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს. უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, კანონმდებლობით შესაბამისად დამოწმებული წესით, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ელექტრონული მოწმობა შეიძლება გაიცეს მატერიალური ასლის სახით. ამ წესის მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის მატერიალურად შესაქმენლად გასატარებელი ღონისძიებები, მისი ფორმები, რეკვიზიტები, ბლანკების ნიმუშები და მათი შენახვის/განადგურების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ე) 132 და 133 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი:

„18. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა სააგენტოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია 1 წლის განმავლობაში.“. 

5. 101 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა გაუქმებულად ითვლება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში სათანადო აღნიშვნის შესრულების შემდეგ.“.

6. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოსთვის ელექტრონული დოკუმენტის ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ასლის მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონული დოკუმენტის ასლზე მიეთითება კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, დამოწმების თარიღი.“.

7. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქორწინების აქტის ჩანაწერი შედგება და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით მოწმდება დაქორწინების მსურველი ორივე პირის მიერ მისი შინაარსის გაცნობის და თანხმობის გამოხატვის და ქორწინების რეგისტრაციის დამსწრე 2 მოწმის მიერ დადასტურების საფუძველზე, რაც გამოიხატება ქორწინების რეგისტრაციის თანხმობაზე მათი (დასაქორწინებელ პირთა და მოწმეთა) ხელმოწერით. ქორწინების რეგისტრაციაზე თანხმობის ფორმა მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

8. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაინტერესებული მხარის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

10. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. 73-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. 74-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას ახორციელებს გადაწყვეტილების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე კალენდარულ დღეს, თუ განმცხადებელმა არ მოითხოვა მისი რეგისტრაცია ამ ვადის ამოწურვამდე.“.

მუხლი 2
1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების მიერ გაცემული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები (როგორც მკაცრი აღრიცხვის ბლანკებზე, ასევე ელექტრონული პროგრამის საშუალებით შესრულებული) ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას ამ ბრძანებით დადგენილი წესით მათ გაუქმებამდე.

2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე სააგენტოში დაცული სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობასთან დაკავშირებული მოქმედებები ხორციელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე