„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018025
25/ნ
28/05/2021
ვებგვერდი, 31/05/2021
430030000.22.022.018025
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №25/ნ

2021 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში (სსმ III, 22.04.2009, №49, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“:

ა) მე-2 მუხლის ,,ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა)  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;“;

 ბ) მე-10 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ანკეტაში დაფიქსირებული ინფორმაციის შეცვლის, ასევე ახალი სამაგისტრო პროგრამის დამატების/წარდგენის შემთხვევაში ვალდებულია სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახოს განახლებული ანკეტა და ანოტაცია სამაგისტრო გამოცდის წლის:

ა)  1 ივნისიდან 15 ივნისამდე;

ბ) 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი წლის 25 ივნისამდე, ხოლო ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი წლის 25 სექტემბრამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში:

ა) მართვის სისტემა ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ასახული ინფორმაციის სისწორესა და „ე1“ ქვეპუნქტში მითითებული რაოდენობის შესაბამისობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობასთან მიმართებით;

ბ) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებში ასახული ინფორმაციის სისწორეს, ანოტაციაში მოცემული სამაგისტრო პროგრამების შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან.“;

გ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2.  საერთო სამაგისტრო გამოცდა ტესტის ნაწილების შესაბამისად მიმდინარეობს ორი დღის განმავლობაში, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი